ნატალია ჯვარიძე
01.03.2025

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ გავლენიანმა წარმომადგენელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. აქვს თუ არა მასკის ამ პოსტს პოლიტიკური დატვირთვა და შეგვიძლია თუ არა ამის მიხედვით ვისაუბროთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ?

ნატალია ჯვარიძე
28.02.2025

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმები არ ხორციელდება და გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
28.02.2025

28 თებერვალს მეტეოროლოგიური პირობები შედარებით გაუმჯობესდა და შსს-ის ინფორმაციით, დილიდან დასავლეთ საქართველოში სამაშველო ოპერაციებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, რომელიც მოსახლეობას პირველად ნივთებს და საკვებს მიაწვდის. ერთკვირიანმა დიდთოვლობამ ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველო დააზარალა, კვლავ რჩება პრობლემები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის მიწოდების კუთხით, თუმცა უპრეცედენტო ჩართულობის შედეგად, გზების ძირითადი ნაწილი გაწმენდილია, ამასთან, ნაწილობრივად აღდგენილია ელექტროენერგიაც. სამხედროები და მოხალისე ჯგუფები სოფლის გზებს ასუფთავებენ და თოვლში ჩარჩენილ ხალხს ეხმარებიან.

მარიამ ვეკუა
28.02.2025

„ზეწოლა დიდი იქნება" - გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პოლიტიკურ არენაზე გაძლიერდა. მათ მოიპოვეს მეტი მანდატი, ფული, შესაძლებლობა და ძალაუფლება. ამას გარდა მოიპოვეს იდეოლოგიური მოკავშირე ტრამპისა და მისი ილონ მასკის სახით, რომელიც საკუთარი სოციალური პლატფორმის მეშვეობით მათ დაუფარავ მხარდაჭერას უცხადებს.

თამთა ჩაჩანიძე
28.02.2025

რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა", რომელიც სოჭსა და გაგრას შორის გადაადგილდება, რეგურალურ სამგზავრო რეისებს უკვე სოხუმშიც შეასრულებს, სატესტო მგზავრობა მატარებელმა 27 თებერვალს განახორციელა. ამავე დღეს, სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისის შემდეგ, კიდევ ერთი თვითმფრინავი აფრინდა. ამაზე ჯერჯერობით თბილისს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ოპოზიცია აცხადებს, ხელისუფლებამ დუმილის რეჟიმი უნდა დაარღვიოს, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ანექსიამდე მიიყვანს ქვეყანას.

მარიამ ვეკუა
28.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან. პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" წევრები არიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ე.წ. ენჯეოები სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი კანონპროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს ხალხის დემორალიზებასა და მათ გაქრობას.

ნატალია ჯვარიძე
28.02.2025

დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით შეიცვალა. ადრე თუ მას დიქტატორი უწოდა, ახლა იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ერთმანეთს გაუგებენ. ასევე, მან რუსეთისთვის სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ანალიტიკოსების შეფასებით, მინერალების შესახებ შეთანხმებას ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მომავალში პოზიციებს კიდევ უფრო შეიცვლის.

ირმა ჩიტაია
27.02.2025

სტიქიამ საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, 112-ის მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სახელმწიფომ დროული რეაგირება მაინც ვერ მოახდინა. ისინი ცალსახად, სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ. 

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2025

„ოცნება" დაახლოებით ხუთ თვეში აპირებს გამოაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი - ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა, ოპოზიციას ჯერ ამაზე კონკრეტული პოზიცია არ გამოუხატავს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილოებას, ან ვინ აპირებს ბარიერგადალახული თუ ზოგადად ოპოზიციური სპექტრიდან.

გვანცა წულაია
27.02.2025

დიდთოვლობის გამო საქართველოში პროდუქციის იმპორტს პრობლემა შეექმნა. ავტომობილებით გადაადგილება პერიოდულად იზღუდება, რის გამო ქვეყანაში სამომხმარებლო საქონლის შემოტანა დრო და დრო ფერხდება, თუმცა კომპანიებს საკუთარი მარაგი აქვთ შექმნილი, ამიტომ ქვეყანაში დეფიციტი გამორიცხულია. 

მარიამ ვეკუა
27.02.2025

დასავლეთ საქართველოში სტიქიას ისევ ებრძვიან. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ თოვა 28 თებერვლიდან შეწყდება. სკოლებში სწავლა შეჩერებულია, აჭარის სკოლებში კი 4 მარტიდან განახლდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ინტენსიური სამუშაოები გრძელდება. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" გულგრილობაში ადანაშაულებს, რადგან „შესაბამისი ტექნიკა ნაყიდი არაა".

ნატალია ჯვარიძე
27.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარტყმები ბრიუსელის მისამართით კვლავ გრძელდება. ამჯერად თქვა, რომ ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო შეერთებული შტატების დაზიანება. ანალიტიკოსები ამ განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამენ და აღნიშნავენ, რომ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკასა და ევროკავშირს შორის კონკურენციის არსებობით შეიძლება აიხსნას.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×