ნატალია ჯვარიძე 18.04.2025

ოპოზიციის ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის პერსპექტივას და მიიჩნევს, რომ მან თავისი რესურსი ამოწურა. თუმცა ვერ ასახელებენ ადამიანს, რომელიც მას ჩაანაცვლებს. ანალიტიკოსები კი, რომელთაც „რეზონანსი" ესაუბრა, ამბობენ, რომ ზურაბიშვილზე უკეთესი ვარიანტი დღეს არ არსებობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.04.2025

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების საკითხზე კვლავ მწვავე დებატები მიდის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის. მმართველი ძალის შეფასებით, ქვეყანამ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მათი მმართველობის პერიოდში დაიმსახურა, თუმცა თუ "კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება პატრიოტად", რაზედაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასწარ გვაგუებს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.04.2025

პროტესტის მონაწილეები აღდგომის დღესასწაულებზეც არ წყვეტენ გამოსვლებს და შაბათ ღამით "დიდ მანიფესტაციას" აანონსებენ. "აღდგომას შევხვდეთ ქაშუეთთან"- წერია აქციის ანონსში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შეკრება დაიწყება რუსთაველიზ გამზირზე 19 აპრილს 22:00 საათიდან.
|
ნატალია ჯვარიძე 18.04.2025

უკრაინა-რუსეთის ომის შეწვეტაზე მოლაპარაკება შესძლოა მიმდინარე კვირაში დასრულდეს. ახლა ყველა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ელოდება. თუ ის უკან დაიხევს და ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აანონსებს. ანალიტიკოსები მოსკოვიდან დადებით პასუხს არ ელიან და პირიქით, ამბობენ, რომ პუტინი ყოფილ გენერლებს ფრონტზე აბრუნებს და სამხედრო ოპერაციებისთვის ემზადება.
|
მარიამ ვეკუა 18.04.2025

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ „დასავლეთმა უკრაინაში ომი წააგო", ხოლო ევროპა მარცხს არ აღიარებს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ გამორიცხავს, რომ აშშ შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომს, არც მეტი არც ნაკლები, საერთოდ "გაეცალოს". რას უნდა ველოდოთ - „დამარცხდა თუ არა დასავლეთი" ან „ჩაანაცვლებს თუ არა აშშ-ს ევროპა" - ამაზე „რეზონანსი" ანალიტიკოსებს ესაუბრა.
|
ირმა ჩიტაია 17.04.2025

დედაქალაქის მოსახლეობა საცობებში დიდ დროს და რესურსს ხარჯავს. გარდა იმისა, რომ ხშირად საათობით უწევთ საცობებში დგომა, იხარჯება საწვავიც, რაც უკვე კოლოსალურ დანაკარგამდე მიდის. როგორც კვლევებით დგინდება, აღნიშნული თანხა, ჯამში სულ ცოტა, ერთ მილიარდ ლარს აჭარბებს. ზარალი მხოლოდ მხოლოდ ეს როდია. საცობები ქალაქში ჰაერს აბინძურებს, წამლავს, რაც მომავალში ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ ყველაფერს ერთიანობაში თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საცობთან დაკავშირებული ზარალი და ხარჯები გაცილებით მეტია. ხშირ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება ადამიანისთვის გამოუსწორებელიც აღმოჩნდეს.
|
ქეთო გოგოხია 17.04.2025

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცოტათი შემცირებულია. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, უამინდობაა. თუმცა ავტოსადგურების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კვირის ბოლომდე მდგომარეობა შეიცვლება და მოთხოვნა მოიმატებს. რაც შეეხება ფასს, უცვლელია და მგზავრებს მიკროავტობუსები იმავე ტარიფით ემსახურებიან, როგორც ჩვეულებრივ პერიოდში სარგებლობდნენ.
|
მარიამ ვეკუა 17.04.2025

ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. სალომე ზურაბიშვილმა ხუთშაბათს „წინააღმდეგობის პლატფორმის" მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმაც და „წინააღმდეგობის პლატფორმამაც" რესურსები ამოწურეს. არც ახალი ერთობის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.04.2025

„ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა „ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე" ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს. მათი შეფასებით, ესაა „ბოლო იარაღი, რაც ბრიუსელს ხელში უჭირავს". ამას წინ უძღვოდა ორი დღის წინ ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი მარტივდება. მანამდე, „ოცნება" ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა, რომ ევრობლოკი ამ ნაბიჯზე წვაიდოდა.
|
გვანცა წულაია 17.04.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარება გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, ეკონომიკას პრობლემა არ შექმნია. დინამიკა დადებითია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებისგან მუდმივად მიმდინარეობს ისეთი მოსაზრების შეთხზვა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. მთავრობა და ექსპერტთა დიდი ნაწილი მსგავს რეალობას გამორიცხავს.
|
ნატალია ჯვარიძე 17.04.2025

„თუ ახლა ოპოზიციას ეტყვიან დიდი ქვეყნებიდან, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ იმ წუთში შეიცვლიან აზრს და მიზეზებს დაასახელებენ, თუ რის გამო ჩაერთვებიან არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს ბევრი რამის ბედს, ამიტომ უმჯობესია, მონაწილეობა მიიღონ", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.04.2025

ოპოზიციაში გაიჟღერა იდეამ,რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად გაიმართოს პლებისციტი შეკითხვით - "გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს" წელსვე. იდეას ოპოზიციონერებისგანვე მოჰყვა წინააღმდეგობა, იმ არგუმენტით, რომ არსებული საარჩევნო მოცემულობით პლებისციტის ჩატარებას არ ექნება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი. ხელისუფლება კი კვლავ ძველ პოზიციაზეა და ახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს, მათ შორის გარკვეული წინაპირობებითაც.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|