გვანცა წულაია
22.04.2025

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავენ. იმ ფონზე, როდესაც ევროპა საქართველოსთან დიდ დაპირისპირებაშია, მთავრობის წარმომადგენლებს ვიზიტზე მაინც იღებენ. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება რეალურად არავის სურს, რადგან ეკონომიკური კავშირებით უცხოელები თავადაც ხეირობენ. 

ნატალია ჯვარიძე
22.04.2025

ხუთშაბათს, 23 აპრილს უცრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხზე ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მორიგი შეხვედრა იმართება. მოლოდინი დიდია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეიძლება ამ კვირაშივე შეთანხმდნენ და თავისი მხრივ, სამშვიდობო შეთანხმების გასაჯაროების პირობას დებს.

მარიამ ვეკუა
22.04.2025

მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია - რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად განიხილავენ სავარაუდო კანიდატებს. დაიბრუნებენ თუ არა იტალიელები პაპობას, თუ მსოფლიოს პირველი აფრიკელი პაპი ეყოლება? ეს ის კითხვებია, რომელსაც პასუხი მომდევნო კვირებში, კონკლავის შეკრების შემდეგ გაეცემა.

ქეთო გოგოხია
21.04.2025

ავარიული შენობების რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარება ჭაინურდება. ამ პროცესს ხელს უშლის მოსახლეობის დამოკიდებულებაც. ბევრი ნებაყოფლობით არ გადის ბინიდან, სრული თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში კი ვერც შენობების ჩანაცვლება ხერხდება. ამასობაში კი რაც დრო გადის, მეტი შენობა გამოდის მწყობრიდან და პრობლემა უფრო მწვავდება. არსებული მონაცემით, 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა თბილისში და საკითხის გადაჭრას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2025

"ქართული ოცნება" პარტიის დაფუძნებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე "ყველა ხელშემწყობ პროგრესს სწორედ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია".

ქეთო გოგოხია
21.04.2025

ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს. მართალია, ეროვნული ვალუტა გამყარების გზას ჯერჯერობით არ ადგას, თუმცა არც გაუფასურების საფრთხე ელოდება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში, მინიმუმ 15 მაისამდე ტენდენცია გაგრძელდება. შემდეგ კურსი დამოკიდებული იქნება მაკროეკონომიკურ და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. არსებულ კურსს კი განაპირობებს როგორც საგარეო ფაქტორი, ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რაც რეზერვების შესყიდვას უკავშირდება. 

ქეთო გოგოხია
21.04.2025

ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურ შემოწმებას არ გადის. პრობლემაა იმ მხრივაც, რომ შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაწესებულ სტანდარტებს ვერ პასუხობენ, რის გამოც პირველი ეტაპის გადალახვა უჭირთ. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ყოველი 10-დან, 5 ავტომობილი დახარვეზებულია, ხოლო აქედან 2-3-ს განმეორებითი ტექინსპექტირების გავლაც უჭირს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მანქანების წესრიგში მოყვანის დიდ ხარჯს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე ხალხს მანქანების წესრიგში მოსაყვანად საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვთ.  

ნატალია ჯვარიძე
21.04.2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს. მისივე თქმით, ისრაელი არ დაასრულებს ომს „ჰამასის" განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მარიამ ვეკუა
21.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 20 აპრილს განაცხადა, რომ იმედოვნებს, ამ კვირაში უკრაინა-რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ. ამასთანავე დასავლური მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, ე.წ „საიდუმლო გეგმის" შესახებ, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აღიაროს.

ნატალია ჯვარიძე
21.04.2025

აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ნეიტრალურად გამოცხადება და მასზე აშშ-ის კონტროლის დაწესება შესთავაზა. ამასთან, დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რომ ამ კვირაში უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებას აშშ-ის მხრიდან და კიევის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2025

საქართველოსთვის ვიზლაიბერალიზაციის შეჩრების საკითხი სულ უფრო რეალური ხდება და ამას არც მმართველ პარტიაში უარყოფენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე ევროკავშირში დისკუსია უკვე დაწყებულია და რა შედეგით დასრულდება პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია რა სცენარით განვითარდება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×