ნატალია ჯვარიძე 30.04.2025

„ვაგზლის" ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათას კვადრატზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძარის გამო, რომელიც დილის 6 საათისკენ გაჩნდა არავინ დაშავებულა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო პაციენტების ევაკუაცია მიმდინარეობდა ახლომდებარე კლინიკებში.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.04.2025

პარლამენტმა ვიცე-სპიკერ თეა წულკიანის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 მაისიდან კიდევ ერთი თვით გაუგრძელა. კომისიას გაფართოებული აქვს მანდატიც და ის აღარ შემოიფარგლება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. ვადის გახანგრძლივებაზე დადგენილების მიღებამდე, სამშაბათს წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
|
გვანცა წულაია 29.04.2025

დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის გამო გლობალურ ეკონომიკას წელს რეცესიის საფრთხე ემუქრება. ასეთი ვარაუდი აქვთ გავლენიან ეკონომისტებს. ამ დროს საქართველოს მშპ დიდი სისწრაფით იზრდება. საინტერესოა, ასეთ პირობებში რამდენად დაჩქარდება იმ ჩამორჩენის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს განვითარებულ ქვეყნებთან აქვს?
|
მარიამ ვეკუა 29.04.2025

ევროკავშირმა შეიძლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, გადახედოს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და „გაყინოს" კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისგან ჯერჯეობით თავს იკავებს. ამის პარალელურად კი ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენასაც განიხილავს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.
|
მარიამ ვეკუა 29.04.2025

ბოლო დროს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის მიმართ შესამჩნევად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, ხშირად ხაზს უსვამდენენ ტრამპის კეთილგანწყობას კრემლის ლიდერისადმი, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაც არ გამორიცხა და ღიად თქვა, რომ „შესაძლოა შეცდა". რატომ იცვალა ფერი ტრამპმა და „გაეცლება" თუ არა აშშ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებას?
|
გვანცა წულაია 29.04.2025

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 12% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 440 ათას ადამიანს მოიცავს. ასეთია 2023 წლის ოფიციალური მონაცემები, 2024 წლის შედეგი კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული მოქალაქე ჰყავს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციები საერთოდ წარმოუდგენელ სურათს ხატავენ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მოსახლოების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით სპეკულირება კვლავ აქტუალურია.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.04.2025

პროკურტურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელს საბოტაჟსა და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება და ამ გამოძიების ფარგლებში 29 აპრილის დილიდან ხუთ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. გაიჩხრიკა მათ შორის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილისა და სხვა სამოქალაქო ატივისტების საცხოვრებელი ბინები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც არასამთავრობო და ოპოზიციური ფლანგიდან, ისე მმართველი პარტიიდან.
|
ირმა ჩიტაია 28.04.2025

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი სწრაფად მზარდია. იმის მიუხედავად, რომ მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება, ქვეყანაში მათი წილი მაინც მატულობს. პარალელურად, დიდია ადგილობრივი მოსახლეობის გადინება. სპეციალისტები აზრით, პროცესი თუ არ დარეგულირდა, შესაძლოა უცხოელების მზარდამა შემოდინებამ, უახლოეს მომავალში, ადგილობივი მოსახლეობის ეთნიკური შეცვლაც კი გამოიწვიოს.
|
ქეთო გოგოხია 28.04.2025

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრძობს და ისტორიული მაქსიმუმიდან არ ჩამოდის. ამჯერად 1 უნცია მეტალის ღირებულება 3300 დოლარს შეადგენს. ცოტა ადრე ფასი 3450 დოლარიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ცოტათი დაკორექტირდა, გაიაფების პერსპექტივა არ არის. ერთწლიან პერიოდში ოქრო 50%-ით არის გაძვირებული. შესაბამისად, მისი ფასი ქართულ ბაზარზეც მატულობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.04.2025

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ექსპრემიერი და პარტიის ყოფილი თამჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნდეს "უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ". პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ყველა კრიტერიუმი უწყობს ხელს, რომ პოლიტიკაში იყოს.
|
ქეთო გოგოხია 28.04.2025

პური გაძვირდა, ხარისხი კი საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში სწორედ პურს უკავშირდება. ფქვილის გაძვირებისა და იმპორტთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვის პირობებში მწარმოებლებს უხარისხო ფქვილის გამოყენება უწევთ, რაც პურის ხარისხზეც ადეკვატურად აისახა და სამართლიანი გულისწყრომაც გამოიწვია.
|
ნატალია ჯვარიძე 28.04.2025

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|