ნატალია ჯვარიძე 05.05.2025

დასავლეთის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ხშირად საუბრობენ. ეს ძირითადად სხვადასხვანაირად ხდება - სოციალური ქსელების გამოყენებით, ხშირია კიბერშეტევები, დივერსიები და ა.შ. რუმინეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაც ამას დაუკავშირეს. გამოცემა „პოლიტიკო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა რუმინეთის არჩევნებში რუმინეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ვებგვერდებზე შეტევა განახორციელა.
|
ქეთო გოგოხია 05.05.2025

საქართველოს შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნების მოქალაქეები მომრავლდნენ. თუკი ადრე, ძირითადად, დასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა უკვე ბიზნესის კეთებაზე გადაერთვნენ, რის გამოც ადგილობრივები არაჯანსაღ კონკურენციაში აღმოჩნდნენ. განსაკუთრების ეს ეხება ავტოდილერებისა და გიდების მიმართულებას, სადაც ამიტომ უცხო ქვეყნების მოქალაქეების საქმიანობის რეგულაციას ითხოვენ. ერთიც და მეორც მნიშვნელოვანი მიმართულებებია.
|
მარიამ ვეკუა 05.05.2025

გერმანიაში სამთავრობო ცვლილებები მიმდინარეობს- „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის" კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს. როგორი მოლოდინებია და რას უნდა ველოდოთ ახალი მთავრობისგან.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.05.2025

28 ნოემბრიდან მოყოლებული რუსთაველზე მომიტინგეები ყოველ დღე იკრიბებიან, თუმცა, მათ თავდაპირველ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ჩაატაროს ხელისუფლებამ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, "ქართული ოცნება" კვლავ უგულებელყოფს.
|
მარიამ ვეკუა 05.05.2025

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მორიგ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში ყოფნის საკითხზე გაამახვილა - გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საავადმყოფოდან ციხეში, ან რატომ გააქტიურდა საკითხი ახლა.
|
ნატალია ჯვარიძე 05.05.2025

„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმისთვის, რომ წითელი მოედნის ტრიბუნაზე უკეთესი ადგილი მოიპოვონ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
|
გვანცა წულაია 05.05.2025

საქართველოში ბევრი არასაჭირო ოპერაცია კეთდება. ეჭვია, რომ როგორც ფარმაციაა ბიზნესად ქცეულია, ასეა კლინიკებში და ოპერაციებში სახელმწიფოსგან თუ მოქალაქეებისგან ფულს "ქაჩავენ". ამ ეჭვს ადასტურებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და თან ამბობენ, რომ ქვეყანაში არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.05.2025

ოპოზიციაში უკვე მეორედ წამოაყანეს პლებისციტის იდეა - ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზაა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს გამოკითხვა, სადაც "ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, სურს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება".
|
რეზონანსი 05.05.2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.
|
რეზონანსი 04.05.2025

9 მაისს მოსკოვი ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კი ზეიმზე მიწვეულ სტუმრებს რუსეთში ჩასვლას უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ურჩევს. საპასუხოდ მოსკოვში აცხადებენ, რომ რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, შესაძლებელია კიევისთვის 10 მაისი არ დადგეს. ყოველივე ამის ფონზე კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მიწვევა აღლუმზე, მოსკოვში შეიძლება ვერ ჩავიდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.05.2025

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" 12 საპარლამენტო მანდატის საკითხი უახლოეს პერიოდში ისევ აქტუალური გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებენ და საგაზაფხულო სესიის დასრულებას ელოდებიან. თავად ექსპრემიერის პარტია უარს ამბობს მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადების დაწერაზე და აცხადებს, რომ მაისში ეს „ისედაც" მოხდება. შესაბამისად, მმართველი პარტია არჩევანის წინაშეა - გააუქმოს ბოლო ოპოზიციური მანდატები, თუ გააჭიანუროს პროცესი და ფორმალურად მაინც შეუნარჩუნოს პარლამენტს მრავალპარტიულობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.05.2025

შეერთებულმა შტატებმა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, მიზეზად კი საზღვრისა და მიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, რასაც ოფიციალური ბუქარესტის შეშფოთება მოჰყვა. რუმინეთში ფიქრობენ, რომ რეალური მიზეზი რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროსა და საკონსტიტუციო სასამართლოსა გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმდა, პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს, მემარჯვენე კალინ ჯორჯესკუს კი არჩევნებში მონაწილოება აეკრძალა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|