ნატალია ჯვარიძე
07.05.2025

რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა „ლიბერტე" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამეფო უბნის თეატრში გამართულ სპექტაკლში უცენზურო გამონათქვამებია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამოყენებულია ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2025

ბირთვული კლუბის ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარება ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისის ღამეს ინდოეთმა პაკისტანსა და სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, ინდოეთის შს სამინისტროს თქმით, ოპერაცია "სინდური" არის პასუხი იდოელ ტურისტებზე 22 აპრილს ქაშმირში მომხდარი თავდასხმისა, თავის მხრივ პაკისტანი იტოვებს უფლებას მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით საპასუხო მოქმედებები განახორციელოს.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2025

პარტია „ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას დაპირისპირებამ სოციალური ქსელიდან სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა. ჩერგოლეიშვილმა პატარაიას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. კონფლიქტი ოთხი თვის წინანდელ პოსტს უკავშირდება, სადაც პატარაია ჩერგოლეიშვილს ბრალს სდებს, რომ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახეა.

ნატალია ჯვარიძე
07.05.2025

ევროპის დღის აღსანიშნავად ოპოზიციური სპექტრი მსვლელობას აანონსებს. 9 მაისს ხელისუფლების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას გეგმავენ, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს.

მარიამ ვეკუა
06.05.2025

7 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ, ოფიციალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება, მმართველი გუნდის წევრები ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. შეითავსებს თუ არა პრემიერი პარტიის თავმჯდომარეობას და მოცემულ პოლიტიკური სიტუაციაში, ეს რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?

ნატალია ჯვარიძე
06.05.2025

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს ხალხს ისევ მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რათა „ყველამ ერთად ჩავიბაროთ 26 მაისი". კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებთან ერთად ოფიციალური ღონისძების ჩაშლა სცადოს.

გვანცა წულაია
06.05.2025

უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. ქვეყანაზე გამავალმა დერეფანმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ამით საქართველომაც მიიღო სარგებელი, რისი ნაწილის დაკარგაც შესაძლოა, ომის დასრულებად მოჰყვეს თან. საინტერესოა, რა ბერკეტი არსებობს საიმისოდ, რომ ბოლო წლებში გადმომისამართებული ტვირთები და სავაჭრო ურთიერთობები საქართველომ ომის დასრულებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგაც შეინარჩუნოს. 

ნატალია ჯვარიძე
06.05.2025

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა თანამდებობიდან გადადგომა ოფიციალურად მოითხოვა. სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უკვე მიმართა ქვეყნის ხელმძღვანელობას გადადგომის თხოვნით და იმედი აქვს, რომ ამ თხოვნას დაუკმაყოფილებენ.

მარიამ ვეკუა
06.05.2025

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ისტორიაში პირველად, ბუნდესტაგში ახალი კანცლერი პირველივე მცდელობით ვერ აირჩიეს. ფრიდრიხ მერცს 6 ხმა დააკლდა, თუმცა, რამდენიმე საათში გამართული მეორე კენჭისყრის შემდეგ მან მაინც შეძლო ხმების სასურველი რაოდენობის მიღება. თუმცა, პირველი ტურის შედეგებს დიდი იმედგაცრუება და დაბნეულობა მოჰყვა. ახალ მმართველ კოალიციაში იმის გამორკვევა დაიწყეს, თუ ვინ არ მისცა მერცს ხმა კენჭისყრისას. ანალიტიკოსები მმართველი კოალიციის სიმყოფეზე ალაპარაკდნენ. თუმცა, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა რამდენიმე საათში გამართულმა მეორე ტურმა, რომელიც მერცმა უკვე მარტივად მოიგო.

გვანცა წულაია
06.05.2025

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტი” მიიღო, რაც საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს. ამ ყველაფრის კანონად ქცევამდე ჯერ პროცედურებია გასავლელი, საბოლოო ნაბიჯი კი ტრამპის ხელმოწერაა. სანქციები პერსონალურია, თანაც ამერიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ არის, ამიტომ "მეგობარი აქტის” დაკანონების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. 

ნატალია ჯვარიძე
06.05.2025

აშშ-ის კონგრესმა მიიღო „მეგობარი აქტი", რომელიც „ქართული ოცნების" და მათთან დაახლოებული პირების სანქცირებას გულისხმობს. შემდეგი ნაბიჯი სენატის განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. „ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ამ აქტის კანონდა ქცევა რომელიმე ამ ეტაპზე დაიბლოკება, ოპოზიცია აქტის მიღებას თავის გამარჯვებად მიიჩნევს, ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ „ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, ოღონდ ისე, რომ სახე შეინარჩუნოს.

ირმა ჩიტაია
05.05.2025

ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები წარმოებას მკვეთრად ზრდიან. ეს ფაქტორი კი ფასებზე უკვე მოქმედებს და ახლო მომავალში შავი ოქრო კიდევ უფრო გაიაფდება. შესაძლოა, 1 ბარელის ღირებულება 50-55 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს უკანასკნელი კი, ცხადია, დადებითი ფაქტორია იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×