ნატალია ჯვარიძე
15.05.2025

„ოცნების" მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშშ-ის მიმართ, აშკარად გამლანძღველი ფორმულირებითაა შედგენილი. მე ვეთანხმები ოპოზიციის აზრს, რომ ხელისუფლება აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ თვითონ ქართული ოპოზიცია არამდგრადია", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2025

ევროსაბჭოსთან, რომელიც საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად იანვარში დატოვა, ურთიერთობები მას შემდეგ ცოტა დათბა, თუმცა მისი გენმდივნის ბოლო განცხადება ყველაფერ ამას ხაზს უსვამს და სიტუაციას ისევ კონფრონტაციის რეჟიმში აბრუნებს. არადა, ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტს საკმაოდ კონსტუქციულ კონტექსტში შეხვდა, რაც ერთგვარი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა.

გვანცა წულაია
14.05.2025

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა ძალიან ძვირია. `რეზონანსი” რამდენიმე ხნის წინაც წერდა, რომ პაციენტებს დიდი თანხის გადახდა უწევთ კლინიკებისთვის. მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი სწორედ ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებითაა. გამოდის, რომ ხალხი ბევრს იხდის და შედეგით უკმაყოფილოა.

ნატალია ჯვარიძე
14.05.2025

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტის" საპასუხოდ, საქართელოს პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო განცხადება მიიღო. პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს. ოპოზიცია კი „ოცნების" მხრიდან ამერიკასთან ვა-ბანკზე წასვლაზე საუბრობს.

ნატალია ჯვარიძე
14.05.2025

15 მაისს მთელი მსოფლიოს ყურადღება სტამბოლისკენ იქნება მიმართული, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა პირდაპირი მოლაპარაკებაა დაგეგმილი. მთავარი თემა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაა. კიევი ამაზე მზაობას გამოთქვამს და ახლა მთავარია რას იზამს მოსკოვი. მოლაპარაკების შედეგები რთულად პროგნოზირებადია და ანალიტიკოსებიც ფრთხილობენ ამ თემაზე საუბრისას.

გვანცა წულაია
14.05.2025

ამერიკაში ავტომობილების იმპორტზე 25% ტარიფი უკვე მოქმედებს. გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინი უკვე შექმნა, თუმცა, როგორც მიმდინარე ეტაპზე ირკვევა, სატარიფო პოლიტიკას ჯერჯერობით ავტომობილების მნიშვნელოვანი გაძვირება არ მოჰყოლია. სამომავლად ასეთი ვითარება შეიძლება მართლაც წარმოიშვას, რაც გავლენას საქართველოზეც მოახდენს. 

მარიამ ვეკუა
14.05.2025

14 მაისს ევროკავშირმა რუსეთისათვის სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი შეათანხმა. ამის პარალელურად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს აშშ-სთან კოორდინაციით ახალი, მათი შეფასები დამანგრეველი სანქციების მომზადება, რომელიც ჩამოშლის ზღვარზე დააყენებს რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ომის შეჩერებას აიძულებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2025

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიცია დიდი აქცია-მსვლელობისთვის ემზადება, რაშიც ჩართულია მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „26 მაისის კომიტეტი", ოპოზიციური ფლანგი და არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ლოკაცია უცბნობია. ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამაც და პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ოპოზიციას მოუწოდებს „ფეხი არ დაუცდეთ"" თავის მხრივ ოპოზიციაში ეს მუქარად აღიქვეს და საპასუხო განცხადებები გააკეთეს.

მარიამ ვეკუა
14.05.2025

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი დღესაც მუშაობს საქართველოში „ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის" პერსონალური სანქციების მიღებაზე, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება ისევ არ არის. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა საქართველოსთვის პრივილეგირებული მდგომარეობის გადახედვაზეც. უნდა ელოდონ თუ არა „ოცნების" მაღალჩინოსნები პერსონალური სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში და ჩამოერთმევა თუ არა მინიჭებული პრივილეგიები საქართველოს ევროკავშირისგან?

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების ასეთ არაორდინალურ ნაბიჯს აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის" მიღებასა და იგივე საკითხის კონგრესში განხილვის მოახლოებას უკავშირებენ. მათივე ვარაუდით, წერილი უპასუხოდ არ დარჩება და სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საგარეო პოლიტიკაც და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციაც.

გვანცა წულაია
13.05.2025

ერთი კვირის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს წინააღმდეგ `მეგობარი აქტი” მიიღო, რომელიც "ქართული ოცნების” მთავრობის და ქართველი ექსპერტების შეფასებით, საერთოდ არ არის მეგობრული და ამით ქართულ-ამერიკული ურთიერთობა უფრო დაზარალდება. დოკუმენტში ეკონომიკური მომენტებიც არის შეპარებული, მაგალთად, ის, რომ შევამციროთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. საუბარია, ავიამიმოსვლის გაუქმებაზეც. ეს კი საქართველოს პირდაპირ დააზარალებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

13 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა და კანონის დონეზე დაფუძნდა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. დადგენილი წესის თანახმად, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. ანალოგიური სახელწოდების დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი ტრამპთან დაახლოებული მილიარდერი ილონ მასკი გახდა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×