ნატალია ჯვარიძე
16.05.2025

თურქეთში ომის დამთავრების მიმართულებით მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, ვინაიდან კრემლმა წარადგინა პირობები, რაც უკრაინულმა დელეგაციამ კატეგორიულად უარყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება სტამბულში, პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2025

გახარიას პარტიას სხდომების ნახევარზე მეტი უკვე გაცდენილი აქვს და პროცედურულად ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მისი 12 მანდატის ბედი. ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ ძალას ცესკო-ში სია არ ჩაუხსნია და შესაბამისად, პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნოს.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2025

ხელისუფლება ალტერნატიული არჩევნების ჩატარების ბურჭულაძისეულ ვერსიას არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ დარეკვა პრობლემა არაა, უბრალოდ ეს არჩევნები ვერ იქნება. ამასთან, "ოცნებაში" დასძენენ, რომ ტელეფონით ჩატარებული არჩევნები მსოფლიოში არავის გაუგია, თავად ინიციატორების მტკიცებით კი ამის პრეცედენტი ესტონეთში იყო.

მარიამ ვეკუა
16.05.2025

ბალტიის ზღვაზე ხუთშაბათს რუსული ტანკერის შეჩერების მცდელობას მოსკოვის მძაფრი რეაგირება მოჰყვა - რუსებმა გემის დასაცავად ავიაგამანადგურებლები ააფრინეს და ესტონეთის საზღვაო კატერები აიძულეს უკან დაეხიათ. ამ ინციდენტმა ნათლად გამოაჩინა, რომ ბალტია მალე შეიძლება ძალიან „ცხელ წერტილად" იქცეს. ბალტიის ქვეყნები, განსაკუთრებით ესტონეთი, დაჟინებით აცხადებენ, რომ მზადა არიან ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სანქციები აღასრულონ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, პუტინი კი არაორაზროვნად აჩვენებს, რომ გემების დასაცავად პრიდაპირ სამხედრო კონფლიქტს არ მოერიდება.

მარიამ ვეკუა
16.05.2025

ოპოზიციის ნაწილი ახალ ერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ალტერნატიული არჩევნების გასამართად უკვე აქტიური მზადება დაწყებულია, მმართველ პარტიაში კი ოპოზიციის ინიციატივას უტოპიად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ „ტელეფონით არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია". აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანება მხოლოდ ახალი ფანჩატური იქნება.

ირმა ჩიტაია
15.05.2025

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მცირდება, თუმცა ფასები მაინც მატულობს. სფეროს სპეციალისტები, ფიქრობენ, რომ დეველოპერები შექმნილ სურათს რეალურად ვერ აღიქვამენ. ისინი არ აპირებენ ფასების დაწევას, რაც ისედაც შემცირებულ რეალიზაციას, კიდევ უფრო აფერხებს. უახლოეს მომავალში სამშენებლო სექტორი მაინც იძულებული გახდება მდგომარეობას თვალი გაუსწოროს და ფასი დააკორექტიროს. ამას ისიც ადასტურებს, რომ კომპანეიბს ახლაც უწევთ გარკვეული სქემების ამოქმედება, როგორიცაა სპეციალური შეთავაზებები, აქციები და ა.შ.

რეზონანსი
15.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ეროვნული ჩემპიონის ტიტული და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 

მარიამ ვეკუა
15.05.2025

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები წლების შემდეგ პირველად პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხუთშაბათს ერთსა და იმავე ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან. როგორც უკრაინის პრეზიდნეტი ამბობს, „დიდი მოლოდინები არ აქვს". მსგავს პესიმისტურ პროგნოზს რუსი და დასავლელი მიმომხილველებიც აკეთებენ.

მარიამ ვეკუა
15.05.2025

ახალგაზრდა ბრიტანელი გოგო, რომელიც ტაილანდში მოგზაურობისას გაუჩინარდა, საქართველოში 14 მაისს ნარკოტიკების შემოტანის მცდელობისთვის დააკავეს და ახლა, არც მეტი არც ნაკლები, 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2025

„ქართული ოცნების" კრიტიკას, რომ დიპლომატიური კორპუსის ნაწილი უხეშად ერევა შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი პოსტი მოჰყვა, სადაც ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს, რომ „გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ანტიქართული ქმედებების ასალაგმად". შათირიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანია, ხშირად წინასწარ აჟღერებს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შემდგომ რეალურ პოლიტიკაში გადაითარგმნება-ხოლმე. ამიტომ, გასაგებია, რომ ამ ტექსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გვანცა წულაია
15.05.2025

საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ვალი აქვს. მოსახლეობის შემოსავალი იმაზე ნაკლები სისწრაფით იზრდება, ვიდრე მათი სესხი, შესაბამისად, ოჯახებისთვის საკრედიტო ვალდებულების მომსახურების ტვირთი უფრო მძიმდება. 

ნატალია ჯვარიძე
15.05.2025

ცოტა ხნის წინ მომხდარ დიდ საკადრო ცვლას მთავრობაში, რასაც ექსპრემიერი ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და აჭარის მეთაური რიჟვაძე შეეწირენ, უფრო დაბალ იერარქიაში შედარებით მცირე მასშტაბის საკადრო გადათამაშება მოჰყვა. პრაქტიკა, როცა პოლიტიკური რანგის თანამდებობის პირების მოხსნას მთელი ვერტიკალის ცვლა მოჰყვება-ხოლმე, პრემიერ კობახიძის გუნდი ზედმიწევნით იმეორებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×