ნატალია ჯვარიძე
22.05.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის ფაქტობრივად ჩავარდნილი მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ომს იგებს და ამიტომ დასრულება არ სურს. ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება ტრამპის პოზიცია, ვინაიდან ადრე იქადნებოდა, რომ თუკი რუსეთი უარს იტყოდა ცეცხლის შეწყვეტაზე, დამანგრეველ საქნციებს დაუწესებდა.

მარიამ ვეკუა
22.05.2025

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდის საკითხმა ოპოზიცია ორ ბანაკად გაყო: ერთნი პრაგმატულად გირაოს გადახდას უჭერენ მხარს, მეორენი პრინციპულ ბრძოლას ამჯობინებენ. „კოალიცია ცვლილებებისათვის" კატეგორიულად ეწინააღმდეგება გირაოს გადახდას, ხოლო ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძე დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს, ენმ „მორალური მსაჯულობისგან" თავს იკავებს, გახარიას პარტია კი ოპონენტებს გირაოს გადახდას ურჩევს.

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2025

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება" და არც საქართველო, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კი პროვოკაციული კითხვა დასვა. ირწმუნებიან, რომ მარკო რუბიო ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტულად საქართველოს მთავრობა არ უგულისხმია. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ „ოცნება" უბრალოდ თავს იმშვიდებს და შემდგომი ნაბიჯი იქნება „მეგობარი აქტის" საბოლოოდ მიღება, რაც ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ნატალია ჯვარიძე
22.05.2025

ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სკანდალურ განცხადებაზე თბილისში გამოხმაურებები არ ცხრება. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ ეს ნაწილობრივ პრემიერ კობახიძის წერილითაცაა გამოწვეული, რომელიც, ერთი მხრივ, არადიპლომატიური იყო, მეორე მხრივ კი ტექნიკურად გაუმართავი. ამბობს, რომ „ოცნების" გუნდი გადაჭარბებით გაამპარტავანდა, თუმცა თავის მოწონების არავითარი საფუძველი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკის კუთხით, რადგან ქვეყანა რეგიონული ლიდერიდან სამხრეთ კავკასიის მაჩანჩალად იქცა.

რეზონანსი
22.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სებასტიან ლე პიკარს შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობებზე იმსჯელა. 

გვანცა წულაია
21.05.2025

საქართველოს მოსახლების დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, რაც ბევრ პრობლემას ქმნის. დედაქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს როგორც დასაქმების, ისე თუნდაც განათლების მიღების კუთხით, მაგრამ თბილისი ასეთ დატვირთვას ვეღარ უძლებს და ამიტომ საჭიროა, გეგმის შედგენა, რაც რეგიონებს განავითარებს. 

ქეთო გოგოხია
21.05.2025

თბილისში არაერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ,,რიყის დოქები" პირველი პრეცედენტია, როცა მასშტაბური ნაგებობის დემონტაჟი გადაწყვეტილია. იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნას დაშვებული და ქალაქის განვითარება სწორად განისაზღვროს, სპეციალისტები გამოსავალს მშენებლობის მიმართ კონტროლის გამკაცრებაში ხედავენ. ამასთან, უნდა დამუშავდეს თბილისის ხედვითი კორიდორების პროექტი, სადაც მოხდება უკვე აშენებული შენობების აღრიცხვა და განისაზღვრება ისიც, რა არ უნდა აშენდეს, რათა პროექტი დედაქალაქის ურბანულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს.

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2025

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ალბანეთის სამიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია "აბსოლუტურად უსამართლოა" ქართველო ხალხისა და საქართველოს მიმართ და ამას სხვა ახსნა არ აქვს თუ არა ის, რომ "დიფ სთეითი" ევროპულ გაერთიანებაში "ხელს აფათურებს".

მარიამ ვეკუა
21.05.2025

რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება მემორანდუმთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ნატალია ჯვარიძე
21.05.2025

„რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მარიამ ვეკუა
21.05.2025

26 მაისის წინ პოლიტიკური ტემპერატურა მკვეთრად იზრდება - ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რადიკალურ ქმედებებს აანონსებს, ხელისუფლება კი კანონის ძალით პასუხის გაცემაზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
21.05.2025

დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის" პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათის" თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×