თამთა ჩაჩანიძე
21.05.2025

"მსურველთა კოალიციის" გეგმები ჯერ დასრულებული არაა, თუმცა ქვეყნები მზად არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან და საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის და მთლიანი ევროპის თავდაცვის საქმეში, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრანგეთის როლი იზრდება, ამას მოსკოვიც აღნიშნავს და ფრანგების აქტიურობით განსაკუთრებით აღშფოთებულია.

ანა ნოზაძე
21.05.2025

სამყაროს უსასრულობას ყველაზე უფრო მეტად ტექნოლოგიების განვითარება წარმოაჩენს. ტექნოლოგია არის ნივთიერების, ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. მე-19 საუკუნიდან მკვეთრად აჩქარებული ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულად მიბმულია ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემაზე.  ეს ბუნებრივია, რადგან ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა. შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის, გადაცემის, შენახვისა და დაცვის ტექნოლოგიების განვითარება ყველასთვის უპირატესი გახდა.

გვანცა წულაია
20.05.2025

დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვაობამ 0.7% შეადგინა და მაჩვენებელი 14.7% გახდა. რამ შეცვალა პოზიტიური სურათი და რა იქნება მომავალში?

მარიამ ვეკუა
20.05.2025

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს დაფარვის საკითხია. ოპოზიციონერთა ნაწილი გირაოს გადახდას არ აპირებს, ნაწილს კი გადახდილი აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციონერები საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე არ გამოცხადდებიან და კომისიის წესებს „აბუჩად აიგდებენ", სამართლებრივი პასუხი შესაბამისი იქნება.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2025

რამდენიმე დღეში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ამოქმედდება, კანონს ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა აქტის განხილვის ფარგლებში, 21 მაისს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გამართავს.

ნატალია ჯვარიძე
20.05.2025

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი „ტვიტერზე" წერს. ამასთან, მზადდება მე-18 პაკეტიც.

მარიამ ვეკუა
20.05.2025

პოლონეთი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, 25 მაისს პირველი ტურის ორი გამოკვეთილი ლიდერი, ოპოზიცური პარტიიდან კაროლ ნავროცკი და „სამოქალაქო პლატფორმის" კანდიდატი, რაფალ ტრჟასკოვსკი „დიდ მარშს" აანონსებენ.

ნატალია ჯვარიძე
20.05.2025

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა ვინ შეიძლება მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ვინ არა. მელიამ პარტიებს მოუწოდა, დააფიქსირონ კონკრეტული პასუხი, თუ რას აპირებენ.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტაზე ოპტიმისტურადაა გაწყობილი, თუმცა კრემლიდან ტრადიციულად ბუნდოვანი განცხადებები ისმის - სამშვიდობო მემორანდუმთან დაკავშირებით - არც კონკრეტულ დროს ასახელებენ და ანალიტიკოსებიც დასძენენ, რომ მოსკოვიდან მონდომება არ ჩანს ცეცხლის შეწყვეტაზე.

ქეთო გოგოხია
20.05.2025

სარწყავი სისტემების განვითარება სოფლის მეურნეობის პროექტებში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ეხება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ცვლილებაა, რომელიც მოიცავს როგორც პროექტების გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ასევე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გამარტივებას და მანამდე არსებული პირობების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ მოსავლიანობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის წინაპირობა უნდა გახდეს.

რეზონანსი
20.05.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ფაკულტეტების ჩართულობით და   სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ფორუმი - „დასაქმების კვირეული - 2025“ გაიხსნა, რომელშიც 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე, პრფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×