მარიამ ვეკუა 25.04.2025

მოსკოვის თანამგზავრ ქალაქ ბალაშიხაში ფოლკსვაგენ გოლფი აფეთქდა. რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელი, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი.
|
ნატალია ჯვარიძე 25.04.2025

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე უარს იყო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არ გამორიცხავს, უკრაინას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს. როგორც ამბობს, ეს არ იქნება სამართლიანი, თუმცა შესაძლოა ეს იყოს დროებითი გამოსავალი. ანალიტიკოსთა ნაწილი რაღაც დროებით დაზავებას უშვებს, თუმცა ტერიტორიების რუსებზე გადაცემას, რომლის დიდ ნაწილს უკრაინა აკონტროლებს, თითქმის გამორიცხავენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.04.2025

ოპოზიციაში კვლავ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ და საპარლამენტო არჩევნების ერთროულად ჩასატარებლად ემზადება. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამაზე "სანდო ინფორმაცია აქვს".
|
მარიამ ვეკუა 25.04.2025

უკვე ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში შიდაპარტიულ ომში საბოლოოდ კობახიძემ გაიმარჯვა. პროცესი, რომელიც ყველგან საკვანძო პოსტებზე პრემიერის ხალხის დანიშვნით დაიწყო პარასკევს ღარიბაშვილის სრული კაპიტულაციით დასრულდა
|
ირმა ჩიტაია 24.04.2025

სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. საფრთხე განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეფორმირება მოითხოვა. აღნიშნული ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ისინი თავიანთი პრინციპების ერთგული დარჩებიან. საუბარია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ჩარჩოებს გასცდნენ, რაც გლობალურ პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.04.2025

ნაცმოძრაობამ მეხუთე პრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმა" დემონსტრაციულად დატოვა. მიზეზად ასახელებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიახლეს ვერ სთავაზობს. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, პლატფორმაში ყველაზე დიდი დისტანცია სწორედ ენმ-ს წევრებსა და ზურაბიშილს შორის იყო - მიზეზი მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებაა.
|
გვანცა წულაია 24.04.2025

ორ წელიწადში კომპანია "ტავ ჯორჯიას" კონტრაქტი ეწურება. თბილისის აეროპორტის ოპერატორი მთავრობასთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წლის შემდეგდაც დარჩნენ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ამ ეტაპზე უცნობია. სფეროს სპეციალისტების ნაწილი "ტავ ჯორჯიასთან" თანამშრომლობის გაგრძელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი მათ დარჩენას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
|
მარიამ ვეკუა 24.04.2025

„რონდელის ფონდის" ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ, რომელიც საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის ნაწილის პასუხი შეხვედრაზე დემონტრაციული უარი იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან ალოგიკურია.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.04.2025

რუსი პრანკერების სკანდალი, რომელიც ორიოდე დღის წინ აგორდა ნელ-ნელა, ძალას იკრეფს და მის მონაწილეებს შეიძლება სამართლებრივი შედეგითაც დაემუქროს. ყოფილი ობმუდსმენი, რომელიც თითქოსდა ოპოზიციის ხელთ არსებულ შეიარაღებულ ხალხზე საუბრობს, ამას ახლა კატეგორიულად უარყოფს და რუსულ პროპაგანდას მიაწერს. რუსულ მედიასა და სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც „ქართულ მაიდანზე" სკანდალური განცხადებები კეთდება, ორიგინალურ ინგლისურ ვერსიაზე რუსული თარგმანია დადებული, ამიტომ მტყუან-მართლის გარჩევა ძალიან რთულია.
|
ნატალია ჯვარიძე 24.04.2025

რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ალხას კვიცინია ამბობს, რომ საქართველოს მცდელობების მიუხედავად სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლა 1-ლი მაისიდან მაინც დაიწყება. მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
|
მარიამ ვეკუა 24.04.2025

24 აპრილი, რუსეთის მძლავრი იერიში კიევზე ტრამპის განცხადების შემდეგ - აშშ უკრაინის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. ამჯერად დაპირისპირების ეპიცენტრი ყირიმია. როგორც დასავლური გამოცმეები წერენ, აშშ უკრაინისგან ითხოვს, რომ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, ოფიციალური კიევი კი უარზეა.
|
გვანცა წულაია 23.04.2025

საქართველოში ტურისტების რაოდენობა არათუ იკლო, არამედ მოიმატა და მზარდია მათგან მიღებული შემოსავალიც. გასულ თვეებში, პოლიტიკურად დაძაბული მდგომარეობის გამო, იყო მოლოდინი, რომ ტურიზმი შეფერხდებოდა, მაგრამ სტატისტიკა სულ სხვა სურათს იძლევა. ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა შედეგი ვერ გამოიღო. საქართველოს სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|