მარიამ ვეკუა
10.04.2025

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც 8 აპრილს გავრცელდა, ჩინეთთან დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, ოფიციალური კიევი აცახდებს, რომ ფრონტზე 155 ჩინელი ჯარისკაცია იდენტიფიცირებული, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, ოფიციალური პეკინი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ ჩინეთს ფრონტზე ჯარისკაცები არ გაუგზავნია.

გვანცა წულაია
10.04.2025

დონალდ ტრამპმა ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა დაამტკიცა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ის მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ. გადააწყვეტილება ორი დღის წინ გამოცხადდა, რასაც ევროკავშირმა იგივე ქმედებით უპასუხა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ერთგვარი მანევრირებაა და ზოგადად, ტარიფების საკითხის გააქტიურება, პირველ რიგში, თავად აშშ-ზე მოახდენს გავლენას. 

ქეთო გოგოხია
10.04.2025

ვალაუვალობა საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ამის მიზეზი მძიმე სოციალური ფონი და ეკონომიკური სარგებლის არათანაბარი განაწილებაა, რის გამოც უმეტესობა კვლავ საბანკო ვალდებულებებზე დამოკიდებულია. როგორც აღმოჩნდა,  თითქმის 1.9 მილიონ საქართველოს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც, ეს არის ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი, რაც მომხმარებლისთვის დიდი პრობლემაა.  

ნატალია ჯვარიძე
10.04.2025

ევროპის საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ „ოცნებამ" მათი წინა შენიშვნები არ გაითვალისწინა და პირიქით, განახორციელა დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, მწუხარება გამოითქვა იმაზე, რომ ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტში აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა. ოპოზიციის მოლოდინები კი გამართლდა.

ნატალია ჯვარიძე
10.04.2025

ექსპრემიერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამასთან, დროებითი კომისია, პარლამენტს მუშაობის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გვანცა წულაია
09.04.2025

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და პროგნოზი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბოლო წლების მსგავსად, წელსაც გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები დადებით სურათს აჩვენებს, მუდმივად მიმდინარეობს იმ აზრის შექმნა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. ეკონომისტთა ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას გამორიცხავს. 

გვანცა წულაია
09.04.2025

ბოლო პერიოდში მეტროს სადგურების დამატებაზე არაერთი განაცხადი გაკეთდა და პროექტიც გამოქვეყნდა. ამჯერად მიწისქვეშა ხაზის დაგრძელება ვაკემდე განიხილება და თბილისის მერიამ ფასების გამოკითხვაც გამოაცხადა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის.

მარიამ ვეკუა
09.04.2025

ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს - აშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა 8 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
09.04.2025

9 აპრილმა აღსანიშნავად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, სადაც დრო და დრო ვითარება იძაბებოდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" წევრებსა და მის მხადამჭრებს მემორიალთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მარიამ ვეკუა
09.04.2025

მსოფლიოში მიმდინარე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ექსპერტები „რეზონანსთან" საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მსოფლიოში ისეთი გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, რომელიც ეპოქას შეცვლის, ამის პარალელურად კი საქართველოს პოზიცია და პოლიტიკური კურსი „გადარჩენისთვის" ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ნატალია ჯვარიძე
09.04.2025

ხუთშაბათს, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. იქამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა შეხვდნენ, რის შემდეგაც მხარეებმა განსხვავებული აქცენტები დააფიქსირეს.

ქეთო გოგოხია
09.04.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო.  პირველად იგი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც  შეხვდა ფერმერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრის, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს, თხილის და დაფნის  გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს. ახლო მომავალში მინისტრი სხვა რეგიონებსაც ეწვევა, რაც დარგის სპეციალისტების შეფასებით, მეტად დროული და სწორი გადაწყვეტილებაა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×