თამარ ვეფხვაძე
19.02.2026

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა და სამუშაო ძალამაც დაიკლო. ასეთია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის - „საქსტატის“ 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები. მეოთხე კვარტალში, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კი სურს, რომ უმუშევრობა 5%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს. სპევიალისტთა ნაწილი ამ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს, რადგან უმუშევრობის დონის შემცირება კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან. მეორე ნაწილს კი „საქსტატის“ მეთოდოლოგია არ მოსწონს, რის გამოც, უწყების ინფორმაციას ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს.  

ნატალია ჯვარიძე
19.02.2026

აფხაზეთში რუსეთიდან შეიყვანეს რკინიგზის ხელოსნების 4 ბრიგადა, რომელიც სოხუმი-ოჩამჩირეს სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე მუშაობს. აფხაზური მედია წერს, რომ ამის მერე, სავარაუდოდ, ასევე გაარემონტებენ ოჩამჩირე-გალის მონაკვეთს და შემდეგ გალიდან ენგურამდე - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე.

თამარ ვეფხვაძე
19.02.2026

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე არ მიუწვევიათ. არადა, დიდი გამოცდილების მქონე მეწარმეს კომისიისთვის მართლაც ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ინტერვიუს კი იმ პრობლემის განხილვით ვიწყებთ, რაზეც პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემაა საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა, რადგან იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ განვითარებაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი. 

რეზონანსი
19.02.2026

 ვენეცია, მეტსახელად არხების ქალაქი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების - პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მარიამ ვეკუა
19.02.2026

„ხალხის ძალა" და კონკრეტულად მისი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ღიად უპირისპირდება ავტოიმპორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებს. მანამდე კი იგივე ხუნდაძემ „ქართული ოცნება" საკადრო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. „ხალხის ძალა", რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებისგან" ფორმალურად გამოყოფილ ჯგუფს წარმოადგენს, ხელისუფლების სატელიტ პარტიად ითვლება. ხელისუფლებასთან დაპირისპირების მხრივ მათ გააქტიურებას ანალიტიკოსების სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.

ნატალია ჯვარიძე
19.02.2026

ევროკავშირში მომზადებულ დოკუმენტში, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში, საქართველოს საკითხიც შეიტანეს. ეს ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და მის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საბოლოოდ გადაწყვეტილებას კი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მიიღებენ.

მარიამ ვეკუა
19.02.2026

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა ახალ პიკს აღწევს - საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმისთვის მზადყოფნაშია და უკვე სახელდება საბრძოლო მოქმედების დაწყების შესაძლო თარიღიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დიპლომატიური მცდელობების ფონზე რეგიონში ავიამზიდები, გამანადგურებლები და დამატებითი ძალების გადასროლა გრძელდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2026

4 ოქტომბრის საქმის პროკურორის ინფორმაციით, გარკვეულმა ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება თავად ითხოვეს და ამის თაობაზე მათთან მოლაპარაკებებები მიმდინარეობს. კონკრეტულად ვის სურს პროკურატურასთან გარიგება სასჯელის უკეთესი პირობების სანაცვლოდ და არიან თუ არა ამ სიაში ორგანიზატორები, ეს თამარ იაკობიძეს არ დაუსახელებია.

ირმა ჩიტაია
18.02.2026

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ბინების შესყიდვის თვალსაზრისით კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ლიდერობენ. აქტიურობა უკვე ერთნაირია, როგორც მეორად, ასევე ახალაშენებულ ბინებზე. ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს რომ  უკვე მეორად ბაზარზეც კი უძრავი ქონების თითქმის ნახევარს უცხოელები ყიდულობენ. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის სტრუქტურის ცვლილებას იწვევს.

თამარ ვეფხვაძე
18.02.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის, 8% შეძლებულია. ეს მაშინ, როდესაც ექსპერტების განცხადებით, სოციალური დახმარება მოუხსნეს მართლაც გაჭირვებულ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილისმსურველმა ძველი მაცივარი და ტელევიზორი აჩუქა. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზას გადახედვა და განახლება სჭირდება. ზუსტად იგივეს ფიქრობენ დარგის სპეციალისტებიც, ოღონდ ხელისუფლებას ურჩევენ, რომ დახმარების გარეშე არ დარჩნენ ისინი, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ.  

ნატალია ჯვარიძე
18.02.2026

აზერბაიჯანსა და სომხეთში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, რეგიონს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ეწვევა. ისევე როგორც ვენსი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ისიც მხოლოდ ერევანსა და ბაქოში ჩავა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის მიზანი რეგიონში ამერიკის გავლენის დაბლანსებაა.

თამთა ჩაჩანიძე
18.02.2026

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „გრანტების კანონს" ვინც დარღვევს, ყველა პასუხს აგებს. მათ შორის არ გამორიცხავენ მეხუთე პრეზიდენტზე განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დევნა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ეს სცენარი ერთ დღეს მართლაც ვიხილოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×