მარიამ ვეკუა
19.06.2025

ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს შეიძლება გასცდეს და გადაიზარდოს დიდ კატასტროფაში" - განაცხადა თბილისში ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბიმ, რომელიც სიონისტურ რეჟიმს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საქართველოს საზოგადოებას მოუწოდებს, იცოდეს ირანის პოზიცია რეგიონში დაწყებულ ომზე.

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2025

ისრაელი გაჩერებას არ აპირებს და როგორც ჩანს, მისი მიზანი არა მხოლოდ ირანის დამარცხება, არამედ მისი რეჟიმის ჩამოშლაცაა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ არ შეიძლება აიათოლა ალი ხამენეიმ არსებობა გააგრძელოს, ხამენეის უპირობო დანებებას ურჩევს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რის საპასუხოდაც ირანის სულიერი ლიდერისგან კვლავ მუქარა ისმის.

მარიამ ვეკუა
19.06.2025

აშშ-ის ჩარევის შემთხვევაში, ირანი „აგრესორებისთვის ჭკუის სწავლებას" აანონსებს, ისრაელი კი აიათოლა ხამენეის ლიკვიდაციაზე ღიად საუბრობს - ექსპერტები ახლო აღმოსავლეთს „დენთის კასრს" უწოდებენ, რომლის აალებაც ერთ არასწორ ნაბიჯს შეუძლია. რა მოხდება, თუ აშშ ომში ღიად ჩაება და როგორ შეიცვლება საბრძოლო პოზიციები - ეს კვლავ საკვანძო კითხვად რჩება.

 

 

ნატალია ჯვარიძე
19.06.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ, საკითხავია, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.06.2025

დროებითი საგამოძიებო კომისია უახლოეს დღეებში მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რომ ერთი თვით კიდევ გაუხანგრძლივონ უფლებამოსილება, მანამდე კომისიამ მანდატი გაიფართოვა და გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003 წლიდან დღემდე პერიოდი.

ნატალია ჯვარიძე
19.06.2025

ევროპარლამენტმა რეზოლუცია - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე" მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. ამას თბილისში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.

მარიამ ვეკუა
18.06.2025

„ბრძოლა ახლა იწყება" - ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი უარყოფს ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ კაპიტულაციის მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ თეირანის ცაზე მტრის მოიერიშეები თავისუფლად დაფრინავენ, თელ-ავივს „მკაცრ პასუხს" ჰპირდება. პარალელურად ვაშინგტონში, ტრამპის თანამოაზრეებში რესპუბლიკური პარტიიდან გაცხოველებული კამათია იმაზე, უნდა ჩაებას თუ არა ამერიკა ომში ღიად. უკვე ინტერვენციის კონკრეტული სცენარებიც განიხილება.

ქეთო გოგოხია
18.06.2025

გლობალური პროცესების გამო საქართველოს ეკონომიკაში დაძაბულობა უკვე იგრძნობა. პირველ რიგში, რისკი ინფლაციასთან დაკავშირებითაა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს საკმაოდ ფრთხილი მოქმედება მართებს, რათა საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე დამატებით პრობლემებს გაუმკლავდეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სებ-ის როლი თანდათან სერიოზული და მნიშვნელოვანი ხდება. 

თამთა ჩაჩანიძე
18.06.2025

პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია „საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმეზე", რომლის ერთ-ერთი ნაწილი 2019 წელს ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია. პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც ორიოდე წლის წინ ყოფილ თანაგუნდელზე ამბობდა, რომ „ბუზი ბევრი ბზუოდა, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუოდა", ახლა ყოფილ პრემიერს, არც მეტი არც ნაკლები, სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.

ნატალია ჯვარიძე
18.06.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საუბარი, თითქოს ამერიკისა და ევროპის სანქციები მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას დააზიანებს და არა ხალხს, გამართლებული არ არის, რადგან ნებისმიერ შემთხევაში ის უბრალო ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ის კურსი, რასაც „ოცნების" მთავრობა დასავლეთის მიმართ ატარებს, მისი აზრით, კონტრპროდუქტიულია.

გვანცა წულაია
18.06.2025

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა კვლავ გაძვირდება. 1-ელი ივლისიდან ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით მოიმატებს და და 5.83 დოლარს მიაღწევს.  ბოლო წლებში ამ ტარიფმა მკვეთრი ცვლილება განიცადა და უკვე 5-ჯერ გავძვირდა. 

მარიამ ვეკუა
18.06.2025

მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გაუგზავნია ოფიციალური მოწვევა ეუთო/ოდირის მისიისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების ერთ-ერთ მთავარ გარანტად ითვლება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „მუნიციპალური არჩევნებისთვის მათი დატვირთვა ზედმეტი იქნება", თუმცა პირდაპირ არ ამბობენ, მოხდება თუ არა მისი მოწვევა. ბრიტანეთის საელჩოს საჯარო მოწოდებას, მოიწვიონ ოდირი რაც შეიძლება მალე, „ოცნება" უცხოურ ჩარევად აფასებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×