თამარ ვეფხვაძე
23.06.2025

შავი ზღვა უნიკალური და გეოგრაფიულად განსაკუთრებულია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი და იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

ნატალია ჯვარიძე
22.06.2025

ორშაბათს, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება იქნება. ეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც დაადასტურა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, ანალიტიკოსთა უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას არ ელოდება, თუმცა აცხადებენ, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან ეს საკითხი ევროპის დედაქალაქებში სერიოზულად განიხილება.

ნატალია ჯვარიძე
22.06.2025

22 ივნისის ღამეს აშშ ღიად ჩაერთო ისრაელი-ირანის ომში. ამერიკულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა ირანის სამ საკვანძო ბირთვულ ობიექტზე, რომლის დროსაც გამოყენებული იყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი. ირანის ხელისუფლება ბოლო დღეებში პრაქტიკულად ღიად აცხადებდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელებდა დარტყმებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, უახლოეს 48 საათში გამოჩნდება, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები - დაიწყება ვითარების დეესკალაცია თუ პირიქით, უკიდურესი გამწვავება და მესამე მსოფლიო ომიც კი.

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2025

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინამ ე.წ. ახალი რეალობა და შესაბამისად, უკრანის ოთხი ოლქი რუსეთის ნაწილად აღიაროს. გარდა ამისა, პუტინი აცხადებს, რომ ყველა ის ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, რუსეთის ნაწილია. რაზე და ვისზეა გათვლილი პუტინის ეს განცხადება და რამდენად ეხება ის საქართველოს?

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2025

სუს-მა 21 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს ამ დონის ჩინოვნიკის, თუნდაც უკვე გადამდგარის, დაკავების პირველი შემთხვევაა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება კორუფციასთან აქტიური მებრძოლის იმიჯის შექმნას ცდილობს. ნაწილის აზრით კი, ამას შეიძლება გაგრძელებაც მოყვეს და სხვა ჩინოვნიკების დაკავებაც ვიხილოთ. არ გამოირიცხზება ის ვარიანტიც, რომ ეს პირდაპირი დარტყმაა ეკონომიკის ახლანდელ მინისტრ ლევან დავითაშვილზეც, რომელიც პრემიერის შეცვლის შემდეგ ფაქტიურად მთავრობის ერთადერთი წევრია, რომელმაც თანამდებობა შეინარჩუნა.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2025

პროტესტანტები შემოდგომიდან წინააღმდეგობის ახალ ტალღას პროგნოზირებენ. რა სამომავლო გეგმები აქვთ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ მომენტისთვის მუხტი აშკარად შემცირებულია, რასაც თავად „ქართული ოცნების" მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.

ნატალია ჯვარიძე
20.06.2025

„ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოდის და ოპოზიციას ნეიტრალური ერთიანი პლატფორმის შექმნას სთავაზობს. ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უკვე გამოეხმაურა და იდეას „მიუღებელი" და „ფარსი" უწოდა. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ შეთავაზება და რამდენად შეეძლება მას „ოცნებისთვის" წინააღმდეგობის გაწევა, ამაზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დათანხმდეს, სხვები სკეპტიკურად უყურებენ.

ნატალია ჯვარიძე
20.06.2025

ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ „ოცნების" მიზანია ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დააკავონ. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, ვალდებულია პასუხი აგოს. ანალიტიკოსების ნაწილი ოპოზიციის ამ პროგნოზს ეთანახმება და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ახალი ლიდერები გამოჩნდებიან. მერე მხარე კი გადამეტებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერები კანონს მიზანმიმართულად არღვევენ.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2025

ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ამას „ოცნებისთვის", როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

მარიამ ვეკუა
20.06.2025

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხუთშაბათს ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობის ყველაზე მკაცრი მუქარა გამოთქვა და განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეი „ვერ გააგრძელებს არსებობას". დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ ხამენეის ლიკვიდაციამ ახლო ღმოსავლეთში შეიძლება ახალი კრიზისის კერა გააჩინოს, რომელმაც, არ არეის გამორიცხული, გლობალური სახე მიიღოს.

ირმა ჩიტაია
19.06.2025

სამშენებლო ბაზარზე თაღლითური სქემა გამოაშკარავდა. ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ სერიოზული ჯგუფის არსებობას მიანიშნებს. დამნაშავე დაკავებულია, მაგრამ რა ეშველება ასობით ადამიანს, რომელმაც მატერიალური ზარალი მიადგა? სფეროს სპეციალისტები ამ შემთხვევაში მიზეზად არასრულყოფილ კანონმდებლობას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ  თუ სახელმწიფომ ცვლილებები არ განახორციელა, სექტორი მუდმივად რისკის ქვეშ იქნება.

გვანცა წულაია
19.06.2025

გლობალურ ბირჟაზე ნავთობი ძვირდება, რაც ისრაელ-ირანის ომმა განაპირობა. კონფლიქტის დაწყებამდე შავი ოქრო ჯერ იაფდებოდა, შემდეგ სტაბილურ ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. არც ისაა გამორიცხული, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწიოს. გაძვირება მომენტალურად აისახა საქართველოზე და ქვეყნაში საწვავი უკვე 5-10 თეთრით მეტი ღირს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×