თამთა ჩაჩანიძე
18.06.2025

გასულ წელს მიღებული „გამჭვრივალეობის კანონის" სიმკაცრეს მისი შეუსრულებლობა აკომპენსირებდა, ამიტომ გაჩნდა მოლოდინი, რომ წელს ამოქმედებული „ფარა", რომელიც კიდევ უფრო მკაცრია, ასევე სრულად ან ნაწილობრივ იგნორირებული იქნებოდა მთავრობის მხრიდან. თუმცა ოთხშაბათს პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა, როცა რამდენიმე დიდმა და ხელისუფლების მიმართ გამოკვეთილად ოპოზიციურმა ენჯეომ განაცხადა, რომ ანტიკორუპციული ბიურო მათგან ბენეფიციარებზე ინფორმაციას ითხოვს.

ნატალია ჯვარიძე
18.06.2025

ირან-ისარელის ბოლო დღეების სამხედრო დაპირისპირებების ფონზე ისმის მოწოდებები, რომ ხალხმა არსებული სიტუაცია გამოიყენოს და მოქმედი რეჟიმი შეცვალოს. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" ირანის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა მოსახლეობა, რადგან, როგორც წესი, ომის დროს ყველა ერთიანდება იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა მმართველობა.

რეზონანსი
17.06.2025

საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა და 2170 ლარი შეადგინა. პარალელურად ირკვევა, რომ ოჯახები შემოსავალის დიდი ნაწილს საკვებში ხარჯავენ და მოსახლეობის დიდ ნაწილს დანაზოგის გაკეთება უჭირს. 

ნატალია ჯვარიძე
17.06.2025

ევროკავშირში შეთანხმდნენ ახალ კრიტერიუმებზე, თუ დამატებით რა შემთხვევაში შეიძლება შეუჩერდეს ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, მუშაობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ სქემაზე, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება მთლიანად კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ მხოლოდ მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შეჩერდეს. ამის ფონზე კი სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს.

მარიამ ვეკუა
17.06.2025

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, სულ უფრო ხშირად მიდის საუბარი ირანში რეჟიმის შეცვლასა და ქვეყნის სულიერი ლიდერის შესაძლო ლიკვიდაციაზე. კეთდება განცხადებები, რომ ისლამური რესპუბლიკა მნიშვნელოვნად დასუსტებულია და ახლა დროა ისარგებლონ შიდა არეულობითა და საზოგადოებრივი უკმაყოფილებით, რათა დაამხონ მისი მმართველი სასულიერო ისტებლიშმენტი, რომელსაც უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ხელმძღვანელობს.

გვანცა წულაია
17.06.2025

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმებაზე სპეციალური ნებართვის საჭიროებას გულისხმობს. მისი შეუსრულებლობა დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

თამთა ჩაჩანიძე
17.06.2025

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მთავრობა მიმართავს, რომლის ხედვით, საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ, „საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამსად", მის უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს. რამდენად გამართლებულია ამ ორგანოს გაუქმება და როგორ აისახება ეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე?

მარიამ ვეკუა
17.06.2025

„დედაქალაქიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის დეოკუპაცია" - „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის სამოქალაქო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის და ზეპარტიული პლატფორმის ფორმირებას ითხოვს, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დედაქალაქში ერთიან საარჩევნო სიასა და მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს. მისი შეფასებით, თბილისში „ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელია. რამდენად რეალურია ეს და როგორი იქნება „ლელოს" ამ შეთავაზებაზე დანარჩენი ოპოზიციის პასუხი?

ქეთო გოგოხია
17.06.2025

მოცვი საქართველოში სტრატეგიული მიმართულება გახდა. კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა კარგად განვითარდა და უკვე  გლობალურ ბაზრებზეც ხარისხის მაღალი ნიშით გამოირჩევა. მოცვის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერმა პროექტებმა, განსაკუთრებით აღსანიშნავია "შეღავათიანი აგროკრედიტი" და "დანერგე მომავალი", რამაც მეწარმე-ფერმერებს განვითარების დიდი შესაძლებლობა მისცა.

ნატალია ჯვარიძე
17.06.2025

„მეგობარი აქტის" მიღებიდან თითქმის თვენახევარი გავიდა და ჯერჯერობით აშშ-ის სენატი ამ საკითხს არ განიხილავს. „ქართული ოცნების" ოპონენტები განხილვის დაჩქარებას ითხოვენ და რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე აქციაც სწორედ ამ ლოზუნგით გაიმართა. ანალიტიკოსები სენატის მიერ განხილვის გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ და არ გამოირიცხავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოფიციალურ ვაშინგტონს შორის ფარული კონსულტაციები მიმდინარეობდეს.

ქეთო გოგოხია
16.06.2025

ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ესკალაცია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება და გადაზიდვა გაძვირდება, რაც საქონლის ფასზეც იმოქმედებს. ნავთობმა გეზი გაძვირებისკენ აიღო, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება ოქროც, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×