ქეთო გოგოხია 16.12.2024

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყველაზე მეტად ტურისტულ სფეროს აზარალებს, თუმცა ამ პრობლემის გავლენა ზამთრის კურორტებზე შედარებით ნაკლებად იგრძნობა. ბაკურიანისა და გოდერძის კურორტებზე სასრიალო სეზონი გახსნილია და პირველი დამსვენებლებიც გამოჩნდნენ. მართალია, წინა წელთან შედარებით, კლებაა, მაგრამ უახლოეს დღეებში მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს, მით უფრო თუ პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდება.
|
ირმა ჩიტაია 16.12.2024

შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. ფაქტია, სახელმწოფოს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში კატასტროფულად მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ხელისუფლებიდან დახმარებას იღებს. ქვეყანას 700-ათასი სოციალურად დაუცველი ჰყავს. ამას თან ერთვის, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სტატუსის მომლოდინეთა რიგებშია ჩაწერილი. ამდენდ, სურათი კატასტროფულია.
|
ქეთო გოგოხია 16.12.2024

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა გარკვეული გამოწვევის წინაშეა. მართალია, უკვე პრეზიდენტიც არჩეულია და ფაქტობრივად, ყველა სახელისუფლებო შტოს დაკომპლექტების პროცესი დასრულდა, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტი მაინც გრძელდება, რაც ეკონომიკაზე იმოქმედებს. სპეციალისტები შექმნილ ვითარებას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ეკონომიკური წინსვლა დაამუხრუჭოს. ნაწილს საპირისპირო მოსაზრება აქვს და ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზულ ვარდნას პროგნოზირებს.
|
ირმა ჩიტაია 12.12.2024

მშენებარე კორპუსების ექსპლუატაციაში მიღება კვლავ პრობლემად რჩება. დეველოპერები ვერ ახერხებენ დროულად შენობების დასრულებას. თავის მხრივ, დუსრულებელ მშენებლობებს უამრავი დაზარალებული ჰყავს. ამიტომაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ასეთ კომპანიებს შეღავათი გაუგრძელოს და ვადა 3 წლით - 2028 წლამდე გადაწიოს.
|
გვანცა წულაია 12.12.2024

ზამთრის დადგომასთან ერთად, გაზზე დანადგარებზე დაკვირვება და მისი შემოწმება ნომერ პირველი ამოცანაა. უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რისი გაკონტროლებაც გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ. მათი წარმომადგენლები ოჯახებს წელიწადში ერთხელ ამოწმებენ, თუმცა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გაზზე მომუშავე მოწყბილობები წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შემოწმდეს.
|
გვანცა წულაია 12.12.2024

დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო დაზარალდა სარესტორნე ინდუსტრიაც. რესტორნებში მკვეთრად შემცირებულია სტუმრების რაოდენობა. მომსახურების ობიექტებში მიუთითებენ, რომ კლებაა როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც. პირველ შემთხვევაში უქმდება ტურისტული ჯავშნები, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს კი შესაბამისი განწყობა არ აქვთ.
|
ქეთო გოგოხია 11.12.2024

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის უგამოცდოდ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა, სავარაუდოდ, კადრების მწვავე დეფიციტს უკავშირდება. სტატისტიკა მოწმობს და სპეციალისტებიც ადასტურებენ, ქვეყანაში ექთნების დიდი ნაკლებობაა და რეგულაციები ამ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. სამედიცინო პერსონალის ნაწილი ქვეყანას ტოვებს, რისი მიზეზიც შრომის დაბალი ანაზღაურებაა. მართალია, ექთნებისთვის მინიმალური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრა, მაგრამ საკადრო პრობლემას ვერც ამან უშველა.
|
გვანცა წულაია 11.12.2024

„ენგურჰესმა" მუშაობა შეაჩერა. წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო, ობიექტი სრულად გაჩერდა. ეს აფხაზეთისთვის დიდი პრობლემაა, დანარჩენლი საქართველოსთვის კი - არა, რადგან ენგურიდან გამომუშავებული დენის უდიდესი ნაწილი სწორედ ოკუპირებულ რეგიონს მიჰქონდა.
|
თამარ ვეფხვაძე 11.12.2024

გეოლოგიის დარგი საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალ ფუნქციურია, მოიცავს 25-მდე ძირითად მიმართულებას, მათ შორის: პალეონტოლოგიას, პეტროგრაფიას, მინერალოგიას, ჰიდროგეოლოგიას, საინჟინრო-გეოლოგიას, დინამიკურ გეოლოგიას, ნავთობისა და გაზის გეოლოგიას და თავის მხრივ გააჩნია 60-მდე ქვე-მიმართულება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი მყარი და თხევადი სასარგებლო წიაღისეულის აღმოჩენებთან და სხვასთან.
|
გვანცა წულაია 10.12.2024

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მომავალ წელს თანხა ყველა სამინისტროში საჭიროებისამებრ გადანაწილდება და უმეტესი ნაწილი სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება, რაც ეკონომიტების შეფასებით, კარგი გადაწყვეტილებაა.
|
გვანცა წულაია 10.12.2024

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი სფეროა, რაზეც პოლიტიკურმა არეულობამ იმოქმედა. აქციებმა და დასავლეთის დამოკიდებულებამ, რომ საქართველომ ევროპული კურსი იცვალა, სამშენებლო სეგმენტში სტაბილურობა შეაფერხა და ახლა ბიზნესი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მოლოდინშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს უკუსვლა ელის.
|
ქეთო გოგოხია 09.12.2024

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მკვეთრად გაუარესდა. შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ასევე საერთაშორისო პროცესების გავლენამ ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წინაასაარჩევნო მოლოდინმა ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა, თუმცა ეკონომიკისთვის საგანგაშო სიგნალს ვერც ამჯერად ხედავენ და ამბობენ, რომ პრობლემა გადაილახება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|