ქეთო გოგოხია 25.12.2024

ბიზნესი დასაქმებულებს ხელფასს ვერ გაუზრდის. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია, რამაც კომპანიების უმეტესობას პრობლემა შეუქმნა. ბოლო თვეების განმავლობაში ანაზღაურების ზრდა ისედაც შეჩერებული იყო. მართალია, სტატისტიკა დადებით დინამიკას აჩვენებს, მაგრამ საერთო ფონი მაინც არასახარბიელოა. პოლიტიკურმა დაძაბულობამ ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, ხელფასის ზრდა ტემპი შენელებული ან შეჩერებული იქნება.
|
გვანცა წულაია 24.12.2024

ერთი კვირის წინ გაკეთებული მოწოდების შემდეგ მთავრობა ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილა. ირაკლი კობახიძე ბიზნესს ქვეყანაში მშვიდობას დაპირდა, რისი იმედიც კერძო სექტორის დიდ ნაწილს ნამდვილად გააჩნია. ორი დღის წინ გამართული შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა და ამის შემდეგ მოლოდინია, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და კერძო სექტორის დიდი ნაწილი პროტესტს გამოეყოფა.
|
ქეთო გოგოხია 23.12.2024

ბიზნესის გაფიცვაზე "წამოკიდების" მცდელობა ჩავარდა. რადიკალურ ოპოზიციას მოლოდინმა არ გაუმართლა, ბიზნესის დიდმა ნაწილმა, თუნდაც 2 საათით გაფიცვა არ ისურვა და შეიძლება ითქვას, ვერც გარისკა. ოპოზიციას იმედი გაუწბილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პოზიციამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. როგორც ცნობილია, მან მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაც უფრო თავდაჯერებულია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეკემბრიდან ელოდებიან ბიზნეს გარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას.
|
ირმა ჩიტაია 23.12.2024

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა. ფაქტობრივად არ დარჩა, არც ერთი სეგმენტი, სადაც საპროტესტო აქციები უარყოფითად არ აისახა. ეს ეხება როგორც ტანსაცმლის ინდუსტრიას, ასევე სპორტული ინვენტარის, ტექნიკისა და კვების სეგმენტსაც, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტების გარდა, რეალიზაცია მკვეთრად შემცირებულია. მართალია, კრიზისი არ არ არის, მაგრამ სექტორი ვერ ვითარდება, შესაბამისად, ყველა საშუალო და გრძელვადიანი პროექტები დაპაუზებულია.
|
ქეთო გოგოხია 23.12.2024

საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრი ასაკოვანი ავტომობილი გადაადგილდება, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, რა მიმართულებითაც ქვეყანამ გარკვეულ შედეგს მიაღწია. თუმცა დარგი მაინც სერიოზულ პრობლემას განიცდის იმის გამო, რომ მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ ძველ მანქანებს ყიდულობს. ეს კი პრობლემს ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მოძველებული ავტოპარკით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი იქნება.
|
ქეთო გოგოხია 20.12.2024

ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ არის, მაგრამ ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნარინჯისფერი რთველით ყველა მხარე იყოს კმაყოფილი - სახელმწიფოც, ბიზნესიც და მოსახლეობაც. მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა.
|
გვანცა წულაია 19.12.2024

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა თავი დაიზღვია და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. ფასების ინდექსის კუთხით 2024 წელი, წინა წლების მსგავსად, პოზიტიურად სრულდება, თუმცა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდეს.
|
გვანცა წულაია 19.12.2024

საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობა იზრდება, ამას მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ჩინური წარმოების მანქანების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი სიიაფეა და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში კონკრეტული ქვეყნის ავტომობილებმა ევროპულ და ამერიკულ მანქანებს კონკურენცია გაუწიონ.
|
გვანცა წულაია 18.12.2024

აფხაზეთი თბილისს დენის მიწოდების გაზრდას სთხოვს, თანაც პრაქტიკულად უფასოდ, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ფული გამოელია. ამის მიზეზი რუსეთიდან დაფინანსების შემცირება გახდა, რის გამოც სეპარატისტებს ხელფასების დარიგება სწორედ იმ რეზერვიდან მოუწია, რომელიც ელექტროენერგიის შეძენისთვის ჰქონდათ განსაზღვრული. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი ქართული მხარე აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდებას არ აპირებს.
|
ქეთო გოგოხია 18.12.2024

არჩევნებიდან მოყოლებული, ლარის კურსმა არაერთ შემოტევას გაუძლო და სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. მართალია, ფსიქოლოგიური ფაქტორი არ მოხსნილა და ისევ ძალაშია, თუმცა მინიმუმ წლის ბოლომდე მკვეთრი რყევები მოსალოდნელი აღარ არის, რაზეც სპეციალისტებიც საუბრობენ და მთავრობაც ოპტიმისტურ მოლოდინს ინარჩუნებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდში.
|
გვანცა წულაია 17.12.2024

სანქცირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება არავის მოუნდება. ასეთია ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება, თუმცა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე ქვეყანა არ მივა და მსგავსი მოსაზრების საჯაროდ ტირაჟირება არაფერში ჯდება. მათი მოლოდინით, დონალდ ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდგომ ურთიერთბები დალაგდება და ვითარების დრამატიზებაც მაშინვე დასრულდება.
|
გვანცა წულაია 17.12.2024

მოსახლეობასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ბიზნესიც ორ ნაწილად არის გახლეჩილი. კერძო სექტორის ერთი მხარე საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს და აქციებში მონაწილეობასაც იღებს, მეორე მხარე კი მოვლენებს აკვირდება და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, ამიტომ მთავრობა კერძო სექტორს დიალოგს სთავაზობს. ნაწილი შეხვედრისთვის მზადაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|