გვანცა წულაია
30.01.2025

სომხეთმა შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გააკეთა. პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ კაბელის დატვირთვა მცირეა და ეკონომიკური კუთხით სხვა ქვეყნის ჩართვა ჯერ არ იქნება მომგებიანი.

გვანცა წულაია
30.01.2025

ავტოსადგურების რეფორმის ვადა, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო უკვე მსჯელობს, რადგან საკითხი დღის წესრიგში ბიზნესმა დააყენა, რომელიც ახალი რეგულაციებისთვის ემზადება. სადგურები დადგენილ გადაწყობას ვერ ასწრებენ, ამიტომ სამინისტრომ შესაძლოა, მათი თხოვნა გაითვალისწინოს.

გვანცა წულაია
29.01.2025

საქართველო ინფლაციის პრობლემამ შეაწუხა. მსოფლიოსა და ქვეყანის შიგნით მიმდინარე პროცესებმა ფასების სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. ამიტომ მომავალი თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი იქნება. ეროვნული ბანკი უკვე აღარ მალავს, რომ ინფლაცია გაიზრდება. აქამდე არსებული პოზიტიური ტენდეციის შეცვლაზე სებ-ი უკვე ალაპარაკდა და მათი მხრიდან არც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამორიცხა, იმ შემთხვევაში, თუკი რისკი მოიმატებს.

გვანცა წულაია
29.01.2025

საქართველოში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია განხორციელდება. კაპიტალდაბანდება არაბეთიდან შემდეგი წლიდან დაიწყება და თბილისსა და აჭარაში მშენებლობას მოხმარდება, მაგრამ ოპოზიცია ამჯერადაც უკმაყოფილოა - როგორც სხვა დროს და სხვა საქმეში, აქაც პრობლემას ხედავს და რეალობას ვერ ან არ აღიქვამს.

ირმა ჩიტაია
28.01.2025

საქართველოში გზების მშენებლობის ტემპი არასაკმარისია, ავტომობილების რაოდენობა კი მზარდია. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო-საკომუნიკაციო ტერიტორიაა. მომრავლდა სატრანზიტო მანქანები. მაგისტრალების გარკვეულ ნაწილს უკვე ტრაილერები იკავებენ, რაც აფერხებს გადაადგილებას, ქმნის საცობებს და ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევის მიზეზიც ხდება. როგორც დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, მართალია, გზების მშენებლობის ტემპი მანქანების როდენობის ზრდას ვერ დაწეევა, მაგრამ სწორი მიდგომა პრობლემის შეამსუბუქებს.

გვანცა წულაია
28.01.2025

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა არასტაბილურობით ხასიათდება. კურსი, მიმდინარე ეტაპზეც, გაუფასურებულია და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, რამაც იმპორტირებული პროდუქცია უკვე გააძვირა. არასტაბილურ პირობებში იმპორტიორთა ნაწილისთვის საკვებზე ფასის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა, ამიტომ სურსათზე ღირებულებამ ზოგ შემთხვევაში უკვე მოიმატა. 

ქეთო გოგოხია
28.01.2025

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი იცვლება და აქტიური ქვეყნების ლიდერთა პოზიციებს აზიური ქვეყნები იკავებენ. მოლოდინი, რომ დასავლური ინვესტიციები დამუხრუჭდება და ამით ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება, არ მართლდება და  დასავლური კაპიტალის ადგილს თანდათან აღმოსავლური იჭერს. ეკონომიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება - თუ ევროპულ ბიზნესს არ სურს საქართველოში ინვესტირება, მას შემცვლელი მალე გაუჩნდება.

ირმა ჩიტაია
27.01.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა ქირის გადასახადზე. მართალია, ის თვალში საცემად არ გაიაფებულა, მაგრამ გართულდა პრემიუმ კლასების ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინება, იქ ფასი შემცირდა და ახლა 600 ლარიდან იწყება, უბნების მიხედვით კი ცვალებადია. 

ქეთო გოგოხია
27.01.2025

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკაში განვითარებული პროცესების გამო ბოლო პერიოდშიო სავალუტო რყევები გახშირდა. კურსი გასულ კვირას 2,88-იან ნიშნულს გადასცდა, თუმცა გუშინდელი მაჩვენებლით, მან გეზი გამყარებისკენ აიღო და ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე 2,87-იანი ნიშნული დაიჭირა. როგორც ჩანს, საქართველოში  მიმდინარე შიდაპოლიტიკური ვითარება ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება და გაუფასურებას  ბიძგს აძლევს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების ნაწილი ლარის ვარდნას არ ელოდება და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.

ქეთო გოგოხია
27.01.2025

2024 წელი საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება, ასევე ავტოპარკის განვითარებასაც.

ქეთო გოგოხია
23.01.2025

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი სწრაფად იაფდება და დღესდღეობით საბითუმო ღირებულება 3,5-წლიან მინიმუმზეა. 1 ტონა თეთრი შაქარი 470 დოლარის ფარგლებშია, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. 500 დოლარს დაბლა ფასი ბოლოს 2022 წლის თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. პიკური მაჩვენებელი იყო 2023 წლის ოქტომბერი, როცა ფასმა 730 დოლარს გადააჭარბა. 

ირმა ჩიტაია
23.01.2025

ქართულ თხილზე მოთხოვნა და ფასიც  გაიზარდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით, 21%-ით მოიმატა. საბაზრო ფასის ცვლილებაც ამას უკავშირდება. ექსპორტიორები ადასტურებენ, რომ მოთხოვნის ზრდა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ახლა სეზონური ფაქტორიც მოქმედებს. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×