გვანცა წულაია 14.01.2025

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბიზნესის გამოყენება კვლავ აქტუალურია. საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების მცდელობა საქართველოში, თითქოს, დასრულდა, მაგრამ კერძო სეტორის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა მაინც გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია და ბიზნესს ამუნათებენ.
|
გვანცა წულაია 14.01.2025

ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად იმპორტირებული არმატურა დაიბეგრება. ცვლილება 25 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 7 თვის განმავლობაში იქნება, რომელიც 1 ტონა არმატურაზე 420-ლარიან (148 დოლარი) გადასახადს გულისხმობს.
|
ქეთო გოგოხია 13.01.2025

ენერგეტიკული სასმელი ადამიანის, განსაკუთრებით კი, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელით მოწამვლის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება. არის ასევე გარდაცვალების ფაქტიც, რომელიც აშშ-ში დაფიქსირდა. ამ დროს ქართულ ბაზარზე ენერგეტიკული სასმელების ბუმია და არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს ამ საშიში პროდუქციის რეალიზაციისას, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რიგ ქვეყნებს ენერგეტიკული სასმლის აკრძალვის მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვთ.
|
ქეთო გოგოხია 13.01.2025

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში წელსაც გამოწვევაა. უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყნისთვის ყოველთვის იყო პ
რობლემა, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონეზე რისკი უფრო მეტად გამოიკვეთა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2024 წელს ექსპორტისა და იმპორტს შორის უარყოფითმა სალდომ 10 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.
|
გვანცა წულაია 13.01.2025

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, იმატებს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა ეს დროის ამბავია და ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე ვერ მოხდება. სავარაუდოდ, ამა რამდენიმე თვეში დასჭირდება და შემდეგ პოლიტიკური სიტუაციაც დამშვიდდება. პარალელურად საინტერესოა, როგორ გადაეწყობა გლობალური ეკონომიკა და რა პროცესები დაიწყება რეგიონული და საერთაშოსირო მიმართულებით.
|
ირმა ჩიტაია 09.01.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ზამთრის ტურიზმი აქტუალობას არ კარგავს. კურორტებზე დამსვენებლების დიდი აქტიურობაა, თუმცა ინფრასტრუქტურული საკითხები წელსაც გამოწვევად რჩება. მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი მოქალაქეების მხრიდან მზარდია, რასაც ამინდიც ხელს უწყობს.
|
გვანცა წულაია 09.01.2025

ბოლო დღეებში ლარი უფასურდება. ერთი შეხედვით, პარამეტრები, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, მწყობრშია და ბოლო დღეებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ კურსი მაინც ეცემა. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რა არის ახლო მომავალში მოსალოდნელი.
|
ქეთო გოგოხია 08.01.2025

გლობალურ ბაზრებზე ოქროს მიმართ მოთხოვნა იზრდება. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ცენტრალური ბანკები რეზერვებს ზრდიან და ეს ტენდენცია გაგრძელდება. როგორც ქართველი სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიო მონეტარულ პოლიტიკაში დიდი ძვრები ხდება და ამ პროცესში ერთვება საქართველოც, რაც ჩანს კიდეც ეროვნული ბანკის ქმედებებში, რომელიც უკვე ოქროს არეზერვებს. არ არის გამორიცხული, მსოფლიო ე.წ. ოქროს სტანდარტს დაუბრუნდეს.
|
გვანცა წულაია 08.01.2025

ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ფასში სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ შესაძლოა, ამან მომავალში პური გააძვიროს. მეპურეები მიიჩნევენ, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციის გაძვირების საფრთხის აღკვეთა ხელისუფლებას შეუძლია, რაც ფქვილზე დაწესებული დროებითი საიმპორტო გადასახადის შემცირებით მოხდება.
|
გვანცა წულაია 07.01.2025

ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური კრისიზია. არაერთ სახელწიფოში გამოსვლები და საპროტესტო აქციები უკვე ყოველიურად ამბად იქცა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნის ლიდერები საქართველოს მთავრობას პოლიტიკას და გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებენ. საინტერესოა, რა გამოწვევები იქნება 2025 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კუთხით და რა გავლენას იქონიებს საქართველოზე.
|
ქეთო გოგოხია 07.01.2025

2025 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. მართალია, კრიზისი არ იგრძნობა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დიდი ვარდნა შეინიშნება. ამ მხრივ პოლიტიკურმა დაძაბულობამ ძალიან იმ იმოქმედა, რადგან ბინების შეძენისგან ყველა მაქსიმალურად იკავებს თავს და მოვლენებს აკვირდება. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნაც და ფასებიც ზედმეტად იყო გაბერილი. გაყიდვებმა უკვე იკლო, თუმცა ღირებულების კუთხით ვითარება ჯერჯერობით უცვლელია.
|
ქეთო გოგოხია 26.12.2024

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას პოლიტიკური დაძაბულობის პირობებშიც ინარჩუნებს. ძირითადი პარამეტრები შენარჩუნებულია და ეს მოცემულობა არ იცვლება. ლარის კურსმა კი სულაც გამყარებისკენ აიღო გეზი. მიუხედავად ამისა, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის ნაწილი, ასევე ბიზნესი კრიზისზე განუწყვეტლივ საუბრობს. ანალიტიკოსები კი რეალურ მდგომარეობას განსხვავებულად აფასებენ. პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ეკონომიკური პროცესები დაამუხრუჭოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|