ქეთო გოგოხია 09.12.2024

ბიზნესის გაფიცვა ეკონომიკას ჩამოშლის და სრულ კოლაფსს გამოიწვევს. პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მოწოდებას, რომ ბიზნესი გაიფიცოს, ეკონომისტები კატეგორიულად ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მოსახლეობის მდგომარეობაზე უმძიმეს გავლენას მოახდენს და ამ ზიანს მერე წლების განმავლობაში ვერაფერი გამოასწორებს.
|
ქეთო გოგოხია 09.12.2024

საწვავის ფასი გლობალურ ბაზრებზე მკვეთრად შემცირდა. ბოლო მონაცემით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 70 დოლარის ფარგლებშია. ადგილობრივ ბაზარზე გაიაფების ტენდენცია ჯერჯერობით არ იგრძნობა, თუმცა იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2-3-კვირაში საფასო ცვლილება აქაც აისახება და ბენზინი გაიაფებას დაიწყებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარის კურსიც გამყარდა და ახლა სტაბილურია.
|
ირმა ჩიტაია 05.12.2024

აფხაზეთში ენერგოკრიზისია. ნოემბრიდან მოყოლებული მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტებს ზამთრის სეზონზე ენგურჰესის გამომუშავებული ელექტოენერგია სრულად მიაქვთ, მათ ეს არ ყოფნით და მოსახლეობა ნახევრად ჩაბნელებულია. წელს ვითარება კიდევ უფრო დრამატულია. საქმე ისაა, რომ ენგურჰესის კაშხალზე წყლის დონე უკვე კრიტიკულ დონეზე დაბლაა. შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
|
გვანცა წულაია 05.12.2024

საბანკო სექტორს უკვე ყოველღიურად მოუწოდებენ გაფიცვისკენ. საპროტესტო აქციებში მონაწილე მხარე კარგად აანალიზებს ბანკების გაფიცვა რა შედეგს გამოიწვევს, მაგრამ მოწოდებები მაინც კეთდება. ეს კი მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის ისეთ რყევას, რამაც შესაძლოა, ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდოს.
|
გვანცა წულაია 05.12.2024

ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და მისმა ღირებულებამ 104 000 დოლარს მიაღწვია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი ციფრული ვალუტა 100 000 დოლარიან ზღვარს გადასცდა. მკვეთრი სიძვირის მიზეზად სახელდება ინვესტორების ფსონები, რომ გლობალურ ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტები მყარ ადგილს დაიკავებენ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია ციფრული სექტორისთვის მეგობრული იქნება.
|
გვანცა წულაია 04.12.2024

საქართველოს ეკონომიკა იზრდება. პოლიტიკური არეულობის მიუხედავად, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის განვითარება არ შეფერხდება და ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. იგივე ფიქრობენ ეკონომისტებიც და მათი მოლოდინით, წლის ბოლოს ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით გაიზრდება ეკონომიკა.
|
გვანცა წულაია 04.12.2024

მკვეთრად გაუფასურებული ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება. პოლიტიკური მოვლენებისადმის ყველაზე მრძნობიარე მიმართულება ეტაპობრივად სტაბილურდება, მთავრობაში ითქვა, რომ ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ელის. ამ მოსაზრებას ეკონომისტბიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური არეულობის დასრულებისთანავე, კურსი ისევ გამყარებისკენ წავა.
|
გვანცა წულაია 03.12.2024

გაზაფხულის აქციების მსგავსად, პოლიტიკაში ბიზნესის ჩარევის მცდელობა მიმდინარე პერიოდშიც გამოიკვეთა. გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ კერძო სექტორზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რათა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველას, კერძო სექტორსაც აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზეწოლა და წნეხი დაუშვებელია.
|
ქეთო გოგოხია 03.12.2024

პირველი დარგი, რომელმაც პოლიტიკური ქაოსის გამო დარტყმა მიიღო, ტურიზმია. განსაკუთრებით სასტუმროები დაზარალდნენ, სადაც ვიზიტორების მკვეთრი კლებაა. ცენტრალურ უბანში მდებარე სასტუმროებთან ერთად, დანაკარგს განიცდიან პერიფერიებსა და რეგიონებში მდებარე ობიექტები, სადაც ჯავშნები ერთიმეორის მიყოლებით უქმდება.
|
ქეთო გოგოხია 02.12.2024

ნამოხვანჰესის პროექტის შეუსრულებლობით საქართველოს ენერგეტიკული სექტორიც ზარალდება და ბიუჯეტიც, რომელსაც წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო დიდი ფინანსური ტვირთი დააწვა. კომპანია "ენკამ" საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. გარდა იმისა, რომ ნამოხვანჰესის ინვესტორთან წააგო ქვეყანამ, დიდი საფრთხეა, ეს სხვა ინვესტორებისთვისაც გახდეს სიგნალი და სასამართლო დავა მათაც წამოიწყონ, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია კიდეც.
|
გვანცა წულაია 02.12.2024

პოლიტიკური სიტუაციის გამო ეკონომიკა კიდევ ერთხელ დადგა გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა დღითი დღე იძაბება და ამით იმ მიმართულებებს ექმნება საფრთხე, რომელთა მეშვეობითაც საქართველოის ეკონომიკური სტაბილურიბაა შენარჩუნებული. ახლა, არეულობის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ეროვნული ვალუტაა და ინვესტიციების მიმართულებაა.
|
ქეთო გოგოხია 02.12.2024

საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას განიცდის. ,,ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2,90-იან ნიშნულს მიუახლოვდა, არჩევნებიდან დღემდე 14 თეთრით გაუფასურდა და სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|