
კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ მათთან ვისაუბრებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთან კუბაზე არცერთ „რესპუბლიკელს“ არ უსაუბრია. კუბა არშემდგარი სახელმწიფოა, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით, დაღმართზე მიემართება. კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ მათთან ვისაუბრებთ. მანამდე კი მე ჩინეთში მივდივარ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს, რომ კუბას წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან თავი შეიკავოს.
გამოცემის წყაროების ცნობით, სენატორებმა განაცხადეს, რომ შუალედური არჩევნების წინ და ირანში ომის ფონზე კუბაზე სარაკეტო დარტყმები პარტიის შანსებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.