თამთა ჩაჩანიძე
04.07.2025

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ლელოს" მიმართავს, ბოიკოტს შეუერთდეს, რადგან "ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა". ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ როცა მუნიციპალურ არჩევნებში ერთვები, ბიძინა ივანიშვილის მხარეს ხარ. "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია კი ამ დრომდე ძველ პოზიციაზე არიან.

ნატალია ჯვარიძე
04.07.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზწ, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" განხილავს, თუ როგორ ხდება ეს პროცესი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში გაწერილი პირობები პარტიის აკრძალვის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელობას.

თამთა ჩაჩანიძე
04.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პორტოს დეკლარაციისთვის, რომელშიც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე, „ქართულ ოცნებას" კი პოლიტპატიმრების გათავისუფებას და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტს „ოცნების" მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა აღნიშნული ინიციატივა.

მარიამ ვეკუა
04.07.2025

რუსები კიევს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო განგაში რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმები რამდენიმე ტალღად განხორციელდა, ხოლო რუსეთის მხრიდან საერთო ჯამში 539 დრონი და 11 რაკეტა იქნა გაშვებული.

ირმა ჩიტაია
03.07.2025

მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათეულ ათასობით აბიტურიენტი აბარებს, გარკვეულ სპეციალობებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აბიეტურიენტების უმეტესობა, ძირითადად, ერთსა და იმავე სპეციალობებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ბიზნეს ადმინისტრირება, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა და სხვა. 

გვანცა წულაია
03.07.2025

ინფლაცია ივნისის თვეშიც გაიზარდა და მისმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. ეს კი მიზნობრივზე თვალში საცემად მაღალი შედეგია, რაც ეკონომისტების შეფასებით, გლობალური პროცესებიდან გამომდინარეობს. სპეცილიასტები იმასაც ამბობენ, რომ წლის დარჩენილ თვეებში ინფლაცია კიდევ უფრო მოიმატებს და მიზნობრივზე მაღალი იქნება. 

ნატალია ჯვარიძე
03.07.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სრულად. ამავდროულად, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა „ეკონომისტს" განუცხადეს, რომ ამერიკამ შეაჩერა ყველა სახის დახმარების მიწოდება, მათ შორის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2025

უკვე მეორე დღეა გახარია-წულუკიანის დებატები განხილვის თემაა, ნაწილი ანალიტიკოსებისა ამბობს, რომ თეა წულუკიანისთვისა და ზოგადად კომისიისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი ეს ჩართვა, ნაწილი კი გიორგი გახარიას მომგებიან სვლებზე საუბრობს.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2025

ვფიქრობ, ოპოზიციის ბოიკოტი არ არის სწორი, რადგან ხელისუფლება ზუსტად ეს უნდა - აზრთა გაყოფა. ამიტომ უკეთესი ვარაინტი იქნებოდა გაერთიანება და იმ რუსურსის გამოყენება, რასაც ჰქვია არჩევნები, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

მარიამ ვეკუა
03.07.2025

„იუსაიდის ერა დასრულებულია" - სააგენტო, მისი მცირერიცხოვანი თანამშრომლები, პროგრამები და ფუნქციები ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადადის. იუსაიდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარების ისტორიული მისიის დასრულებას ნიშნავს, მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დახმარების პროგრამების გაგრძელებას თავად უზრუნველყოფს.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2025

მმართველი პარტია და ოპოზიცია ეუთო-ს გენდივნის ხმაურიან განცხადებას აფასებენ, „ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუმ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „მაღალ დონეზე ჩატარება" აღიარა, ოპოზიციონერები კი გენმდივნის კრიტიკას არ იღებენ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×