თამთა ჩაჩანიძე
01.07.2025

საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაა. ათავისუფლებენ ძირითადად იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდნენ. მათ შორის მათაც, ვისაც უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2025

სომხეთში სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე პოლიტიკურ კრიზისში გადადის, რაშიც რუსეთი უკვე ღიად ერევა. აზერბაიჯანთან კი კრემლს სიტუაცია ეკატერინბურგში გახმაურებული რეიდის შემდეგ გაურთულდა, რასაც ბაქოს მწვავე საპროტესტო ნოტა და შემდგომი ნაბიჯები მოჰყვა ქვეყანაში რუსული გავლენების აღკვეთის მიზნით. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და გაძლიერდა, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?

ნატალია ჯვარიძე
01.07.2025

„ქართული ოცნება“ საქართველოში მომუშავე დასავლელ დიპლომატებს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს და ქვეყნიდან მათ გაძევებასაც არ გამორიცხავს. ზოგიერთი ელჩის შესაძლო გაძევების იდეა სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გაახმოვანა, რომელმაც ამ კონტექსტში ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ზოგიერთი ელჩი ვენის კონვენციას არღვევს. 

მარიამ ვეკუა
01.07.2025

ევროპა ანომალიური სიცხისა და ტყის ხანძრების ეპიცენტრშია. სხვადასხვა რეგიონში საფრთხის უმაღლესი - წითელი დონეა გამოცხადებული. მძვინვარებს ტყის ხანძრებიც. არის მსხვერპლიც. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, იხურება სკოლები და იკრძალება ღია ცის ქვეშ მუშაობა.

მარიამ ვეკუა
01.07.2025

ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩასაშლელად ემზადება, მეორე ნაწილს კი ამ არჩევნები მონაწილეობა სურს და დიდ ქალაქებში გამარჯვების იმედი აქვს. არჩევნებზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე კი თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და დროის გასვლასთან ერთად, ოპოზიციური ერთობის მიღწევის შანსიც სულ უფრო მცირდება. ეს ვითარება ვერ შეცვალა ვერც „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარიას შიმშილობამ, რომელიც ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო.

ნატალია ჯვარიძე
01.07.2025

ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრად აპროტესტებს „ქართული ოცნების" მიერ „გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებებსა და საჯარო თავდასხმებს". ამის შესახებ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძეს ოფიციალურად განუცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში. „ოცნებაში" ამას მუქარად აღიქვამენ და ამბობენ, რომ რეალური მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ანალიტიკოსები კი ახალ სადამსჯელო ნაბიჯებს ელოდებიან.

ქეთო გოგოხია
30.06.2025

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა დინამიკა დადებითია. მაისში დაფიქსირებული 7,5%-იანი მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი პარამეტრი გლობალურ ტენდენციას  მნიშვნელოვნად აღემატება. სპეციალისტები  ვარაუდობენ, რომ დინამიკა შენარჩუნდება, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და არ გამორიცხავს, მცირე კლება კიდევ გვქონდეს, თუმცა ასეთი შედეგიც უფრო გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე იქნება.

ქეთო გოგოხია
30.06.2025

ხორბლის მოსავალი წელს ცოტათი მოიმატებს, თუმცა ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. მიზეზი კლიმატური პირობებია, რის გამოც სტრატეგიული პროდუქტის ფასიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ზედიზედ რამდენიმე წელია, ქართული ხორბლის ხარისხი სტანდარტს ვერ პასუხობს და სახელმწიფოს მუდმივად უწევს ფასის ხელოვნური შენარჩუნება. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა იმპორტულ ფქვილზე მოსაკრებლის დაწესება. მიდგომა სავარაუდოდ წელსაც შენარჩუნდება. 

ირმა ჩიტაია
30.06.2025

საქართველოში ელექტრომობილების ბიზნესი ვერ ვითარდება და პოპულარობას ვერ იხვეჭს. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, მანქანების დამუხტვაც თანდათან ძვირდება. რაც მეტად თანამედროვეა დასამუხტი საშუალება, მომხმარებელს უფრო მაღალი ტარიფის გადახდა უწევს. აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილების ღირებულება ბენზინზე მომუშავე ავტომობილის ხარჯს გაუტოლდა. თუ ფასი არ დარეგულირდა შესაძლოა, ელექტრო ავტომობილმა ის უპრატესობა დაკარგოს, რაც მის ეკონომიურობას უკავშირდება. 

მარიამ ვეკუა
30.06.2025

სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად განიხილებოდა, ახლა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია - მოსკოვი ერევანს ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტას სთხოვს, ერევანი კი რუსეთს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ურჩევს; ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ეკლესიის თემას საკუთარი რეგიონული გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიიის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე გიორგი გახარიას საქმე დიდი ალბათობით სხვა ოპოზიციონერების მსგავსად პროკურატურას აღარ გადაეცემა, რადგან ორშაბათს წულუკიანი დათანხმდა 2 ივლისს დისტანციურად გამოკითხოს საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი პრემიერი. ამასთან, გახარია ვალდებულია „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა". 1-2 ივლისსვე „ოცნება" პარტიის 12 დეპუტატის მანდატების გაუქმებას აპირებს, რის შემდეგაც იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ.

ნატალია ჯვარიძე
30.06.2025

გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ასევე, პაპუაშვილმა პარლამენტთან მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მისვლა შეაფასა და თქვა, რომ ის იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×