გვანცა წულაია 10.07.2025

საქართველოში უამრავი საფრთხის შემცველი ადგილია. სტიქიური ზონები მთელ ქვეყანას მოიცავს. ასეთი ადგილებია მაგალითად აჭარაში, იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში, თბილისსა და საქართველოს სხვა მხარეებშიც. ქვეყანას მეწყერის ჩამოწოლის გამო ბევრი ადამიანი დაუკარგავს, ამიტომ არსებობს თუ არა რაიმე გზა პრევენციისთვის?
|
მარიამ ვეკუა 10.07.2025

„ლელოსა" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე კვლავ ოპოზიციური დაპირისპირების ეპიცენტრშია - ბოიკოტის მოწოდებების ფონზე პარტიები არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ. „ლელოს" ურჩევენ, „შეცდომაში არ გაჯიუტდეს", თუმცა თავად პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში არ ჩადგებიან. განსხვავებული პოზიციები შეინიშნება გახარიას პარტიაშიც - ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობა.
|
ნატალია ჯვარიძე 10.07.2025

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი კიდევ შვიდი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია დაშნაკცუტუნის წევრია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთმა ტერაქტების სერია წამოიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესები საქართველოზე გავლენას მოახდენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.07.2025

მმართველი პარტია 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს, პრემიერი ულტიმატუმსაც აყენებს ამ საკითხზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს, აღიარებენ თუ არა პოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ორგანიზაციის შარშანდელ დასკვნას და დამკვირველების მოწვევაზე ამის მერე იმსჯელებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 10.07.2025

საქართველოს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობები დადებით კონტექსტში დასრულებული აქვს. ახლა უნდა ველოდოთ მკაცრ რეზოლუციებს, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ასევე, მან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება 4 ოქტომბრის ერთგვარი რეპეტიცია.
|
ქეთო გოგოხია 09.07.2025

ენერგეტიკის დარგის განვითარება შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ამის მიზეზი დარგში ინვესტიციების ნაკლებობაა, რის გამოც ახალი პროექტები რეალურად ვერ ხორციელდება და ვერც დაწყებული. როგორც გაირკვა, 88 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გაჩერებულია. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკაა. საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით, ყოველთვის იპყრობდა ინვესტორების ყურადღებას, დღეს კი საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა.
|
გვანცა წულაია 09.07.2025

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ახალი გახსნილია და უკვე საგრძნობი აქტიურობა შეინიშნება. 2025 წლის ცხელი დღეებისთვის ვიზიტორების ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ტურისტების რაოდენობა მზარდია იქამდეც, სანაც სეზონი პიკურ ფაზაში გადავა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას ვიზიტორები გაეზარდა ევროპული სახელმწიფოებისგან, არადა სულ რამდენიმე კვირის წინ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ჩიოდნენ, რომ ევროპიდან სტუმრები აღარ გვყავსო.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.07.2025

10 ივლისს, შესაძლოა სომხეთ-ზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმების დოკუმენტს მოეწეროს ხელი - ყარაბაღის საკითხზე ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მზადდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მხარეები ხელშეკრულებისთვის მზად არიან და დოკუმენტზე ხელმოწერაც მოსალოდნელია.
|
მარიამ ვეკუა 09.07.2025

რუსეთის თავდასხმების გაძლიერებისა და უკრაინაში ომის გაჭიანურების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპას საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვისკენ მოუწოდებ, ხაზგამით ამბობს, რომ ევროკავშირმა სამხედრო ინვესტიციები უნდა გაზარდოს.
|
ნატალია ჯვარიძე 09.07.2025

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სამხედრო დახმარება უკრაინელებისთვის განახლდება.
|
მარიამ ვეკუა 09.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, გადაყვანა ოჯახის სურვილით განხორციელდა. პარალელურად, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა რიჟვაძის მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის იყო ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს, ოპოზიციაში სკეფსისია, მმართველი პარტია კი მოლოდინის რეჟიმშია.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.07.2025

"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ ახლა საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს რთული პერიოდი უდგას. არ კონკრეტდება რაში გამოიხატება ეს სირთულე, თუმცა,ბოლო პერიოდში ბევრი საჯარო შეთავაზება ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ, მათ შორის "კონკრეტული გზამკვლევითაც", უკუკავშირი კი აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საელჩოს დონეზე ხდებოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|