გვანცა წულაია
17.07.2025

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეკონომიკურ ომში გადაიზარდა. რუსეთ-აზერბაიჯანს და რუსეთ-სომხეთს შორის არეული ურთიერთობა შესაძლოა, საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იყოს. სხვათა შორის, ივნისში საქართველოდან ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ეს ტენდენცია დიდი ალბათობით მომავალშიც შენარჩუნდება.

მარიამ ვეკუა
17.07.2025

ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ უხილავი ომის ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც სიცოცხლისთვის საშიშ ოპერაციებს კრიმინალების და მოწყვლადი პირების მეშვეობით ახორციელებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა „როიტერზს" უთხრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.07.2025

მოსკოვი ერევანს კვლავ ემუქრება, ამჯერად კრემლი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის წვერი გახდეს, და ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2025

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს, თუმცა ეს უფრო ხალხზე აისახება და არა პოლიტიკოსებზე, რადგან ეს უკანასკნელნი, მათი რესურსების გათვალისწინებით, ყოველთვის იპოვიან ევროპაში მოგზაურობის გზებს, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2025

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ერთ დროს მთავარი არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამებრძოლი იყო, ახლა არხს, ასე ვთქვათ, „ფულის მოტეხვაზე" უჩივის. სარჩელი პროკურატურიაშია შეტანილი და ამ უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის მიმართული.

მარიამ ვეკუა
17.07.2025

„პარტია საქართველოსთვის" და „ლელოს" შორის თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მთავარი შეკითხვა ჩნდება - ვინ იქნებიან მათი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები. პარტიების დამფუძნებლების არყოფნა და ოპოზიციის კრიტიკა კიდევ უფრო ზრდის ინტერესს, თუ როგორ დაარეგულირებენ ამ საკითხს და შეძლებენ თუ არა საერთო ძალისხმევით რეალური კონკურენციის შექმნას. ამ ფონზე ბოიკოტის ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული მომხრე თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ რეალურად ხაზარაძემ გახარიას პარტია წაართვა.

თამთა ჩაჩანიძე
17.07.2025

ევროკავშირში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ ეს პრემიერისთვის ეგზისტენციალური საკითხი არ არის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგა, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მიანიჭებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ესაა მინიშნება იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ევროკომისიის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს, ან შეიძლება ევროკავშირის სტრუქტურებთან პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრა მოითხოვოს.

ქეთო გოგოხია
17.07.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტები აგრძელებს. იგი  ამჯერადაც სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც  ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო.  თხილისა და მოცვის მწარმოებლებთან და მეფუტკრეებთან მინისტრის შეხვედრებისას ყურადღება ამ დარგების პრობლემებზე გამახვილდა და  ხაზი გაესვა მათ უნიკალურ მნიშვნელობას აგრარული მეურნეობის განვითარებაში. 

რეზონანსი
17.07.2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. 

გვანცა წულაია
16.07.2025

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას გეგმავენ. სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანული პროექტია, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 40 კმ-ია და სომხეთის სიუნიქის პროვინციაზე გადის. ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ პროექტი შესაძლოა, შუა დერეფანის ალტერნატიული მარშრუტი გახდეს, თუმცა ამ მოსაზრებაზე სპეციალისტთა აზრი განსხვავებულია. 

გვანცა წულაია
16.07.2025

რუსეთიდან მიგრანტებს შესაძლოა, ფულად გზავნილებზე შეზღუდვა დაუწესდეთ. რუსი დეპუტატები მიგრანტებისთვის საზღვარგარეთ იმაზე მეტი თანხის გადარიცხვის აკრძალვას ითხოვენ, რომელიც მათ ოფიციალურ ხელფასს აღემატება. ამის შემდეგ შეიცვლება თუ არა რაიმე საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრი ტრანზაქცია ხორციელდება? 

თამთა ჩაჩანიძე
16.07.2025

ევროკომისიის მიერ "ქართული ოცნებისადმი" წაყენებულ 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, "დედლაინად" 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×