თამთა ჩაჩანიძე
23.07.2025

ახლა პოლიტიკური ველი ფაქტიურად სამადაა გაყოფილი - ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი ორ ფლანგად გაშლილი ოპოზიცია. ბოიკოტის მომხრეები აგვისტოში პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას და წინააღმდეგობის კერების შექმნას აანონსებენ, სექტემბერში კი პროტესტის დიდ ტალღას ელოდებიან. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადებიან.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2025

სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „პერიოდისტა დიხითალი" ავრცელებს ინფორმაციას.

გვანცა წულაია
23.07.2025

საქართველოს ეკონომიკა ზრდას და განვითარებას განაგრძობს, რასაც მთავრობასთან ერთად, საერთაშორისო ინსტიტუტებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მუდმივი შანტაჟის ქვეშაა, ეკონომიკურ წინსვლას საფრთხე არ შექმნია.

ქეთო გოგოხია
23.07.2025

სარემონტო მომსახურების საფასური გაძვირდა, თუმცა მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზეა. ეს ეხება ძირითადად ბინების სარემონტო სამუშაოებს, მასშტაბურ პროექტებში ხელოსნები ნაკლებად არიან ჩართული, სადაც ტენდენცია საპირისპიროა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია, ამიტომ ბევრ მათგან დროებით სეგმენტის შეცვლა უწევს და ძირითადად მოქალაქეების შეკვეთებზე მუშაობს.

ნატალია ჯვარიძე
23.07.2025

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
23.07.2025

ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები აქვთ - ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" იწყებენ. არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, თავის მხრივ მონაწილეობისთის ემზადებიან, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა.

მარიამ ვეკუა
22.07.2025

სტიქია დასავლეთ საქართველოში - დაზიანებული გზები, მოწყვეტილი სოფლები და პრობლემური კურორტები - ძლიერმა ნალექმა ბახმაროს, ლენტეხის, ცაგერისა და ადიგენის რეგიონებში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა გზები ჩახერგა და სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. ოპოზიცია ბახმაროში მყოფი დამსვენებლებისთვის დახმარებას ითხოვს.

გვანცა წულაია
22.07.2025

საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილი გასაყიდი რჩება. ამის მიზეზი უცხოელი დილერები არიან, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ავტომობილებს ყიდულობენ და საქართველოდან რეექსპორტზე გაჰყავთ. შედეგად, უცხოელები ქართველებს დიდ კონკურენციას უქმნიან, რის მოგვარებასაც ადგილობრივი ავტოიმპორტიორები ითხოვენ.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2025

20 ოქტომბერია ის სავარაუდო თარიღი, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მანამდე 29-30 აგვისტოს ბლოკის წევრი ქვეყნის მინისტრები დანიაში არაფორმალურ ფორმატში სამიტს გამართავენ, სადაც შეჯამდება, როგორ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ გაგზავნილი რვა მოთხოვნა. მანამდე ცნობილი ხდება, რომ სანქციებს მინიმუმ რვა წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. მათი „ვინაობა" არ მჟღავნდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით იტალია აქტიურობს.

მარიამ ვეკუა
22.07.2025

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმაგი სკანდალის ეპიცენტრშია, და ორივე ჯეფრი ეპშტეინის ძალიან ბინძურ საქმეს უკავშირდება. ერთი მხრივ, მისივე მომხრეები დაჟინებით თხოვენ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეში გარეული გავლენიანი პირების იმ სკანდალური სიის გამოქვეყნებას, რომელსაც თითქოს ეპშტეინი ინახავდა. ეს დაპირება ერთ-ერთი ის ფაქტორი იყო, რამაც მას საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინა.

თამთა ჩაჩანიძე
22.07.2025

გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური ბრძოლის ახალი იდეა აქვს - „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი ციხიდან ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით „წინააღმდეგობის პლატფორმის" და თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილე 8 პარტიის ბაზაზე საერთო სახელით გაერთიანებას სთავაზობს.

ირმა ჩიტაია
21.07.2025

უძრავი ქონების ბაზარზე ლიზინგის მექანიზმი მკვიდრდება. მოსალოდნელი სიახლის შესახებ ინფორმაციას დეველოპერები ავრცელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ გაყიდვის ეს ფორმა სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაუწევს კონკურენციას ახალი შეთავაზება უკვე აპრობირებულ იპოთეკურ მეთოდს და შიდა განვადებას. სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბინების შესაძენად რაც მეტი შესაძლებლობები იქნება, ეს სექტორისთვის კარგია და მყიდველისთვისაც. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×