გვანცა წულაია 07.10.2025

საქართველოში მზარდი ინფლაციის ტენდენცია გრძელდება და მოლოდინიც ისეთივეა, როგორი მოვლენების ვითარდება ბოლო პერიოდში. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ფასები მუდმივად მზარდია. მართალია, ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იანი მაჩვენებელს დიდად არ აღემატება, მაგრამ სიძვირე მოსახლეობისთვის უკვე პრობლემად იქცა.
|
გვანცა წულაია 07.10.2025

საქართველოში სავალუტო რეზერვების შევსება გრძელდება და მისმა მოცულობამ 5.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება წინასაარჩევნო პერიოდშიც მოახერხა, არადა მოლოდინი განსხვავებული იყო. საინტერესოა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და ხომ არ არის მოსალოდნელი სავალუტო რეზერვების მოცულობამ წლის ბოლოსთვის 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს?
|
ნატალია ჯვარიძე 07.10.2025

4 ოქტომბრის აქციის შემდეგ ჯამში 18 ადამიანია პატიმრობაში. მათგან 13 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისთვის დაიჭირეს, 5 კი აქციის ორგანიზატორია, რომლებსაც „ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალებაში სდებს ბრალს.
|
მარიამ ვეკუა 07.10.2025

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, ენმ-ს წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატები კი საქმის პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
|
ნატალია ჯვარიძე 07.10.2025

4 ოქტომბრის ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ოპოზიციაში ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს. სოციალურ ქსელში ჩაშლილი რევოლუციის ხელშეწყობაში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სამოქალაქო აქტივისტს დაუპირისპირდა და პროტესტის მონაწილეებისთვის ჩარიცხული თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.10.2025

მმართველ პარტიაში ელჩების გაძევება-არგაძევებაზე დაიწყეს საუბარი, განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირზეა. „ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ევროპა დიპ სტეიტისგან გათავისუფლდება, მანამდე კი „მოთმინების პოლიტიკას" გაატარებს და „ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში დარჩება, რადგან ელჩების გაძევება „კონტრპროდუქტიული იქნება".
|
მარიამ ვეკუა 07.10.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის მონაწილეები უკვე ამოცნობილნი არიან და დაკავების სპეცოპერაციები გრძელდება. ის ყურადღებას ამახვილებს რუსთველის უწყვეტ აქციებზეც და ირწმუნება, რო ეს ადამიანები „ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე" პასუხს მიიღებენ.
|
რეზონანსი 07.10.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. სულ ახლახან შეხვედრა გაიმართა რაჭაში, სადაც მინისტრი უშუალოდ ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგიონის საჭიროებებს. დავით სონღულაშვილი ეწვია სხვადასხვა დარგის მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა რაჭის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.
|
ირმა ჩიტაია 06.10.2025

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. პროტესტის გარკვეული ნიშნები დარჩა, თუმცა მას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. რისკები უკვე მინიმალურია და თითქმის სრულიად გაქარწყლებულია.
|
ნატალია ჯვარიძე 06.10.2025

ცეცხლი უკვე დანთებულია და ასე უცებ ვერ ჩაქვრება; გამორიცხული არ არის, ალმა უფრო მოიმატოს, რევოლუციები ასე მარტივად არ ხდება, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
ქეთო გოგოხია 06.10.2025

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებულ სანქციებს ადგილობრივი კომერციული ბანკებიც შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი სანქცირებული ბიზნესმენის ლევან ვასაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს. სპეციალისტები მათ გადაწყვეტილებას ლოგიკურ ქმედებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი ქართული ქართული ბანკების გლობალურ ბირჟებზე საქმიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის ინსტრუქციით მოქმედებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.10.2025

გახარიას პარტია განახლებული გეგმით აპირებს მოქმედების გაგრძელებას და არც იმას გამორიცხავს, რომ საპარლამენტო მანდატები გამოიყენონ. პარტია გეგმას უახლოეს პერიოდში გლგაასაჯაროებს, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, მისი 12 დეპუტატი პარლამენტში შევა და ამას დაარქმევენ ახალ გზას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|