ქეთო გოგოხია 28.07.2025

ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებით საქართველოში ყველაზე მეტად საავიაციო ბაზარი დაზარალდება. პირველ რიგში, დარტყმას დაბალბიუჯეტური კომპანიები მიიღებენ, რომლებსაც მოთხოვნის შემცირების გამო რეისები შეუმცირდებათ და მათი საქმიანობა აზრს დაკარგავს. ამდენად ავიაცია სერიოზულად დაზარალდება. რაც შეეხება ტურიზმს, საფრთხე ამ მხრივ თითქმის არ არსებობს, შემომსვლელი ტურები არათუ დაიკლებს, შესაძლოა გაიზარდოს, თუკი რაიმე სხვა სახის დაბრკოლება არ იქნება და სექტორი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
|
მარიამ ვეკუა 28.07.2025

კვირას აშშ-მ ევროკავშირთან ჩარჩო- სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით ევროკავშირის საქონლის უმეტესობაზე იმპორტის ტარიფმა 15%-მდე დაიწია- „ამით კი თავიდან აიცილეს უფრო დიდი სავაჭრო კონფლიქტი ორ მოკავშირეს შორის, რომლებიც გლობალური სავაჭრო ბაზრის, თითქმის მესამედს იკავებენ, წერს „როიტერსი". რა მიმართულებით წავა ევროკავშირისა დ აშშ-ს პოლიტიკური ურთიერთობა და რა გავლენა ექნება მიღწეულ კონსესუსს.
|
ნატალია ჯვარიძე 28.07.2025

ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს. „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ სთავაზობს ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს, დროზე დაიწყონ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად.
|
მარიამ ვეკუა 28.07.2025

მმართველი გუნდის რეიტინგის და სოციოლოგიური ციფრების ირგვლივ მწვავე პოლემიკაა - „ქართული ოცნების" მხარდაჭერის 56,2%-იან მაჩვენებელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებულ მანდატად აფასებს, ხოლო ოპოზიცია - ცინიკურ მანიპულაციად, „გორბის" კვლევას გაყალბებულად მიიჩნევს. რა განწყობები იკვეთება არჩევნებამდე 2 თვით ადრე საზოგადოებაში და როგორი იქნება ფინალური სცენარი.
|
ნატალია ჯვარიძე 28.07.2025

კახა კალაძეს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.
|
ქეთო გოგოხია 28.07.2025

საქართველოი იპოთეკური სესხებიეს შენელების ტენდენცია შეიმჩნევა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, რაც ბანკები კარგად გრძნობენ და იპოთეკური სესხების გაცემა შეანელეს. მთელი წელია, რაც ტრენდი შეუქცევადია და ეს შეიძლება გაგრძელდეს, სანამ არ გაჯერდება ბაზარი და სექტორი იმპოთეკურ სესხებს ჯერ კიდევ პრობლემურ ზონად აღიქვამს.
|
ნატალია ჯვარიძე 27.07.2025

ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
|
ნატალია ჯვარიძე 27.07.2025

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს".
|
თამთა ჩაჩანიძე 26.07.2025

"გააძლიერე წინააღმდეგობა" - ბოიკოტში მყოფი პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ ამ სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ შემდგომი მოქმედებებისთვის. მათი შეფასებით, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო გაუწეევს წინააღმდეგობას და "უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი".
|
მარიამ ვეკუა 26.07.2025

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარასკევს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილავს. ამ განცხადებამ მისი ლეიბორისტული პარტიის ბევრ წევრში იმედგაცრუება გამოიწვია. სტარმერზე ზეწოლა იზრდება - გადადგამს თუ არა ბრიტანეთი საფრანგეთის მსგავსად პალესტინის აღიარებისკენ ნაბიჯს და რა იქნება ისრაელის პასუხი
|
მარიამ ვეკუა 26.07.2025

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ელჩის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმულია, რომ ქართულმა მხარემ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თავისი გზავნილები გადასცა. დაიწყება თუ არა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პოლიტიკური ურთიერთობა და რა შეთავაზებები აღმოჩნდა ოვალური კაბინეტის „სავაჭრო მაგიდაზე", საკვანძო კითხვებად რჩება.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.07.2025

"ქართული ოცნება" ევროკავშირის განცხადებას აკრიტიკებს და რუსული იარლიყის მიკერების ტაქტიკას უწოდებს ბლოკის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის აქცენტებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის "რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|