ნაზი ბერიძე 15.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, ტრაგედიიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 15 აგვისტოს მონაცემებით, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. გრძელდება კიდევ 7 მოქალაქის ძებნა.
|
ქეთო გოგოხია 15.08.2023

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტები მკვეთრად უფასურდება, რის გავლენასაც ქართული ბაზარი რეალურად არ განიცდის. ჯერჯერობით ლარიც შედარებით მყარადაა. ინფლაცია მეტ-ნაკლებად მოითოკა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძებლობას აძლევს, თუმცა ფინანსისტების ერთი ნაწილის აზრით, მათი მიდგომა გადაჭარბებული და კონსერვატულია.
|
ელზა პაპოშვილი 15.08.2023

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდნინარეობს, მათ გარკვეული წინსვლა ბახმუტის მიმართულებით აქვთ და ბოლო 24 საათში 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიით წინ წაიწიეს. საერთო ჯამში კი ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. რუსული არმია კი ბოლო დღეებში ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით, თუმცა ვერ შეძლო, რადგან უკრაინელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
|
ნაზი ბერიძე 15.08.2023

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ანალიტიკოსები მათ არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირებას არ გამოიწვევს. გახარიას ეს გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, მის მიერ არჩეულ სტრატეგიას უკავშირდებოდეს - იგი ემიჯნება „ქართულ ოცნებსაც" და „ნაციონალურ მოძრაობასაც" და პოზიციონირებს როგორც ყველასგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა.
|
ელზა პაპოშვილი 15.08.2023

წამება და ყაჩაღობა დიღმის მასივში - ახალგაზრდა ქალი მეგობარ მამაკაცს ცემაში, წამებაში და დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ქალი ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით გაიცნო, მასთან ნდობაში შევიდა და სახლშიც რამდენჯერმე ესტუმრა. ამის შემდეგ კი, ბოლო ვიზიტის დროს, ნაქირავებელ ბინაში მეგობარი ქალი ჯერ საცემა, შემდეგ წებოვანი ლენტით დააბა, ფულს სთხოვდა და მოკვლით ემუქრებოდა.
|
ნაზი ბერიძე 15.08.2023

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოყვანილი დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|