თამთა ჩაჩანიძე
16.03.2026

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქართული დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტმა გარკვეული იმედები გააჩინა და კვლავ ელიან ურთიერთობის გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ნიშნულიდან დაწყებას, თუმცა, მეორეს მხრივ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან "პასიურობაა".

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ირანის დაპირისპირება აშშ-ისრაელთან და უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა ერთმანეთთან გადაიკვეთოს. ირანში მიიჩნევენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ ომში ჩაერთო და შესაბამისად, უკრაინის ტერიტორია ირანის „ლეგიტიმურ სამიზნედ" იქცა. თუმცა, ანალიტიკოსები ასეთ სცენარს ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურად მიიჩნევენ.

თამთა ჩაჩანიძე
15.03.2026

ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობად მისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღიარებას ასახელებს. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტებმა პირველ რიგში ხელისუფლება უნდა აღიარონ და „მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი". საპასუხოდ ოპოზიცია ამბობს, რომ არ აპირებს მაგიდასთან დაჯდეს იმისთვის, რომ „ივაჭროს".

ნატალია ჯვარიძე
15.03.2026

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი მას შემდეგ ჩაამატეს, რაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. უნდა ველოდოთ თუ არა ორშაბათის განხილვებიდან რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ზოგადად, რას ნიშნავს საბჭოს მიერ უკრაინასა და ირანში მიმდინარე მოვლენების ერთად საქართველოს საკითხის განხილვა?

ნატალია ჯვარიძე
14.03.2026

პარასკევს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებშისაქართველოზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციაში დაიწყო საუბარი, რომ ამით ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა იქმნება. „ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს დასკვნა დამოკლეს მახვილია „ოცნებისთვის", თუმცა თავად ენმ დასკვნის ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ მხოლოდ ეს დოკუმეტი ვერაფერს შეცვლის, თუკი ოპოზიციამ ხელი არ გაანძრია.

მარიამ ვეკუა
14.03.2026

გლობალურ ნავთობბაზარზე ისევ კრიზისია - ირანიდან მომავალი საფრთხის გამო, ჰორმუზის სრუტეში გადასვლა თითქმის შეუძლებელია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები მალე უსაფრთხო ესკორტს უზრუნველყოფენ, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს რთული და რისკიანი ოპერაცია იქნება.

მარიამ ვეკუა
14.03.2026

დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უწყება ამტკიცებს, რომ იგი ქართულ დაზვერვას რეგიონში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე ინფორმაციას აწვდიდა. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა და ასეთი „ჯაშუშური სკანდალების" მთავარი მიზანია აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გადაფარვა.

თამთა ჩაჩანიძე
13.03.2026

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში და ამის ფონზე, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის გეგმებისა და პროტესტის პერსპექტივა, აშშ-ევროკავშირთან ურთიერთობა და ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რაზედაც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა.

ნატალია ჯვარიძე
13.03.2026

ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში შეაფასა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს დასაწყისია და აუცილებლად მოჰყვება უფრო მძიმე შედეგები. ოპოზიციის გეგმებს გაუგებარი უწოდა და აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში რთულია რაღაც გარღვევა მოახდინოს.

მარიამ ვეკუა
13.03.2026

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული რუსული ნავთობის შეძენის 30-დღიანი შეღავათის გაცემა ვაშინგტონს მოკავშირეებთან რთული დილემის წინ აყენებს: მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობის ფონზე ენერგომატარებლების ფასების სტაბილიზაციას ცდილობს, ევროპელები უკმაყოფილონი არიან და ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო ახლა, ნამდვილად, არ არის.

მარიამ ვეკუა
13.03.2026

ოპოზიციას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ახალი იმედი შთაბერა, აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს,მაშიც, როცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არცერთ ანაგრიშზე „არ იყიდება" და დოკუმენტს კი უფრო პოლიტიკურ შეფასებათა კრებულად განიხილავენ, ვიდრე სამართლებრივ დასკვნად.

თამთა ჩაჩანიძე
13.03.2026

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა უამრავ რეკომენდაცია-მოწოდებებთან ერთად წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური დაწყებისგან და უკან გაიწვიოს ამჟამინდელი განცხადებები. თავად მმართველი პარტია უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×