თამთა ჩაჩანიძე
05.05.2026

„ქართული ოცნება" ოპოზიციის გეგმებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, მათი შეფასებით, ალიანსს „საყოველთაო კარდარი", „საყოველთაო სკამდასკამი" გამოუვიდა მცირე ოთახებში შეკრებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, თუმცა დაანონსებული „კარდაკარი", მათივე ინფორმაციით, 10 მაისიდან იქნება.

მარიამ ვეკუა
05.05.2026

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით (14 წინააღმდეგი) ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეცვლასა და დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტი, რომელიც პერსონალურ სანქციებსა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს, მმართველმა გუნდმა „საბჭოთა ტიპის დეზინფორმაციად" შეაფასა.

ნატალია ჯვარიძე
05.05.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები სწორედ კიევის მხრიდან აღდგება და საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს მოუწოდა, სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურისგან თავი შეიკავონ. ოპოზიციაზე საუბრისას კი თქვა, რომ მათ რაიმე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ნატალია ჯვარიძე
05.05.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო ძალიან ჩამორჩება. იმასაც გამორიცხავს, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობა არ იძლევა შედეგის მოტანის შანსს. მისი აზრით, მთავრობაში დიპლომატიური ცოდნის მქონეთა მწვავე დეფიციტია. დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დიდი საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

თამთა ჩაჩანიძე
04.05.2026

უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება, მოთხოვნა კანონების გაწვევაზე, "ოპოზიციური ალიანსი" და პროცესები ფასების კლებასთან დაკავშირებით - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც ერევანში პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაამახვილა ყურადღება.

თამთა ჩაჩანიძე
04.05.2026

4-5 მაისს ერევანში ისტორიაში პირველად ევროკავშირ-სომხეთის სამიტი იმართება, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც იღებს მონაწილეობას პრემიერ ირაკლი კობახიძის მეთაურობით. დელეგაციაში ასევე არის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი. სამიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე კეთდება.

თამთა ჩაჩანიძე
03.05.2026

 „ოპოზიციური ალიანსის" მიერ დაანონსებული აქციის თარიღი ახლოვდება, თუმცა, მხარდამჭერების ნაწილმა მაინც ბოლომდე არ იცის მიზეზი, რისთვის გამოჰყავს ხალხი 26 მაისს ოპოზიციას. ანალიტიკოსთან ნაწილი ფიქრობს, რომ მიზანის დაკონკრეტება აუცილებელია, რადგან „ადამიანები ცხვრები არ არიან". ნაწილის აზრით კი, შესაძლოა ალიანსი მიზანმიმართულად არ ახმაურებს კონკრეტულ გეგმას.

თამთა ჩაჩანიძე
03.05.2026

ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ქსელური სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით აანონსებენ ძირითადი პროდუქტების გაიაფებას, თუმცა დასკვნის ეფექტიანობა უკვე გახდა მწვავე დისკუსიის საგანი - ოპოზიცია და ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფასების რეალურ შემცირებას სკეპტიკურად უყურებს, ამასთან, დასკვნას არ აქვს ფრაქციების ნაწილის ხელმოწერა.

მარიამ ვეკუა
02.05.2026

მაისის დასაწყისში სომხეთის დედაქალაქი ერთდროულად სამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აფორმებს. ერევანში ევროპელი ლიდერების, მათ შორის ემანუელ მაკრონის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელიან.

ნატალია ჯვარიძე
02.05.2026

 დასავლეთთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მმართველ გუნდს სურს, რომ საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. შესაბამისი ოფიციალური განაცხადი უკვე გაკეთებულია და „ქართულ ოცნებას" პოზიტიური მოლოდინი აქვს.

ნატალია ჯვარიძე
01.05.2026

პატრიარქის არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საზოგადოებაში არ ცხრება განხილვა, ვინ დაიკავებს ილია მეორის ადგილს. განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ გარდაცვლილი პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დანიშნული მეუფე შიოა, რომელიც არჩეულ კანდიდატებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ოპოზიცია მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ ვრცელდება.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2026

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის დასკვნას ხელს არ აწერს არც ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის" და არც „ხალხის ძალა" და მიაჩნიათ, რომ დოკუმენტს ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რაც ფასების რეალურად დარეგულირების რეალურ მოლოდინს და საფუძველს შექმნის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×