ია აბულაშვილი
10.12.2020

„რა მოტივით უნდა გადაედო მოლპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებას, როდესაც მისი განწყობა არის ოპოზიცია შევიდეს პარლამნეტში, გაუგებარია; სამაგიეროდ ოპოზიციის მხარიდან ეს გასაგებია - დემონსტრირება იმისა, რომ ამ დღეს „ოცნება“ მარტო დარჩება პარლამენტში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გადადებას, რომელიც ახალი პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს იყო ჩანიშნული.

თამთა ჩაჩანიძე
10.12.2020

„მაქსიმუმ პირადად სააკაშვილს შეიძლება პარტიის წევრობა გაუუქმონ, ისიც თეორიულად, მაგრამ პარტიის აკრძალვა და გაუქმება 21-ე საუკუნეში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში ძალიან რთული საკითხია. ეს იყო ბაქიბუქი, რომელიც კობახიძისგან არაერთხელ მოგვისმენია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში გადმოგდებული ერთ-ერთი ფანდი და ხერხი იმისთვის, რომ ეგება და ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ია აბულაშვილი
10.12.2020

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი არმაზ ახველდიანი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ იგი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, 11 დეკემბერს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას და შესაბამისი განცხადების დაწერას არ აპირებს. იგი დაელოდება მოლარაკების შედეგებს, რომელიც ელჩების მეშვეობით გაიმართება და იმ შემხთვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, სადეპუტატო მანდატზე უარს ოფიციალურად იტყვის. ანუ ინდივიდუალურდ დაწერს განცხადებას პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 

ელზა პაპოშვილი
09.12.2020

ხელისუფლების ულტიმატუმი, მოალაპარაკების მაგიდის აყირავება, თუ სახელმწიფოებრივად სწორი შეთავაზება - „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ერთი დღით ადრე, გაასაჯაროვა ის წაინადადებები, რომელსაც  ოპოზიციას სთავაზობს. ამასთანავე კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომელსაც თუ პარლამენტში არ შევლენ - დაფინანსება შეუწყდებათ, ასევე, მათი უარი მანდატების შესახებ 11 დეკემბერსვე დაკმაყოფილდება. ამიტომაც, ოპოზიციას მოსაფიქრებლად მხოლოდ ერთი დღე აქვს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2020

თუ მოლაპარაკებიდან გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით გამოვალ და ეს გარანტია ხელში მექნება, პარლამენტში შევალ! - დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ფეისბუქლაივი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხვალინდელი გადამწყვეტი მოლაპარაკების რაუნდის წინ. გარდა ამისა, მან „ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟის მოწყობაში და სიტუაციის არევაში დაადანაშაულა.

ია აბულაშვილი
09.12.2020

"ეს არ იყო შორსმჭვრეტელი და ბრძნული განცხადება. ავტორი გრძელვადიან შედეგებზე არ ფიქრობდა. ამერიკის ელჩი არის სახელმწიფოს სახე და მისი ნებისმიერი სიტყვა და ქმედება განიხილება, როგორც სახელმწიფოს პოზიცია და აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის ელჩის როლზე ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ზვიად მახარაძე
09.12.2020

პარლამენტის შეკრებამდე 2 დღით ადრე „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიამ „ტაბუს ახსნის“ დღე გამოაცხადა და არნახული შეტევა მიიტანა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას ფასილიტატორებზე. მან შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი  პირდაპირ „ტყვეებით ვაჭრობაში“ დაადანაშაულა.

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2020

პანდემია უკვე ათი თვეა, რაც კაცობრიობას უტევს და ადამიანების ყოველდღიურობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა - შეუცვალა გეგმები, შეუზღუდა ბევრი ის თავისუფლება, რომელიც მანამდე გააჩნდა, დღეს ყველა ადამიანის ინტერესის საგანი გახდა თუ როგორ შეიცვლება პანდემიის შემდეგ ადამიანის ფსიქოლოგია და დაუბრუნდება თუ არა სამყარო პანდემიამდელ ცხოვრებას, აღნიშნულ საკითხებზე „რეზონანსთან" სპეციალისტება ისაუბრეს.

ელზა პაპოშვილი
08.12.2020

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან 5-საათიანი მოლაპარაკებიდან გამოსულმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოალაპარაკების მეხუთე რაუნდიც გაიმართება და გამოჩნდება რეალურად 11 დეკემბერს „ოცნება“ მარტო იქნება თუ არა პარლამენტში. მანამდე კი კეთდება მინიშნება, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა 11 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს.

თამთა ჩაჩანიძე
08.12.2020

„თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავისთან ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ", - ასე უპასუხა „რეზონანსთან" „კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, „ქართული ოცნების" მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ძიგურმა ივანიშვილს უღალატა და გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა.

ია აბულაშვილი
08.12.2020

„ვაშაძეზე და ელისაშვილზე ალბათ იმიტომ წავიდა ლაპარაკი, რომ მათ ლოიალური პოზიცია დააფიქსირეს და თქვეს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ან სპეციალურად შემოგდებული თემაა, რომ დისონანსი შეიტანონ ოპოზიციაში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტში შვიდი ოპოზიციონერის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
08.12.2020

„როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ვერ გაიაზრეს რა არის მათი პარტიის წევრების ინტერესები. ვერც ის, რომ მათ შორის შეიძლება მართლაც იყოს ბევრი ისეთი პიროვნება, ვისაც პოლიტიკური იდეები არ აწუხებს, დეპუტატის მანდატი კი თავისი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი პარლამენტში შესვლას აპირებს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×