თამთა ჩაჩანიძე
01.10.2021

შსს და „ქართული ოცნება" სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უარყოფენ, ოპოზიციაში კი დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობაა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ უმსხვილეს აფიორათან ან უმსხვილეს ღალატთან".

თეონა ვეშაგური
01.10.2021

წინასაარჩევნო გარემო 2 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურად იძაბება. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოშია. „ქართული ოცნება" ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და სააკაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. „ნაციონალურ მოძრაობაში" კი დარწმუნებულნი არიან, რომ ძებნილმა პრეზიდენტმა საზღვარი გადმოკვეთა და ხელისუფლებას უსუსურობაში ადანაშაულებენ.

თეონა ვეშაგური
30.09.2021

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების საკითხს აფასებენ და ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდებენ არ შეუწყოს ხელი საარჩევნო ვითარების გამწვავებას. მათი თქმით, ისედაც დაძაბული პოლიტიკური პოლარიზაცია არცერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაამწვავოს. არის თუ არა ეს მინიშნება იმაზე, რომ სააკაშვილს დაკავების შემთხვევაში დასავლეთი არ გამოექომაგება, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი ნეგატიური გზავნილია. ამან ექსპრეზიდენტის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. განსაკუთრებით ის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას აღუშფოთებია, რადგან მისი კრიტიკის ობიექტი სწორედ ეს ევროპარლამენტარი დაახდა.

თეონა ვეშაგური
30.09.2021

მზადაა კანონპროექტი, რომელიც პედაგოგების ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. ამას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი, სოციალურ ქსელებში კი ანტივაქსერების გააქტიურება მოჰყვა. ისინი მწვავედ აპროტესტებენ კანონპროექტს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს აკრიტიკებენ.

ელზა პაპოშვილი
30.09.2021

არჩევნებამდე 2 დღით ადრე საქართველოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოლოდინში არიან. საბოლოოდ მხოლოდ 2 ოქტომბერს საღამოს გახდება ცნობილი რეალურად, როგორ, საიდან და რა ფრომით  დაბრუნდება, ან საერთოდ დაუბრუნდება თუ არა. მანამდე კი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება. 

ელზა პაპოშვილი
30.09.2021

არჩევნებამდე 2 დღე რჩება - ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. საქართველოში ევროპელი და ამერიკელი დამკვირვებლები ჩამოდიან, რომლებიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარების პროცესს დააკვირდებიან. პროცესს ყურადღებით აკვირდება ვაშინგტონი, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია გამოგზავნა. სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობენ საელჩოებიც. 

თეონა ვეშაგური
30.09.2021

ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ვინც ხელს შეუშლის პროცესების მშვიდ განვითარებას მის წინააღმდეგ შესაბამისი მოქმედებები განხორციელდება. თუ სააკაშვილი ჩამოვა, მას კანონის შესაბამისად დააკავებენ, ხოლო ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მასთან ერთად იქნება დაკავებული, -ამის შესახებ მედიასთან პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ყურადღებას უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამახვილებს.

ია აბულაშვილი
30.09.2021

პოლიტტექნოლოგიიის თვალსაზრისით ეს ნაბიჯი არის მხოლოდ პიარ-სვლა, რომელიც მას არაფერს აძლევს და არც არაფერს აკარგვინებს, ჯერ-ჯერობით, თუმცა სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც მასზე მოდის - ასეთ შეფასებას აკეთებს კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
30.09.2021

ისე დააპატიმრებენ, როგორც მელია დააპატიმრეს, ადგილიდან რომ არვინ დაძრულა; კოლექტიური ბარამიძეები ვერაფრით დაეხმარებიან, გარდა განცხადებებისა - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი პეტრე მამრაძე სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
29.09.2021

გერმანიის პრეზიდენტი „ფეიკს“ უწოდებს ევროპული გამოცემა „ობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლისა და მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევების გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება. 

ელზა პაპოშვილი
29.09.2021

არჩევნებამდე 2 დღით ადრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან ერთად გაერთიანებულმა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია. ხოლო ეს მოხდება არა 2024 წელს, არამედ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ხელისუფლება 43%-ს ვერ აიღებს და ის იძულებული გახდება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების მიუხედავად, ეს დათქმა შეასრულოს - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს და კოალიციურ მთავრობას ქმნის. 

თეონა ვეშაგური
29.09.2021

სამართლებრივად ყველაზე სწორი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მოხდება მისი შეწყალება და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტაციას გაუკეთებენ, ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და ამბობს, რომ სააკაშვილს აუცილებლად ექნება დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×