თამთა ჩაჩანიძე
01.05.2026

ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის დასკვნას ხელს არ აწერს არც ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის" და არც „ხალხის ძალა" და მიაჩნიათ, რომ დოკუმენტს ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რაც ფასების რეალურად დარეგულირების რეალურ მოლოდინს და საფუძველს შექმნის.

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2026

ოპოზიციას „ქართული ოცნების" განცხადებაში ეჭვი ეპარება, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ფაქტიურად აღდგენილია, რადგან ფიქრობენ, ხელისუფლება რეალურად არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ვაშინგტონში სერიოზულად აღიქვან თანამშრომლობის გამოსწორების საჭიროება. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, აქამდე არსებული და დაანონსებული კონტაქტების გათვალისწინებით, შეიძლება მართლაც ითქვას, რომ ურთიერთობები აღდგენილია.

ნატალია ჯვარიძე
30.04.2026

ოპოზიციურმა ალიანსმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყო, თუმცა ამ პროცესში ენმ არ მონაწილეობს, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ პარტიამ ალიანსი უკვე დატოვა, ან მალე მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. საინტერესოა ისიც, რომ შეხვედრებს დახურულ ფორმატში ტარდება და მასზე მედიას არ უშვებენ.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2026

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა „ვტ საქართველო" შექმნა ქართულ ენაზე საინფორმაცია გამოშვებების მომზადება დაიწყო. ამ ფაქტს „ქართული ოცნება" „მტრულ ნაბიჯად" აფასებს და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანაში არეულობას ისახავს მიზნად. მმართველ პარტიაში იმაზეც გააკეთეს აქცენტი, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი ცნობილი განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, ეროვნებით ასევე პოლონელია.

თამთა ჩაჩანიძე
30.04.2026

„ქართულმა ოცნებამ" აშშ-სთან ურთიერთობები უკვე აღდგენილად გამოაცხადა, რის მტკიცებულებადაც მოჰყავთ დაანონსებული და მანამდე არსებული კუმუნიკაციები და სამუშაო ვიზიტები. საგარეო უწყება მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ელოდება, რაც, მმართველი გუნდის შეფასებით, უკვე მიუთითებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე.

მარიამ ვეკუა
29.04.2026

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაცია პარლამენტში მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა - ფრაქცია „საქართველოსთვის" დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის მძიმე ბრალდებებს დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა, თავად მინისტრმა კი ოპონენტის გამოსვლას „უსინდისობა" და „დემაგოგია" უწოდა.

მარიამ ვეკუა
29.04.2026

მთავრობის სტრუქტურა კიდევ ერთ საკვანძო რგოლს იძენს - პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას. ახალი თანამდებობა, რომელსაც სავარაუდოდ მამუკა მდინარაძე დაიკავებს, არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაციას გააძლიერებს, არამედ მას ვიცე-პრემიერის სტატუსიც მიანიჭებს.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2026

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, მიაჩნიათ, რომ "საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას".

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2026

აპრილის "საინტერესო სიახლეებმა" აშშ-საქართველოს ურთიერთობაში მაისისთვის გადაიწია - როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, კონკრეტული გეგმები არსებობს მხარეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების კუთხით და მომავალი თვის ბოლომდე "არაერთი კომუნიკაცია შედგება", თუმცა, დეტალებს არ ასაჯაროებს.

მარიამ ვეკუა
28.04.2026

სინოდის სხდომას, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი გახდა ცნობილი, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებულად შეხვდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" მხარს მოსაყდრის კანდიდატურას უჭერდა და ეს შედეგიც „ცხადზე ცხადი იყო", მმართველ გუნდში კი ხაზს იმას უსვამენ, რომ „გარკვეული მცდელობების მიუხედავად" პროცესმა მშვიდად ჩაიარა.

მარიამ ვეკუა
28.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი უკვე დაასახელა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ხმათა მკაფიო უპირატესობით ლიდერობს მეუფე შიო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროც მცირდება.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2026

„ქართული ოცნება" საჯარო განცხადებებში კვლავ აქტუალურად განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. მმართველი პარტიის ოპონენტები კი ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ „ოცნებამ" შეძლოს და დაალაგოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ბრიუსელთან არსებული მოცემულობის ფონზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×