მარიამ ვეკუა
28.04.2026

სინოდის სხდომას, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი გახდა ცნობილი, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებულად შეხვდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" მხარს მოსაყდრის კანდიდატურას უჭერდა და ეს შედეგიც „ცხადზე ცხადი იყო", მმართველ გუნდში კი ხაზს იმას უსვამენ, რომ „გარკვეული მცდელობების მიუხედავად" პროცესმა მშვიდად ჩაიარა.

მარიამ ვეკუა
28.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი უკვე დაასახელა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ხმათა მკაფიო უპირატესობით ლიდერობს მეუფე შიო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროც მცირდება.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2026

„ქართული ოცნება" საჯარო განცხადებებში კვლავ აქტუალურად განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. მმართველი პარტიის ოპონენტები კი ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ „ოცნებამ" შეძლოს და დაალაგოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ბრიუსელთან არსებული მოცემულობის ფონზე.

თამთა ჩაჩანიძე
28.04.2026

ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოებასთან და ზოგადად ოპიზიციურ ამომრჩეველთან არასაკმარისი და არაეფექტური კომუნიკაციაა, კრიტიკოსებისა და ალიანსის ზოგიერთი წევრის აზრით, ეს მოცემულობა გაერთიანებას ასუსტებს, რადგან პოლიტიკური ძალის მთავარი საყრდენი მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მხარდაჭერაა.

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2026

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური ალიანსი ჩამოშლის პირასაა, თავად ოპოზიციურ ფლანგზე აცხადებენ, რომ ურიერთგაშავების კამპანია მიდის, რაც რთული პროცესია. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ პირობებში ალიანსი ერთობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ნაწილი ანალიტიკოსებისა კი აღნიშნავს, რომ არ დაიშლება და მაქსიმუმ ენმ გამოეყოს.

თამთა ჩაჩანიძე
27.04.2026

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი დაიბარა. შეხვედრა ცერემონიების სასახლეში შედგა - მიზეზი პაველ ჰერჩინსკის ბოლო განცხადება გახდა, რაც მმართველ პარტიას მიუღებლად მიაჩნია და ფიქრობს, რომ მუქარისშემცველი აქცენტები ჰქონდა დასმული ელჩს დიპლომატიურ კონტექსტში.

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა ცნობილია. ახალგორის მკვიდრ 27 წლის თამაზ გოლოევს ბრალი უკვე წაუყენეს, ის მამით ოსი და დედით ქართველია, გავრცელებული ცნობებით, ის ახალგორელი სტუდენტია და ხშირად სტუმრობდა თბილისს.

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2026

„ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული აშშ-ის დელეგაციის ვიზიტისა და ე.წ. სიურპრიზის დრო იწურება, ეს კი ხელისუფლების ოპონენტებს კრიტიკის ახალ საფუძველს აძლევს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ, ეჭვქვეშ დააყენებდა და არ არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტის მაისამდე გადაიდო.

ნატალია ჯვარიძე
25.04.2026

შაბათს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა. ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი სიონში პანაშვიდი აღავლინა. სამშაბათს, 28 აპრილს კი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს გამოარჩევენ.

ნატალია ჯვარიძე
25.04.2026

24 აპრილს, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, თბილისში ტრადიციული აქცია არ გაიმართა და ეს ბოლო 20 წელიწადში პირველი შემთხვევაა. სომხურმა სათვისტომომ თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის თხოვნაზე ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

მარიამ ვეკუა
24.04.2026

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ პოლიტიკური სპექტრი მკვეთრად გაყო - მმართველ გუნდში ამას „მუქარად" აფასებენ, მაშინ როცა ოპოზიცია ელჩის გზავნილში პარტნიორულ ზრუნვასა და გაფრთხილებას ხედავს. ევროპული კურსიდან გადახვევაზე გაკეთებულმა მკაცრმა შეფასებამ და „გზაგასაყარზე მდგომი საქართველოს" თეზამ დებატები კიდევ უფრო გაამწვავა.

თამთა ჩაჩანიძე
24.04.2026

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში დელფოსის ორდღიან ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელსაც ასევე ესწრებიან ევროსტრუქტურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, და სადაც საქართველოზე პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×