თამთა ჩაჩანიძე
11.06.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში „რევოლუციურ ცვლილებებს" აანონსებს. იგი ფუნდამენტურ განახლებაზე, პარტიაში ახალი ენერგიის შეტანასა და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობაზე საუბრობს, ამ კონტექსტში კი განიხილავს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის ოფიციალურად გაწევრიანებას პარტიაში. ჟორჟოლიანი კიაცხადებს, რომ „საინტერესოს" წინადადება მიიღო და ახლა პარტიასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფორმალური ჩარჩო არ უნდა იყოს და რეალურ შინაარსს ორმხრივი სარგებელი და მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა სძენდეს.

თამთა ჩაჩანიძე
10.06.2026

11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სპეციალური სავიზო დიალოგი გაიმართება. შეხვედრა უკავშირდება ევროკავშირის მიერ ამოქმედებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის და მიზნად ისახავს საქართველოსგან განმარტებებისა და კონკრეტული ნაბიჯების მიღებას იმ საკითხებზე, რომლებიც ბრიუსელის შეფასებით პრობლემურად რჩება.

მარიამ ვეკუა
10.06.2026

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებების სერია გრძელდება - კიდევ 14 ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მტკიცებულებები უდაოდ ცნო და პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2026

სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ის კონგრესი კავკასიის რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენაზე შეშფოთებას აფიქსირებდა და შესაბამისი აქტიც მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა. ეს დამთხვევა, თუ დემონსტრაციულად გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას - რამდენად თავსებადია „ქართული ოცნების" ჩინური ვექტორის გაძლიერება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის განცხადებულ მიზანთან.

მარიამ ვეკუა
09.06.2026

„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის" გასვლა უკვე შემდგარი ფაქტია და ახლო მომავლში ალიანსის სიმბოლიკიდან „ნაცების" ლოგოს ამოიღებენ. ენმ-ში ამაზე ჯერ კომენატრს არ აკეთებენ.

თამთა ჩაჩანიძე
09.06.2026

შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა იმის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, გაათავისუფლონ და სამუდამოდ გააძევონ საქართველოდან. კანონპროექტი პარლამენტს ახლო მომავალში წარედგინება. ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება პირველ რიგში სწორედ სააკაშვილზეა გათვლილი.

ნატალია ჯვარიძე
09.06.2026

ორი დღის წინ ცხინვალში დე ფაქტო პრემიერი ძამბოლატ ტადტაევი და მასთან ერთად ე.წ. მთავრობა გადადგა. უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც - რუსი ჩინოვნიკი მარატ კამბოლოვი, რომელიც ახლახანს დაინიშნა დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად. მსოკოვსა და ცხინვალში ღიად აცხადებენ, რომ ეს ცვლილება „ინტეგრაციის გაღრმავების" შესახებ ახალ შეთანხმებას უკავშირდება. ქართული ოპოზიცია კი ამას ცხინვალის რეგიონის ანექსიის ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს.

თამთა ჩაჩანიძე
08.06.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მორიგი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა, რაც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. მიღებული შედეგი მის ხელისუფლებას მანდატის განმტკიცებისა და დაწყებული რეფორმების გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2026

„ნაცმოძრაობა" სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანოსსებულ 20 ივნისის აქციას უერთდება. როგორც ჩანს, ეს პარტიის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არა ოპოზიციის ალიანსთან შეთანხმებული აქტივობა. უშალოდ აქციაში მონაწილეობის გარდა, ენმ ორგანიზების კუთხით სხვადასხვა კამპანიურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და „უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ ანტისაოკუპაციო აქციაში ჩართოს".

ნატალია ჯვარიძე
07.06.2026

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკუთარ სცენარებს ხატავს და ამბობს, რომ მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში კრემლი სომხეთში სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს, რისთვისაც ჯერ საქართველოს ტერიტორიის დაკავება დასჭრდება. ასეთი საფრთხის შემთხვევაში კი ოპოზიციამ „ქართული ოცნება" „გვერდზე უნდა გაწიოს" და დროებითი მთავრობა შექმნას.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2026

სამ თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ილია დარჩიაშვილი ოფიციალურად მიეღო საქართველოს ელჩად. ოფიციალური ინფორმაციით, დარჩიაშვილმა მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები 4 ივნისს გადასცა. განსხვავებულია ვითარება გერმანიის შემთხვევაში, სადაც საქართველოდან ელჩი უკვე რვა თვეზე მეტია გაგზავნილია ბერლინიდან გაცმული აგრემანის საფუძველზე, თუმცა, ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის ოფიციალური პროცედურა ჯერ არ დაუსრულებია და არც საქართველოს საგარეო უწყებას არ მიუღია განმარტება რიგ საკითხებზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×