ნატალია ჯვარიძე
03.03.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე შიდა ამბების განხილვისას აცხადებს, რომ ოპოზიციამ გაერთიანებაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სხვანაირად „ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებენ. არც იმას გამორიცხავს, ამ კოალიციას დანარჩენი ოპოზიციაც შეუერთდეს. ამბობს, რომ მთავრობის ანტიევროპული რიტორიკა მათ კიდევ ბევრ სიურპრიზს მოუმზადებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2026

"ქართულ ოცნებას" ახალმიღებულ "საარჩევნო კოდექსში" დამატებით შეაქვს ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხება და რომლის მიხედვითაც კოდექსში ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს.

მარიამ ვეკუა
02.03.2026

ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის მორიგი მცდელობა კულმინაციას უახლოვდება- პარტიებმა დღეს გაერთიანებაზე იმსჯელეს და საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესსზე შეთანხმდნენ, თუმცა პარალელურად იკვეთება განსხვავებული სტრატეგიები და „წითელი ხაზები", რაც აჩენს კითხვას: ჩამოყალიბდება თუ არა რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თუ ეს არის მორიგი გაერთიანება, ბევრჯერ ნანახი ფინალით

მარიამ ვეკუა
02.03.2026

ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დისკუსიას ახალი ტემპი შესძინა - მმართველი გუნდი რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს და პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს, მაშინ როცა ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო კურსის „არასწორ არჩევანში" ადანაშაულებს და რისკებზე მიუთითებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.03.2026

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ოთხკვირიან ომს პროგნოზირებს, მან ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, რომ "ან დანებდნენ, ან სიკვდილი ელით". თავის მხრივ თეირანმა აშშ-სა და ისრაელს 50-მდე ირანელი ლიდერის მკვლელობის გამო ჯიჰადი გამოუცხადა. რას მოუტანს მსოფლიოს და რეგიონს ოთხკვირიანი ომი და მოხდება თუ არა მისი ინტერნაციონალიზაცია?

მარიამ ვეკუა
01.03.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს კონგრესსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს საკითხზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2026

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა საჯაროდ. ეს 27 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა, სადაც მთავარი საკითხი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების - „იმედისა" და პოსტვ"-ის დასანქცირება იყო.

თამთა ჩაჩანიძე
01.03.2026

პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის" კვლავ „ლელოა" ის პოლიტიკური ძალა, ვისთანაც „საჭიროების შემთხვევაში" თანამშრომლობას განიხილავს. თავის მხრივ „ლელომ" ოფიციალურად განაცხადა უარი ახალ ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობაზე, რომელშიც ძირითადად ენმ და მისგან სხვადასხვა დროს გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან. აქვს თუ არა ამ ორ პარტიას, თანამშრომლობის განახლების შემთხვევაში, ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა?

ნატალია ჯვარიძე
28.02.2026

აშშ-სა და ირანს შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშლილია. შაბათს, 28 თებერვლის დილას ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, რასაც საპასუხო დარყტმები უკვე მოყვა. დასავლურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ირანზე საჰაერო დარტყმები ოთხ დღეს გაგრძელდება და მოვლენების შემდგომი განვითარება სწორედ ამის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2026

ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო მიმოზვლის შეჩრების მეორე ეტაპი დაიწყოს, რაც უკვე მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ამაზე საუბრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპოზიციისთვის გამოგზავნილ სპასუხო წერილში, იქვე ნათქვამია, რომ „ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მიმართ და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს".

ნატალია ჯვარიძე
27.02.2026

ბრიტანეთის მიერ „იმედისა" და „პოსტივის" დასანქირების შემდეგ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომის მერე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სანქციების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მასთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არც ელჩს გააძევებენ ქვეყნიდან. ევროკავშირთან ურთიერთობების საუბრისას კი თქვა, რომ დიალოგი თავად ევროპამ შეაჩერა, მაგრამ განახლებისთვის მზად არიან.

თამთა ჩაჩანიძე
27.02.2026

ბრიტანული სანქციების ფონზე, „იმედი" საკუთარი ბანკის შექმნას აანონსებს, ირწმუნება, რომ აჟიოტაჟი „ხელოვნურად შეიქმნა" და ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემა „არ ექნება". მმართველ პარტიაში ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ თავადაც გახსნიან ანგარიშს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ასეთი ბანკის შექმნა აბსურდია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×