ნატალია ჯვარიძე
05.02.2025

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას მოთხოვნა დაუკმაყოფილა და სადეპუტატო მანდატები გაუუქმა, „ოცნების" დეპუტატებმა, ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებას" სხვა ჯგუფებიც გამოეყოს და ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნას.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2025

49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა და პარლამენტი 101 წევრიანი გახდა. კენჭისყრის შედეგებს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრები ტაშით შეხვდნენ. პარლამენტის წევრთა შემადგენლობაში 12 ოპოზიციური მანდატი დარჩა, რომელიც "გახარია საქართველოსთვის" ეკუთვნის, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ "პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ" და არც გააუქმებენ წევრობას.

ნატალია ჯვარიძე
04.02.2025

მმართველი პარტია უახლოეს დღეებში აპირებს მკვეთრად გაამკაცროს ის კანონები და რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად საპროტესტო აქციებს უკავშირდება. კვირას „თბილისი მოლთან" ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტებს ბრალის კვალიფილაცია შეუცვალეს და სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ. ოთხშაბათს კი პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე იწყებს მსჯელობას.

მარიამ ვეკუა
04.02.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „იუესეიდის" ლიკვიდაციას ჯერ არ აპირებს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელმაც ოფიციალურად შეითავსა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობა, განაცხადა, რომ „ორგანიზაცია ბევრ ისეთ პროგრამაშია ჩართული, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება". საქართველოს მმართველი პარტია „იუესეიდისგან" კონკრეტულ განმარტებებს მოითხოვს, თუ სად და როგორ იხარჯება მათი ფული საქართველოში, ოპოზიციაში კი ამბობენ რომ „ოცნებას" „კოვზი ნაცარში ჩუვარდა", რადგან ტრამპი „უიესეიდს" არ გააუქმებს

ნატალია ჯვარიძე
04.02.2025

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სერიოზული დაპირისპირება იწყება, რომელსაც როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მდგენელები აქვს და ეს, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. ამ დაპირისპირების პირველი თვალსაჩინო ნიშანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული ინიციატივაა ევროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დაწესების შესახებ. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ფონზე შესაძლოა „ოცნების" მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალოს. სხვების აზრით კი, თუ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები აღადგინა, ესე იგი საქართველოზე „ხელი ჩაიქნია".

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2025

შესვენების შემდეგ, სამშაბათს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონეა" გამოცხადებული. პირველ სხდომას კი მოყვა პირველი აქცია პარლამენტთან, შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და დაკავებები. გასულ წელს საპროტესტო გამოსვლების პიკი სწორედ პარლამენტის ზამთრის სესიას დაემთხვა. რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტის მუშაობის განახლებას ახლაც მსგავსი ეფექტი მოყვეს და უახლოეს პერიოდში კვლავ განმეორდეს გასული წლის დეკემბრის მოვლენები?

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2025

"ოცნება" დაჩქარებული წესით რვა კანონში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას გეგმავს. შეკრება-მანიფესტაციებთან, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი განსახილველად შესაბამის კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგ სესიაზე გავა. ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას "დიქტატურის დამყარების მცდელობის დასაწყისს" უწოდებს.

ნატალია ჯვარიძე
03.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე ახალი პარლამენტი ოპოზიციის გარეშე მუშაობას ხვალიდან იწყებს. საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება. ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.

თამთა ჩაჩანიძე
03.02.2025

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის აღმასრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დახურვას დათანხმდა, მანამდე მასკმა "იქს"-ზე დაწერა, რომ "USAID კრიმინალური ორგანიზაციაა".

თამთა ჩაჩანიძე
02.02.2025

როგორც მოსალოდნელი იყო, კვირას „თბილისი მოლთან" მთავარი ავტომაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა, სიტყვიერ დაპირისპირება და დაკავებების სერია მოჰყვა. დემონსტრანტებმა პირველ ეტაპზე გზის ერთი მხარე ჩაკეტეს და მაგისტრალის სრულად დაკავებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ უწყვეტის საპროტესტო გამოსვლებისას, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და დაპატიმრებები.

მარიამ ვეკუა
02.02.2025

აშშ-ს საგარეო დახმარების პაკეტი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, 90 დღით დაპაუზა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდეტმა დონალდ ტრამპმა ხელი 22 იანვარს მოაწერა. მმართველ პარტიაში ამას თავიდანვე მოწონებით შეხდნენ. მათი შეფასებით, „ამერიკული ფული საქართველოში არასწორი მიზნით გამოიყენება" და აქედან გამომდინარე ვარაუდობდნენ, რომ აშშ-დან დაფინასნების შეწყვეტა საქართველოშ საპროტესტო გამოსვლების მასშტაბებსა და ინტენსივობას შეამცირებდა. რა აჩვენა ამ მხრივ ბოლო 10-მა დღემ და გამართლდა თუ არა „ოცნების" მოლოდინი?

თამთა ჩაჩანიძე
02.02.2025

პარლამენტში 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგმილი. სავარაუდოდ, პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლების მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, შემდეგ მოისმენენ სახალხო დამცველის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგნარიშებს. ამ დრომდე ღიადაა დარჩენილი ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნების დაკმაყოფილება მანდატების გაუქმების თაობაზე და პოლიტიკური მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ამ საკითხის განხილვაც არანაკლებ აქტუალური და ცხელი თემა იყოს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×