თამთა ჩაჩანიძე
10.02.2025

ოპოზიციაში გაერთიანების საკითხი კვლავ აქტუალურია, თუმცა "გახარია საქართველოსთვის" ამ ერთობაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, მანდატების გაუქმებაზე საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ, რაც ოპოზიციის ნაწილში ეჭვებს აჩენს, თუმცა, თავად პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება უფრო აძლევს ლეგიტიმაციას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს.

ნატალია ჯვარიძე
10.02.2025

დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.

ნატალია ჯვარიძე
09.02.2025

„აფხაზეთში წელს ისე დაძაბული ვითარებაა, რომ მე არ გამოვრიცხავ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების ფაქტები იყოს, შესაბამისად, დამარცხებულმა მხარემ ეს ბრალდება წაუყენოს და ქუჩაში გამოსვლებსაც ჰქონდეს ადგილი", - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფიქტოლგმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება.

ნატალია ჯვარიძე
09.02.2025

უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როდესაც თანდათან დაიკლო აქციების მასშტაბებმა, ხელისუფლების ოპონენტებმა მორიგი სიმბოლური დღე შეარჩიეს მხარდამჭერთა მასობრივი მობილიზებისათვის. 15 თებერვალს იგეგმება მასშტაბური შეკრება რესპუბლიკის მოედანზე და იქიდან მსვლელობა პარლამენტისკენ. ამის მერე კი, 18 თებერვალს - „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს - კიდევ უფრო მასშტაბური აქცია. რა „სიურპრიზებს" უნდა ველოდოთ ივანიშვილის დაბადების დღეზე?

თამთა ჩაჩანიძე
08.02.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს განუცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო" აღარ სურს „უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა.

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2025

„ქართული ოცნება" ერთის მხრივ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას მანდატების გაუქმებით ემუქრება, მეორეს მხრივ კი ორ ადგილს სთავაზობს 2003-2012 წლების „ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების საპარლამენტო კომისიაში. რას ცდილობს ამით მმართველი პარტია და როგორ უპასუხებს ამას „გახარია საქართველოსთვის"?

ნატალია ჯვარიძე
07.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის სანქციების დაწეესებას ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მას ამ გადაწყვეტილებაში „ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირე უნგრეთი მხარს უჭერს. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა ასეთ შემთხვევაში, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ სასამართლოში რუსეთთან რამდენიმე საქმე მოგებული აქვს?

თამთა ჩაჩანიძე
07.02.2025

საპარლამენტო მანდატების გაუქმების პარალელურად, ოპოზიცია კვლავ გერთიანებაზე ალაპარაკდა. მათი ნაწილი კი იმ ჩავარდნებზე საუბრობს, რის გამოც ბარიერგადალახული პოლიტიკური პლატფორმები არსებულ სიტუაციასთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და აცხადებენ, რომ „კარდინალური ცვლილებების დროა და რაღაც ახალია მოსაფიქრებელი".ამაზე დიდი დისკუსია აქვს ოპოზიციური ელექტორატს სოცქსელებში და ანალიტიკოსებიც გარვეულ კონფიგურაციებზე მსჯელობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გამოსავალი არ არის.

თამთა ჩაჩანიძე
06.02.2025

„ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს დაალაგებს და ამის მთავარი წინაპირობა მათ შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრაა. გარდა ამისა აცხადებენ, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთიბები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „დიპ-სთეითის" დამარცხებაზე იქნება დამოკიდებული". რა მთავარი ფაქტორები იმოქმედებს „ოცნების" გეგმაზე და რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას?

მარიამ ვეკუა
06.02.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის მხრიდან საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. პირველ რიგში მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერის გამო საყვედურობენ. გარდა ამისა, ოპოზიციაში საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ არ მოითხოვა თავისი საპარლამენტო მანდატების გაუქმება და პრაქტიკულად ღიად საუბრობენ მასსა და „ქართულ ოცნებას" შორის შესაძლო გარიგებაზე.

ნატალია ჯვარიძე
06.02.2025

სოხუმის აეტოპორტი პრაქტიკულად დასრულდა და პირველი სატესტო ფრენა თებერვალში შედგება, რეალური მიმოსვლა კი უკვე მაისში დაიწყება. მისი რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და რუსულ მხარეს ამაში 12 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 350 მილიონი ლარი) აქვს ჩადებული. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „ხელშეკრულების" თანახმად, აეროპორტი 49-წლიანი იჯარით რუსეთს აქვს გადაცემული.

თამთა ჩაჩანიძე
06.02.2025

„ქართული ოცნება" მედიის ახალ კანონს ამზადებს, რომელიც ბრიტანულის ანალოგი იქნება. მათივე ცნობით, ამ კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება მედიის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება, ოღონდ ეს არ შეეხება კომერციულ რეკლამებს. ამასთან, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი" ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. რა ჩაითვლება ამ კანონის მიხედვით კანონდარღვევად მედიისა და ჟურნალისტებისთვის და რა სანქციები შეიძლება დაწესდეს?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×