რეზონანსი
07.06.2026

მექსიკაში, 27 წლის ქალი სავარაუდოდ, დედამთილმა მოკლა - მედიაში სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი ვირუსულად ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ საუბრობენ კა­რო­ლი­ნა ფლო­რეს გო­მე­სი და მისი დედამთილი, რის შემდეგაც ორივე ოთახიდან გადის, ამის შემდეგ კი კადრში სროლის ხმა და კივილი ისმის.

კადრში ასევე ჩანს, გარდაცვლილი ქალის ქმარი, რომელიც სროლის შემდეგ ოთახში ბავშვით ხელში შედის და ყვირის: "რა ჩაიდინე, დედა?!"

"არაფერი. მან გამაბრაზა... შენ ჩემი ხარ. მან შენი თავი წამართვა", - ამბობს კაცის დედა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 15 აპრილს მოხდა, მაგრამ მოკლული ქალის ქმარმა პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინა.

კა­რო­ლი­ნა ფლო­რეს გო­მე­სი 2017 წელს "მის მსოფლიო თინეიჯერის" კონკურსის გამაჯრვებული გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×