რეზონანსი
03.06.2026

ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „სვისოტელ ქობულეთი ბიჩ რეზორთის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

„ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მივულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება და მინდა, ამ ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×