რეზონანსი
12.05.2026

ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის ის ვითომ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ შექმნიან კოალიციურ მთავრობას და დემოკრატიულად გაუძღვებიან სახელმწიფოს.

„ეს არის ის ვითომ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ შექმნიან კოალიციურ მთავრობას და დემოკრატიულად გაუძღვებიან სახელმწიფოს, როცა არაფერი გააჩნიათ და არაფრისთვის ერთმანეთ ეჩხუბებიან", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭერები და არარსებული რესურსი - ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×