რეზონანსი
12.05.2026

ცალსახად ჩანს, რომ ახალი პატრიარქი ჯერ არ არის ის ავტორიტეტი, რომლის თხოვნამაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ შეწყალების თაობაზე საუბრისას „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, საპატრიარქო იმ შემთხვევაში მიმართავს ხელისუფლებას პატიმრების შეწყალების თხოვნით, თუ იქნება წინასწარი შეთანხმება, რომ პატიმრებს იწყალებენ.

„განცხადებები რაც მოვისმინეთ, ძალიან შერეული მოსაზრებებია. პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, რელიგიის მსახურებს ვგულისხმობ. ვნახეთ, მთლიანობაში როგორი პოზიციაა, ფაქტობრივად ითხოვენ, რომ არჩადენილი დანაშაული მოინანიონ. აქედან გამოდის ყველა, ვინც რაიმე განცხადებას აკეთებს.

განსაკუთრებით ანდრია ჯაღმაიძის შემთხვევაზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, უკვე სამჯერ მივმართეთ და ფაქტობრივად, შედეგი არ გამოიღო და ახლა რაღაც პერიოდი უნდა ავიღოთო. არ ვიცი, ეს პერიოდი რისთვის სჭირდებათ, მაგრამ, რეალურად, ცალსახად ჩანს, რომ ახალი პატრიარქი ჯერ არ არის ის ავტორიტეტი, რომლის თხოვნამაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს.

გადაწყვეტილებას მაინც პოლიტიკური ხელისუფლება იღებს ქვეყანაში, რეჟიმი იღებს და მიმართვა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ წინასწარი შეთანხმება იქნება, რომ შევიწყალებთ, მოგვმართეთ. მიმართვა მიმართვისთვის, რომელიც შედეგს არ გამოიღებს, არაფრით დაიწყოს პატრიარქობა, არც ეს არ იქნება სწორი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არაფერი შეიცვლება. გარკვეული პერიოდი მიმართვა არც მოხდება. ქვეყანაში არ არის მოცემულობა, რომ ცვლილებები მზად იყოს", - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×