მარიამ ვეკუა 23.10.2025

რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის 329-ე დღეს გზა ვეღარ გადაიკეტა - პოლიციამ რამდენიმე ათეული დემონსტრანტი, მათ შორის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალმა კანონმა ამოქმედება დაიწყო, ოპოზიცია კი ამბობს, რომ "გუშინ კანონს არ უმუშავია". აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა თავად ოპოზიციის შიგნითაც გააჩინა ბზარი. "ლელოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგიერთი მომიტინგის ქცევამ პროტესტი ფაქტობრივად დაასრულა.
|
ნატალია ჯვარიძე 23.10.2025

ერთი წლის განმავლობაში პირველად, რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, - აცხადებს პრემიერი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან ისევ გარე ჩარევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრემიერ გახარიასთან თანამშრომლობა რთულია.
|
თამარ ვეფხვაძე 22.10.2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. ასეთი თამამი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. 2029 წლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ საინტერესოა, დასრულდება თუ არა პროექტი დათქმულ ვადამდე და რამდენად რეალურია მინისტრის მოადგილის დაპირება. სპეციალისტთა ნაწილს დათქმული ვადა აეჭვებს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ სამუშაოები ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ცხადია, პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.
|
ნატალია ჯვარიძე 22.10.2025

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.10.2025

აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებისა და დაკავებების მიუხედავად, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს მაინც კეტავენ. ამასთან, აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და პარალელურად სხვადასხვა ფორმებს განიხილავენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა პროტესტი არ შეწყდეს, მაგრამ ალტერნატიული გზები გამოძებნონ.
|
ნატალია ჯვარიძე 22.10.2025

თბილისში რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარეობს, სადაც მთავარი გზავნილები გაკეთდა საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებმა ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
|
რეზონანსი 22.10.2025

25 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილი ქ.7) მოეწყობა ემიგრანტი ქალის, პოეტის, მწერლისა და მხატვრის - ელენე ლოლაძის წიგნის - „მზის ძებნაში გალეული გზა" პრეზენტაცია.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.10.2025

ქვეყანაში დიპლომატიური კრიზისი თანდათან მწვავდება, საქართველოში უკვე სამი საელჩოა ელის გარეშე დარჩენილი - გერმანიის, აშშ-სა და უკრაინის. ამასთან, "ოცნება" ევროკავშირის ელჩს "ტერორისტების მხარდაჭერაში" ადანაშაულებს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პროცესი განგრძობითი აღმოჩნდეს.
|
თამარ ვეფხვაძე 21.10.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველი ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ასეთი შეფასების მთავარი კრიტერიუმია მშვიდობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ქვეყნებს შორის, ომია გაჩაღებული.
|
ირმა ჩიტაია 21.10.2025

პლასტმასის ბოთლებზე შეზღუდვა წესდება. ახალი რეგულაციებით სწრაფი კვების ობიექტებში, სასტუმროებსა და რესტორნებში პლასტიკური ბოთლებით სასმლის გაყიდვა აიკრძალება. იგივე პირობები გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციებზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.10.2025

„ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საბოლოოდ ჩავარდა, რისთვისაც მადლობასაც კი უხდიან შესაბამის ქვეყნებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამ სანქციას. ახალი რეგულაციები, რომელიც ვიზლაიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, ნოემბრიდან შევა ძალაში და როგორც თავად ბლოკში განაცხადეს, ეს საქართველოს კონტექტში სავიზო შეზღუდვები „გარკვეულ ჯგუფებს" შეიძლება შეეხოს - ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლომდე წარადგენს.
|
ნატალია ჯვარიძე 21.10.2025

უცხოურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთმა თავისი ნავთობი გადასამუშავებლად საქართველოში, კერძოდ ყულევში ჩაიტანა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან შეუსაბამობას შეიცავს, თუმცა, თუკი დასავლური სამქციების ქვეშ მყოფი რუსული მავთობი მართლაც აღმოჩნდა ყულევში, ამას, შესაძლოა, საქართველოსთვის გარკვეული სანქციების დაწესება მოყვეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|