ქეთო გოგოხია
21.08.2025

ბინის კიდევ ქირა გაიაფდა. ტენდენცია იმდენად აშკარაა, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, ფასები არ გაზრდილა და შედარებით დაბალ ნიშნულზეა. თუკი შარშან ამ დროს ბინის დაქირავება 800-900 ლარზე ნაკლებად წარმოუდგენელი იყო, წელს 700 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 1000 ლარია. ეს ეხება, ძირითადად, დაბალბიუჯეტურ ბინებს, ძვირადღირებულ სეგმენტში საფასო ცვლილება, ფაქტობრივად, არ მომხდარა და ქირის ფასი კვლავინდებურად 2000-3000 ლარის დონეზეა.

მარიამ ვეკუა
21.08.2025

სად შეიძლება შედგეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სავარაუდო ისტორიული შეხვედრა, ჯერ კიდევ უცნობია. უკრაინული მხარე ლოკაციად ნეიტრალურ ევროპას ასახელებს. შედგება თუ არა შეხვედრა და ჩავა თუ არა ევროპაში ვლადიმირ პუტინი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილადაა გამოცხადებული, ჯერჯერობით, პასუხგაუცემლად რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
21.08.2025

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინელების უსაფრთხოების საკითხის "ლომის წილი" ევროპამ უნდა იტვირთოს და შესაბამისად "ამ ნაბიჯის გადადგმა მიუწევთ". თავის მხრივ ცნობილი ხდება, რომ იტალიის თაოსნობით ევროპა უკვე განიხლავს ამ გარანტიებს და კიევსაც სურს, რომ მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი უსაფრთხოების გეგმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე.

მარიამ ვეკუა
21.08.2025

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების ნაწილი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოსავალს ქუჩის პროტესტში ხედავს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სხვა ყველა გზა გადაკეტა და ერთადერთი გამოსავალი სწორედ ქუჩაა. „ენმ"-ში აქტიურად საუბრობენ მშვიდობიანი რევოლუციის საჭიროებაზეც, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არეულობის მოწყობისა და „მაიდნის" სცენარის გამეორების უფლებას არავის მისცემენ. აქვს თუ არა პერსპექტივა ქუჩის პროტესტს და რა შედეგებზეა ის გათვლილი.

გვანცა წულაია
20.08.2025

ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე უცხოეთში მოთხოვნა გაიზარდა. ადგილობრივი წარმოების ხილი თუ ბოსტნეული მეზობელ ქვეყნებში აქტიურად გადის, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოდან გატანილი სურსათი ადგილობრივ ბაზარს აკლდება და წელს ყველგან გამორჩეული სიძვირეა.

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მისი როლის კონტექსტში საქართველოზეც გააკეთა აქცენტი. ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს, რუსეთს "არაფერი წაუღია". ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს ხანში საქართველოზეც გადმოერთოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს პაუზა მანამდე შენარჩუნდება, სანამ ჩინეთთან ურთიერთობას არ გაარკვევს.

გვანცა წულაია
20.08.2025

საქართველოსთვის უმუშევრობა ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კლების ნაცვლად, უკვე მატება შეინიშნება. ბოლო მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონემ 14%-ს გადააჭარბა, რაც საქართველოს მსგვასი ქვეყნისთვის საკმაოდ საყურადღებო საკითხია. ექსპერტების განცხადებით, მაღალი მიგრაციის ფონზე მთავრობამ ქართველების სამშობლოში დამაგრებასა და ადგილზე დასაქმების მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად გაიზრდება უცხოელების დასაქმება. 

თამთა ჩაჩანიძე
20.08.2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის ხემოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტს "ოცნებაში" უსამართლო ზეწოლას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას "საქართველო არ დაემორჩილება". დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, გასაჩივრდება საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება და მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი.

მარიამ ვეკუა
20.08.2025

უკრაინა აცხადებს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად მუშაობენ. ამასთან ერთად, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. აშშ-ს ადმინისტრაციაში კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიონ. შეუძლია თუ არა უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიების მიღება და რა ტიპის გარანტიებზეა საუბარი, საკვანძო კითხვად რჩება.

მარიამ ვეკუა
20.08.2025

ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივა, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მასშტაბური აქციის ჩატარების შესახებ, ისევ აზრთა სხვადასხვაობის ეპიცენტრშია. ოპოზიციონერების ნაწილი იმავე აზრზე რჩება და 4 ოქტომბრის აქცია უპერსპექტივოდ ეჩვენებათ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს, მაშინ ახალი გეგმის ინიცატორები თავად გახდნენ. რა ხდება ოპოზიციაში და რას მოიტანს 4 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

გვანცა წულაია
19.08.2025

2025 წლის პირველ 7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა. ამის უმთავრების მიზეზი მოხმარების ზრდაა. მაღალი ტემპერატურის გამო მოსახლეობა გაგრილების საშუალებებს აქტიურად იყენებს, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. ამიტომ ქვეყანამ დენი ვერ გაყიდა და მეტიც, ყიდვა დასჭირდა. 

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2025

საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნირობის განახლება სურს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. რამდენად რეალურია ახლა სტრატეგიული ურთიერთობების განახლება და რა შემთხვევაში წამოვა ამაზე აშშ?


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×