ნატალია ჯვარიძე
05.09.2025

ბოლო რამდენიმე დღეა გერმანიაში პოლიტიკოსების უეცარმა გარდაცვალებამ ქაოსი გამოიწვია. ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ყველა მათგანი ბუნებრივი გზით გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამის არ სჯერა. ზოგიერთი გერმანელი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ საეჭვოა ეს დამთხვევა ყოფილიყო და შესაძლოა საქმე სხვა რამესთან გვქონდეს.

მარიამ ვეკუა
05.09.2025

4 ოქტომბერი და მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობა ისევ განხილვის ეპიცენტრშია. რუსთაველის გამზირის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამ დღეს ეროვნული კრების გამართვას აანონსებს და ხალხს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტიის რიტორიკა უცვლელია: ამბობენ, რომ მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს და ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, მკაცრად დაისჯება.

მარიამ ვეკუა
05.09.2025

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება „ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებაზე, პოლიტიკური დღის მთავარ თემად იქცა და ოპოზიციაში ურთიერთსაპირისპირო შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ამ ნაბიჯს პოზიტიურად აფასებს, სხვები კი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასუსტების მორიგ მანევრად მიიჩნევენ. არაერთგვაროვნება იყო თავად „ლელოს" რიგებშიც კი. ელისაშვილმა ამ ჟესტს, არც მეტი არც ნაკლები, ჩათლახობა უწოდა.

მარიამ ვეკუა
04.09.2025

რუსეთის ჯარმმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონზე მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლიც. რა ვითარებაა ფრონტზე და რა ახალი მიმართულებები იკვეთება? რუსეთს გეოსტრატეგიული გეგმები შეეცვალა და ახლა ახალ საშემოდგომო სტრატეგიულ შეტევას ახორციელებს, აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

ჩინეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნას, რომლის საკვანძო ღონიძიება მასშტაბური სამხედრო აღლუმი იყო, დიდი გამოძახილი მოჰყვა მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც პეკინს მთავარ გეოსტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს, თქვა, „მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც"-ო. (თუმცა იქვე გულისწუხილი გამოთქვა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა არსად ახსენა ამერიკის წვლილი იაპონიაზე გამარჯვებაში.)

ქეთო გოგოხია
04.09.2025

სურსათის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორი გაძვირდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ჯანდაცვის ჯგუფში ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში 9,3% შეადგინა. სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სამედიცინო ხარჯი ძირითადად თვითნებურად არის გაზრდილი, რაც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და მოსახლეობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

გვანცა წულაია
04.09.2025

საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად ცნობილია, რომ ოჯახები შემოსავალის დიდ ნაწილს პროდუქციის შეძენაში ხარჯავენ, ამიტომ მოსახლოებას დანაზოგის გაკეთება უჭირს. ფულის გადადება მაღალშემოსავალიანი ოჯახებისთვის მარტივია, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელი.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს იზეიმებენ, რადგან „ქართულ ოცნებას" საბოლოოდ დაამარცხებენ. ანალიტიკოსები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ მათ გეგმებს და ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ აკეთებენ ამას, რადგან საზოგადოებრივი განწყობა ამის საფუძველს არ იძლევა.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის მერის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გარე ჩარევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება კაცად თუ ქალია, ან პირიქით". ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ქალაქთან დაკავშირებით „შთამბეჭდავი გეგმები" აქვს.

მარიამ ვეკუა
04.09.2025

3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე „ოცნების" შტაბთან მომხდარი დაპირისპირება კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შტაბის დატოვება ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ. „ოცნებაში" ინციდენტს ოპოზიციურ „ტიტუშკებსა" და „ორკებს" აბრალებენ, აანონსებებენ, რომ ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.მაშინ როცა ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მმართველი ძალის კაპიტულაცია 4 ოქტომბერს დასრულდება. რა განცხადებები გაკეთდა და როგორია შეფასებები?

 

გვანცა წულაია
03.09.2025

ბოლო თვეების ინფლაცია მზარდია, რაც საქართველოსთვის უკვე გამოწვევად იქცა. მრავალთვიანი დადებითი ტენდენციის შემდეგ, ქვეყანაში უარყოფითი დინამიკა ვითარდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მაჩვენებელი კიდევ მეტად გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ყველა თანხმდება, რომ 2025 წლის ინფლაციური მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.

გვანცა წულაია
03.09.2025

სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×