მარიამ ვეკუა
13.09.2025

~

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს, ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. ოპოზიციაში აცახდებენ, რომ რეჟიმს 4 ოქტომბრის ეშინია, მმართველ პარტიაში კი ყურადღებას სამართლებრივ ასპექტებზე ამახვილებენ. რა დგას ხაბეიშვილის დაკავების უკან და რა ელოდებათ სხვა ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეა რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ - ამაზე ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ.

მარიამ ვეკუა
13.09.2025

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სულ უფრო რეალური ხდება - 13 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო დეკლარაციას, რომელიც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს პრინციპით" დასასრულებლად „ხელშესახებ და შეუქცევად ნაბიჯებს" ითვალისწინებს. ისრაელი და აშშ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტი მშვიდობის მოლაპარაკებებს აზარალებს. რა წერია დეკლარაციაში და როგორ აისახება ეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე?

მარიამ ვეკუა
12.09.2025

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს -2025 წელს ისევ უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა: 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. რა მიზეზები დგას ამ სტატისტიკის უკან და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?

ნატალია ჯვარიძე
12.09.2025

ორი უკრაინელიდან, რომლებსაც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ, ერთი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. სუს-ის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინაში ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს ადგილობრივი სპეცსამსახურის, ე.წ. „ესბეუს" თანამშრომლებმა. მმართველ პარტიაში ამას ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციას უკავშირებენ.

ნატალია ჯვარიძე
12.09.2025

13 სექტემბრისა და 4 ოქტომბრის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლევან ხქბეიშვილი დაკავებულია, რომელსაც ხელისუფლება „მშვიდობიანი რევოლუციით" უნდა შეეცვალა. ამის ფონზე მისი პარტიელები აქტიურდებიან და იმედი აქვთ, რომ ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება ხალხს აიძულებს ქუჩაში გამოვიდნენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 13 სექტემბერს, დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზრდება

მარიამ ვეკუა
12.09.2025

საფრანგეთში ანტისამთავრობო პროტესტების მასშტაბურმა ტალღამ ქვეყნის ქუჩები ცრემლსადენ გაზსა და ცეცხლის ალში გახვია. ასობით დაკავება, ათიათასობით პოლიციელი და დემონსტრანტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, პროტესტანტების მთავარი მოთხოვნა კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა და მისი პოლიტიკის შეცვლაა. რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში და რამ გამოიწვია ფრანგების უკმაყოფილება?

გვანცა წულაია
11.09.2025

საქართველოში იპოთეკური სესხების განაკვეთი იზრდება. 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28%-ით მეტია. ეს ნიშნავს, რომ ბანკები რამდენიმე მიმართულებით აზღვევენ თავიანთ რისკს.

ნატალია ჯვარიძე
11.09.2025

სუს-მა ხმაურით დააკავა „ნაცმოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი, მურთაზ ზოდელავა. ასევე დაკავებულია თავდაცვის ექსმინიტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო. საქმე ეხება ქრთამის საჯაროდ დაპირებას, ძალადობას, ქონების გადამალვას და სხვა ბრალდებებს. განსაკუთრებით დიდი ვნებათათელვა გამოიწვია „ნაცმოძრაობაში", რომლებიც ხალხს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

ნატალია ჯვარიძე
11.09.2025

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მათ ფარულად ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდათ. ანალიტიკოსები სავარაუდო დაგეგმილ ტერაქტზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მთვარია დადგინდეს, ვინ უწყობდა ხელს საქართველოდან.

მარიამ ვეკუა
11.09.2025

ოთხშაბათს, იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირის, ჩარლი კირკის მკვლელობას ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი მკვლელობა ფსევდოლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა. რას ამბობენ მმართველ გუნდში და როგორია ექსპრტების შეფასება და პროგნოზები მომხდარზე.

გვანცა წულაია
11.09.2025

ბათუმში ქაოსური განაშენიანება გრძელდება, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა. ტურისტული ქალაქი გასართობ სივრცედ იქცა. ქალაქში ცხოვრებასა და დასვენებაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა, გაიზარდა მოსახლეობის ოდენობაც. მართალია, ადგილობრივებისთვის ტურისტული სეზონი შემოსავლის წყაროა, მაგრამ მუდმივი ქაოსი და სიმჭიდროვე მათთვის უკვე აუტანელია. 

მარიამ ვეკუა
11.09.2025

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სენატორ სტივ კოენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სენატმა „მეგობარი აქტი" არ მიიღო და არც მიიღებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საუბარია მხოლოდ პროცედურულ შეფერხებაზე და აქტს კვლავ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მზად არის აშშ-სთან ურთიერთობა „სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს. რა განცხადებები გაკეთდა სხდომაზე და ვინ ჩაკლა „მეგობარი აქტი".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×