თამარ ვეფხვაძე
16.06.2026

უკვე ერთი თვეა, რაც ფასდაკლების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა პროდუქტები თვალში საცემად არ გაიაფებულა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში, სურსათი არ გაძვირებულა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.  დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მთავრობის განკარგულებით, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ერთიანი ელექტრონული სისტემის - ვებ-გვერდის შექმნას გეგმას, სადაც ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვებგვერდი ფასდაკლებების კატალოგად არ გადაიქცეს. 

მარიამ ვეკუა
16.06.2026

ირანის კონფლიქტში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის გააქტიურების მცდელობა კვლავ აშშ-ის დღის წესრიგში დაბრუნდა. „დიდი შვიდეულის" სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ფონზე, კიევი აშშ-სგან დამატებით სამხედრო მხარდაჭერასა და მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნას ელოდება.

ნატალია ჯვარიძე
16.06.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ისევ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს, რასაც ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის ასეთი განცხადებები უკვე „დამღლელია" და შეახსენებენ, რომ მისი მთავარი ფუნქცია საზღვარგარეთ ოპოზიციის წარმომადგენლად ყოფნაა, რასაც წარმატებით ართმევს თავს.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდებს „ხმა აიმაღლონ", იმ ინიციატივის წინაარმდეგ, რომელიც გულისხმობს „21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას ევროკავშირის შიგნით".

ნატალია ჯვარიძე
16.06.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ ეწვია თბილისს. პირველად პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და მეორედ კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის უკან პოლიტიკური მიზანი იდგეს.

ირმა ჩიტაია
15.06.2026

ხორბლის წარმოებაში წელსაც პრობლემაა. 2-3 კვირაში ალოობა იწყება. მოსავლიანობა, შენარჩუნებულია, თუმცა ხორბლის რეალიზაცია კვლავ გადაუჭრელი საკითხია. ქართულ მარცვლეულზე მოთხოვნა დაბალია და შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ ისევ გაუყიდავია. ფასი კი მხოლოდ დაბლა მიიწევს, რაც ფერმერებს მძიმე ტვირთად აწვება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, გაწეული ხარჯების დაფარვაც ვერ შეძლონ.  

ქეთო გოგოხია
15.06.2026

ტექნოლოგიების განვითარება შრომის ბაზარს რადიკალურად შეცვლის, თუმცა ადამიანს იგი სრულად ვერ ჩაანაცვლებს, რაც დღეს დასაქმებულებს ყველაზე მეტად აშინებთ. როგორც აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხით სერიოზულად არიან შეშფოთებულები, ვინაიდან. არის გარკვეული დარგები, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრულად შეითავსოს ადამიანის ფუნქცია, თუმცა სადაც საქმე ინტელექტს, წარმოსახვის უნარს და კრეატიულობას ეხება, ხელოვნური ინტელექტი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ხელოვნული ინტელექტი განსაკუთრებით ძლიერია იქ, სადაც საქმე ეხება დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, შაბლონურ დავალებებს და ტექსტთან თუ კოდთან მუშაობას.

მარიამ ვეკუა
15.06.2026

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო მანქანისა და „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები აამოქმედა და პარალელურად, სანქციების 21-ე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ბრიუსელის მზარდ ეკონომიკურ ზეწოლას კრემლში თავდაჯერებული რიტორიკით ხვდებიან და აცხადებენ, რომ რუსული საბანკო სექტორი შეზღუდვების პირობებშიც „აბსოლუტურ სტაბილურობას" ინარჩუნებს.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2026

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების პირველ კლასტერს ოფიციალურად ხსნის. ლუქსემბურგში გამართულ მთავრობათაშორის კონფერენციებზე მხარეებმა ისტორიული პროცესი დაიწყეს, რაც მოლაპარაკებების 6 ძირითადი კლასტერიდან პირველის - ფუნდამენტური საკითხების განხილვას გულისხმობს.

ქეთო გოგოხია
15.06.2026

აშშ-სა და ირანის სამშვიდობო შეთანხმებას გლობალურ ბაზრებზე მყისიერი რეაქცია თითქმის ყველა მიმართულებით მოჰყვა. განსაკუთრებით ეს შეეხეხო ნავთობის ფასს, რომელიც ბოლო დროს სწორედ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო ძვირდებოდა. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. სამხედრო კონფლიქტი, ფაქტობრივად, დასრელებულია. ნავთობის ფასი  83 დოლარამდე დაიცა, რაც დღიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა. ოქროს ფასი კი დიდხნიანი გაიაფების შემდეგ ცოტათი გაძვირდა. 

ნატალია ჯვარიძე
15.06.2026

წუხელ რუსებმა კიევის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. მთლიანად, უკრაინის წინააღმდეგ კი, 70 რაკეტა და 611 დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქში 28 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა.

თამთა ჩაჩანიძე
15.06.2026

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხშირად არა ობიექტური შეფასების, არამედ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად განიხილავს. მათი შეფასებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოზე ზემოქმედების „ბოლო ბერკეტსაც" დაკარგავს. ანალიტიკოსებს აღნიშნულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×