ელზა პაპოშვილი 22.09.2024

აშშ-ში ივანიშვილის სანქცირებისთვის ყველაფერი მზადაა. მედიის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გატარებაა. ამის ფონზე კი პერმიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩადის ამერიკაში.
|
ნატალია ჯვარიძე 22.09.2024

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვისთვის 20 სექტემბრამდე უნდა გადაეცა ოპოზიციონერი დეპუტატებისა და აქტივისტების სია, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრებოდა. ამის შესახებ აგვისტოს ბოლოს ინტერნეტით გავრცელებულ სკანდალურ პროტოკოლში იყო საუბარი. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოხდა თუ არა მხარეებს შორის რაიმე გარიგება და ხომ არ გადაიფიქრა კრემლმა აფხაზების „დასჯა“?
|
ელზა პაპოშვილი 21.09.2024

რატომ დაბრუნდა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი დპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული პირი, რომელიც 8 წელი იძებნებოდა? დარჩო ხეჩუაშვილს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.
|
ნატალია ჯვარიძე 21.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ლიდერების ურთიერთბრალდებების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაერთიანების ჩაშლის ისტორიით უფრო მეტად გიორგი გახარიას პარტია ისარგებლებს. სხვების აზრით კი, ეს სიტუაცია ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ ერთობა შედგებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 20.09.2024

„ლელოსა“ და გახარიას პირობები გასაგები და არგუმენტირებულია, მაგრამ თუკი ამ პოლიტიკურ ლიდერებს მოლაპარაკება რეალურად სურდათ, არცერთი პირობა მოუგვარებელი არ იყო და მის გარშემო შეთახმება შესაძლებელი იქნებოდა, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. ეჭვობს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ერთმანეთის სერიოზული მიუღებლობა აქვთ, რაც მოლაპარაკების ჩაშლის რეალური მიზეზია.
|
ნატალია ჯვარიძე 20.09.2024

მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა და „გამარჯვების გეგმას" წარადგენს. ანალიტოკოსები ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით, ზელენსკის რამდენიმე მოთხოვნა ექნება, მათ შორის ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების შესახებ. დაუკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს უკრაინის პრეზიდენტს, ამაზე მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.09.2024

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკის განცხადებით, თუ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ბრიუსელი მზადაა აამოქმედოს ბერკეტები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაც. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკოც" წერს.
|
ნატალია ჯვარიძე 20.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოს" შეთანხმების ჩაშლაზე მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ანალიტიკოსების შეფასებით კი ერთადერთი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეუძლია ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ბევრი გაერთიანების ჩავარდნის რეალური მიზეზის გასაჯაროების აუცილებლობაზეც საუბრობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.09.2024

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ახლებს" გაერთიანება შესთავაზა, თუმცა მელია-გვარამიაგსან დუმილია. ენმ-ში კი ამბობენ, რომ პარტიის „კარი პარტნიორობისთვის ღიაა". როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ორი ძალა გაერთიანდება თუ არა, მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა პარტია „ახალმა" „ევროპული საქართველოს" ბედი გაიზიაროს, თუ დამოუკიდებლობას არ შეინარჩუნებს.
|
ირმა ჩიტაია 19.09.2024

ინვესტიციების რაოდენობა თანდათან მცირდება. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინვესტორები სიფრთხილის რეჟიმში გადავიდნენ. მდგომარეობას აშშ-ს მხრიდან წამოსული სანქციებიც ართულებს. შესუსტებული საინვესტიციო გარემო კი ეკონომკის შემაფერხებელი ნაწილია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდება წარმოუდგენელია.
|
გვანცა წულაია 19.09.2024

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბინზესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდე შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს.
|
ელზა პაპოშვილი 19.09.2024

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანი ამ ეტაზე დუმილის უფლებას იტოვებს და ბრალის წარდგენას ელოდება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ეჭვმიტანილი დუმილის უფლებით სარგებლობს და ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. ასევე არ საუბრობს ადვოკატი დაკავებულის პოზიციაზე და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომილის გასაჯაროებას არ აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|